მთავარი » ემიგრანტის წერილები

“ყოველთვის კარგი გგონია იქ, სადაც არ ხარ…” – წერილი გერმანიიდან

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.05.2014 19 კომენტარი | 7,586 ნახვა

“ამბიონის” რედაქცია პასუხს არ აგებს “ემიგრანტის წერილების” რუბრიკაში გამოქვეყნებული მასალების შინაარსზე.

ლიკა ალავიძე, 21 წლის
სტუდენტი

“არ არსებობს პირობები, რომელსაც ვერ შეეგუები…”

რეალურად ყველაფერი ესკალატორზე შემდგარმა გავაანალიზე, როდესაც უკან შემობრუნებულმა ჩემი საყვარელი ხალხის სახეები დავინახე.

–ვის ტოვებ?
–რას ტოვებ?
–რამდენი ხნით?
–და მთავარი – მზად ხარ?!

ვის ვტოვებ და ოჯახს, მეგობრებს, ნათესავებს, უნივერსიტეტს. რამდენი ხნით და რამდენიც საჭირო იქნება! ლიკა ალავიძე მზად ვარ??? ჰმ, … როგორ არ უნდა ვიყო მზად ამისთვის?!… ერთი ის, რომ გერმანიაში განათლების მიღება პატარაობიდანვე მიზნად მქონდა. მეორე ის, რომ დავტოვებდი ხალხს, რომლებიც აგრესიით იყვნენ დამუხუტულნი, დავტოვებდი ქალაქის ქუჩებს, რომლებიც ყოველდღე მტვრის სამოსით მმოსავდნენ, მოჯაყჯაყე ტრანსპორტებს მოყიყინე მგზავრებით და ა.შ. გული მწყდებოდა მხოლოდ ჩემს ოჯახზე, ახლობლებსა და მეგობრებზე, თუმცა, იმის მოლოდინი, რომ სხვა, უკეთეს, ფერად სამყაროში შევაბიჯებდი, სადაც თავის ახლიდან დამკვიდრება მომიწევდა (რაც ადვილი მეგონა), ამ გულისწყვეტას გამომჟღავნებისა და გამოხატვის საშუალებას დიდად არ აძლევდა.

აი, შევაბიჯე კიდეც ჩემს წარმოსახვით “ფერად” სამყაროში, სადაც ხალხის თავაზიანობა პროფესიაა, მომსახურება და პუნქტუალურობა “perfect” დონეზეა, სადაც წესრიგი უმნიშვნელოვანესია, ხალხი დასაქმებულია და ეს არ ხდება მათი აგრესიული მუხტის ერთ-ერთი მიზეზი, სადაც პოლიტიკური სიმშვიდეა, შენი პირადი შენივეა და არა სხვისი გასაკითხი და სადაც შესაბამისი კომფორტია.

სამშობლოსთან შედარება? რა სისულელეა…
და კიდევ კითხვები: მზად ხარ? მზად იყავი?

არა… ყოველთვის ვარდისფერი სათვალით მომოსიარულეს მის გარეშე გავლა მომიწია…

მატერიალობა და სულიერება … აქ ჩამოსვლის დღიდან ჩემი სულიერების საკვები მწირ დონეზე დავიდა… მას კი ვერანაირი მატერიალური “ბედნიერება” ვერ ავსებს… ვიხსენებ სულ შემდეგ ფრაზას: “კარგად ვგრძნობთ თავს მაშინ, როცა ვართ ბედნიერები, მაგრამ ყოველთვის არ ვართ ბედნიერები, როდესაც თავს კარგად ვგრძნობთ”.
ჩემს ზემოთხსენებულ კითხვას ახლა ვეცდები ვრცლად ვუპასუხო. …

ვერა, ვერ ვადრი აქაურობას ჩემს სამშობლოს, სადაც საყვარელი ხალხი დავტოვე, რომლებსაც ვუყვარვარ და ვადარდებ, სადაც გრძნობები ღვთის წყალობით, ჯერ კიდევ არსებობს, სადაც აგრესიით გაჟღენთილი ხალხის ახლა მშვენივრად მესმის. ლიკა ალავიძე მესმის მათი ამ გაბოროტებული გუნების მიზეზი და მებრალებიან, დახმარების სურვილიც კი გამჩენია…

ქვეყანაში, სადაც ბავშვობა გამიტარებია, აქაური ბავშვების მსგავსად ფუფუნებასა და პრინცესობაში არ მიცხოვრია. მინახავს საჭიროებისათვის აუცილებელი, მოციმციმედ ანთებული სანთელი, მიყნოსია ნავთის სუნი, გავმჭვარტლულვარ მურითა და არ შემზიზღებია. არ მქონია ვარდისფერი და იასამნისფერი ბევრი კაბა შესაფერისი teddy-ებით, თუმცა მაშინდელი გარდერობისთვისაც და ეზოში წარმოსახვითი “კრასკის” ფერებით თამაშისათვის წუნი არ დამიდია. ხშირად მუხლებიც გადამტყავებია და დედას შიშისაგან ისტერიკები არ აუტეხია, იცოდა “ძაღლის კოჭლობის” ამბავი. მინახავს სოფელში, გაგანია ზაფხულში ცხელ თონეში ჩაყუდებული ბებო და ცხელი პურიც, ბებოსავე ამოყვანილი ჭყინტი ყველით მიჭამია, არ მიწუწუნია პურზე შემთხვევით მოხვედრილ ნაცარზე. სადაც მეგობრებისათვის გასაჭირი შემიჩივლია და რჩევები მიმიღია. და ქვეყანა, სადაც ხალხს დაპროგრამებული დღეები გარობოტებულ ტვინში არ აქვთ დაინსტალირებული.

დამოუკიდებლობა, თვითრეალიზაცია, ანალიზი, ადაპტირება, დაგეგმვა, პასუხისმგებლობა და გაორება – ყველაფერი ერთად, რაც ახალმა ცხოვრებამ შესასვლელშივე მომიგდო. პრობლემების უნახავს მათთან შეტაკება მომიწია. ყველაფრისთვის ბრძოლა – სავსე ძალისხმევითა და ნებისყოფით. ვერც ვერაფერს გავხდებოდი, ალბათ, ცხოვრებას ჩემთვის საჭირო და კეთილი ხალხისთვის რომ არ შევეხვედრებინე, რომელთა კეთილ ნებაში, ალბათ, აწ უკვე მიღებული გამოცდილება თამაშობდა როლს. გვერდში დადგნენ ღვთისგან ნაჩუქარი ადამიანები, საპატიო წოდებით – მეგობრები, რომლებიც ერთმანეთისთვის ენერგიის წყაროებს ვქმნით, ვაიმედებთ ერთმანეთს, ვანუგეშებთ, შთავაგონებთ საჭირო ქმედებებსა და ჩაკიდული ხელებით შორ მიზანს – საქართველოში ამაყად (მიზანშესრულებულად), დაბრუნებას ვუყურებთ, რაც არაერთი თანამემამულის ცინიკის საფუძველიც ხდება, – “ისევ იმ გაპარტახებულ, გაუბედურებულ, არაფრისმაქნის საქართველოში დაბრუნება? კარგი რა…”

ბევრი ჩემი მეგობარი ჩემ ადგილას ყოფნას ნატრობს: “ნეტა მანდ ვიყო და…”, უკვე მეღიმება ამგვარ ფრაზებზე, “ყოველთვის კარგი გგონია იქ, სადაც არ ხარ”, გამოცდილებიდან უკვე ვიცი ამგვარი ნატვრების ზედაპირულად ხედვისა და წარმოსახვითობის შესახებ. მახსენდება ჩემი სიტყვები, რომელთა თქმაც ადრე ხშირად მჩვეოდა: “ოქროს კოშკები, ოქროს კოშკები და ბოლოს რჩება ქოხი”. საბოლოო შედეგი ადამიანზეა დამოკიდებული, თუმცა, ოქროს კოშკების შენებაც კი კაი აბდალია…

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კი, რაც, ალბათ, არაერთ ემიგრანტს აწუხებს, არის ქაოსი თავში, გაურკვევლობა, დაბნეულობა, შიში და გაორებული “მე”.
ერთი “მე” სამშობლოსაკენ მექაჩება, მიქმნის პირობებს, რომ იქაც შეძლებ რამენაირად თავის გატანას, რამის მიღწევას… მამართლებინებს თავს – შენი საყვარელი ხალხი გვერდით გეყოლება, რომლებიც დღემდე დაბრუნებასა და გვერდით ყოფნას გთხოვენ. და მეორე, -საპირისპირო “მე” – ბოლომდე! ეს ყველაფერი დროებითია!

ვცდილობ მოვლენათა დაჩქარებას, მინდა, მომავალში ცხვირის ჩაყოფა, რა იქნება, რა გამოვა, რას გადავწყვეტ… თითქოს ამ გადაწყვეტილებაზე ცხოვრების წარმართვაა დამოკიდებული და შეცდომის დაშვება კი უპატიებელი ნაბიჯი იქნება ამ ცხოვრების.

უსამართლობა იქნება თუ არ შევეხები ჩემი აქ გადმოხვეწის დადებით შედეგებს. პირველ რიგში, ეს არის გამოცდილება. ვისწავლე ბევრი რამ მოკლე დროში და ჩავხედე რეალობას შეუიარაღებელი თვალებით. ეს ყველაფერი კი დამოუკიდებლობას მაჩვევს (მახსენდება ჩემი მეთვრამეტე დაბადების დღე, როდესაც განვაცხადე, რომ იმ დღიდან დამოუკიდებელი ადამიანი ვიყავი, ახლა კი მეღიმება ამაზე…). უშიშრად საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, რეალიზება და გაანალიზება… დროის ფასი და მართვა.

შემიძლია ახლა თამამად სამეგობრო წრის შეფასება. ასევე, გრძნობის გამოცდა, რომელიც მანძილმა სწორად შემაფასებინა. ვისწავლე ფასი “ხელის ჭუჭყის” და უფრო მეტად დავაფასე მშობლები, რომლებმაც ჩემი გულისათვის ყველაფერი გააკეთეს, რაც სინდისს აიძულებს სწორად შეფასებებს და არ მაძლევს მათთვის იმედის გაცრუების უფლებას…

ჩემს ჩანახატს კი შემდეგი ფრაზით დავასრულებდი:

“არ არსებობს ისეთი პირობები ადამიანი რომ არ შეეგუოს, მით უმეტეს, რომ ხედავს, მის ირგვლივ მყოფნი ასე ცხოვრობენ”.

მოგვწერეთ თქვენც, თუ ხართ ემიგრანტი. ელ.ფოსტა: teo.nozadze@yahoo.com


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

19 კომენტარი »

  • ზვიადი says:

    ეს არის სიმართლე, გაუსწორეთ თვალი რეალობას. გასაოცარია, ეს გოგო ნამდვილი მოაზროვნეა, დიდი გოგო და დიდი მოაზროვნე.

    უცხოეთში და განსაკუთრებით დასავლეთში, ადამიანობა კლებულობს და ქრება. უფრო სწორედ ნელნელა აქრობენ. ყოველგვარი ადამიანობის გამოვლინება სამარცხვინო ხდება და ზიზღსაც იწვევს.

    ამიტომ არანაირ პირობებს და კომფორტს არ ააქვს აზრი, როცა ადამიანი არა ხარ ვერც გაიხარებ და ვერც ბედნიერი იქნები – გრძნობები აღარ გაქვს და იყავი როგორც გინდა. გემო არა აქვს არაფერს. ადამიანობაა მთავარი.

    ბრიტანელმა ფილოსოფოსმა, ჯონ სტიუარტ მილმა თქვა:

    “ჯობია იყო ადამიანი და უკმაყოფილო ვიდრე ღორი კმაყოფილი; ჯობია ყოფნა უკმაყოფილო სოკრატედ ვიდრე კმაყოფილ სულელად. და თუკი სულელი, ან ღორი, სხვა შეხედულებისა არიან, ეს იმიტომ რომ მათ შეკითხვის მხოლოდ თავიანთი საკუთარი მხარე იციან.”

    “It is better to be a human being dissatisfied than a pig satisfied; better to be Socrates dissatisfied than a fool satisfied. And if the fool, or the pig, are of a different opinion, it is because they only know their own side of the question.”

    ― John Stuart Mill, Utilitarianism

    და სწორედ მაქეთკენ მიჰყავთ ადამიანები დღეს მსოფლიოში. ადამიანობისგან ცლიან, აჩვევენ ხელფასით დაკმაყოფილებას, მარტო კაი სმას კაი ჭამას და მეტს არაფერს – აზროვნებასაც ართმევენ. ასეთი ღორების მასა ადვილი სამართავია.

    ვინც დაკარგა ადამიანობა და ქართველობა, ის ვერ დაინახავს ამ განსხვავებას საქართველოსა და უცხოეთს შორის. საქართველოში სიყვარულია და ადამიანები არიან. არ მოგენატრათ ნამდვილ ადამიანები და ნამდვილი ლაპარაკი? სხვაგან უკვე დაკანონებულია ყველაფერში თეატრალური სიყალბე. ჭამა სმა და ე.წ. “სექსი” – მარტო ეს გონიათ ცხოვრება. სიყვარულისგან და ადამიანობისგან იცლება მსოფლიო.

    და ზოგიერთებს ასეთი ღორები კერპებად გაუხდიათ და მათგან ჭკუის დარიგებას შეჰნატრიან, აი ამხელა პროვინციალიზმის სიბნელე. თან, იმის მაგივრად რომ კარგი გადმოიღო მაგათგან, ყველაფერი უკუღმართი გადმოაქვთ, და გონიათ რაც უფრო საზიზღარს გადმოიღებენ მით უფრო მაგრად “გადალახავენ” “ჩამორჩენას”. უნახავმა რა ნახაო, სწორედ მაგაზეა ნათქვამი. “ევროპის ლანძღვით შორს ვერ წახვალთ” იმას არ ნიშნავს რომ უარყოფითი(!) არ დაინახო, უნაკლოდ შერაცხო და იქაური ნეხვი გადმოიღო ოღონდ “საუცხოო” იყოს.

    მადლობა ღმერთს, აი არსებობენ ისეთები ვინც არ გამოშტერდნენ.

    მადლობა ლიკა!

  • ლიკა says:

    ამ წერილში ევროპის ლანძღვა სად დაინახეთ?! კარგი და ცუდი ყველგანაა, მაგრამ, დამერწმუნეთ, ევროპაში კარგი უფრო მეტია, იმდენად მეტი, რომ ცუდი მინიმალურია და ვერც ამჩნევ.. აი საქართველოში კი, კარგი რამ სანთლით უნდა ეძებო, საუბედუროდ. ევროპის გარყვნილებაზე რომ საუბრობენ საქართველოში, დიდი მარაზმია. ევროპაში თუ ვინმე ცუდად იქცევა, პირველი ქართველები არიან! ეს არ დაგავიწყდეთ! ყველაზე მეტი ბანდიტი, კრიმინალი, ნარკომანი- ქართველიები არიან აქ.

    • germaneli says:

      ვეთანხმები ლიკას კომენტარს…
      ზვიადი, ალბათ დიდი ხნის ემიგრანტი ხარ, რადგან ნოსტალგიამ გონება დაგიბნელა. შენს მიერ ჩამოთვლილი “ღორობები” ამასობაში საქართველოში უფრო მოიძებნება ვიდრე ევროპაში. აღარაა საქართველოში ის ადამიანობა, მეგობრობა, სიყვარული და ა.შ. რაც ემიგრანტებს გვახსოვს. ფაფუ, გაიყიდა, თანაც იაფად.

      • ზვიადი says:

        germaneli საინტერესო ნიკი გაქვს, არ გირჩევ “გერმანელობას”. ცუდი დრო უდგას გერმანულ ცივილიზაციას.

        ნოსტალგიის სიბნელისა რა მოგახსენო… სიბნელე ისაა როცა სიმართლეს და რელობას ვერ ხედავ. მე თუ იმდენად ბნელი ვარ რომ დასავლეთში ადამიანობა ყვავის და ვერ დამინახია, თუკი ეს მე მელანდება ადამიანები რობოტებად და სულაც ღორებად, მაშინ ამიხილეთ თვალები. მე დიდი ხანია ვცხოვრობ უცხოეთში, ჩემი თვალით და გონებით მაქვს ნანახი ყველაფერი, ისევე როგორც ამ წერილის ავტორს. ასე რომ, გაუსვლელად და უნახავად არ შეიძლება, თვალების გახელა ჯობია ბოროტ ოცნებებს.

        საქართველოში ღორი ვინაა დასაკონკრეტებელია, მშიერი და საწყალი “ღორი” არ გამიგია მე. თუ საქართველო გაძღარა და ვერ გამიგია, მაშინ რაღა აიძულებს ხალხს გაქცევას უცხოეთში? რაღას წერს ეს ემიგრანტი გოგო წერილს იქიდან? რაღას არეკლამებთ ევროპას, ვიყოთ საქართველოში და გავმრავლდეთ, თუმცა ჩინელებს და ინდოელებს ვინ დაუთმობს ადგილს.. ჰო, ამაშია პრობლემა, მოკლედ ჯერ გავარკვიოთ რა გვინდა.

        “საქართველოში ის ადამიანობა, მეგობრობა, სიყვარული და ა.შ. რაც ემიგრანტებს გვახსოვს. ფაფუ, გაიყიდა, თანაც იაფად.”

        მეგობარო, საქართველოში ვერასოდეს გააქრობენ ადამიანობას, იმის მიუხედავად თუ რამდენი ღორი და ცხოველი იძალადებს უცხოელი დამკვეთების მითითებით – ეს ბრძოლა წაგებულია, ფაფუ! აი ასე გაქრებიან თვითონ საბოლოოდ, მოხალისე დამქაშებთან და იდეებ-გამოლეულ კომენტატორებთან ერთად.
        ვინც სული გაყიდა, მიზანს ვერ მიაღწია. ვერც იმან, ვინც იყიდა. სატანა ყოველთვის მარცხდება.

        არა? დავინახავთ.

        ისედაც ხომ დამეთანხმებით, რომ 9 წელი ნამდვილად არ გამოდგა საკმარისი. მართლაც ნანობენ იმას რომ უარესი არ უქნეს ხალხს.. ეჰ, იქნებ არაა გვიანი? ჰო, იმედი ბოლოს კვდება..

        დიდი ბოდიშით მაგრამ ადრეა ქართული სულის დასაფლავება, ნუ დარდობთ! სამაგიეროდ ამითი “აღშფოთება” არასოდეს არ არის გვიანი. გულითადი მადლობა “გერმანელ” მეგობრებს თანაგრძნობით სავსე მწუხარების გამოხატვისათვის. ჩვენი მხრიდან, თქვენი ადამიანობა იქით იყოს და მწუხარებას გამოვთქვამთ ეკონომიკური კრიზისის გაუარესების გამო, ძვირდება ყველაფერი და როგორ უნდა იცხოვრო, თან არავინ არ გადაგყვება ზედ. დასანანია, დასანანი.

        ლიკა, შენ რომელი ლიკა ხარ, ვითომ წერილის ავტორი?

        მარაზმი იქით იყოს, და დასავლეთში დიდი ხანია გარყვნილებას გარყვნილებას აღარ ეძახიან. აღარც სხვა რამეებს ეძახიან თავის სახელს.

        გაბრწყინებულა ჰოლანდია, გაცისკროვნებულა გერმანია, დიდების კვარცხბლეკზე შემდგარა საფრანღეთი და დასდგომიათ ზედ შარავანდედი.

        მოკლედ საქართველოდან მოდის ყოველგვარი გარყვნილება, როგორ ვრყვნით ამ სპეტაკ ხალხს. რა იცოდნენ მაგათ კუნილინგუსი..

        • ანა says:

          გაიხარეთ თქვენ ზვიად ასეთი კომენტარებისათვის .ნამდვილად სასიამოვნოა ისეთი ჯანსაღი აზრის გაგონება ,როგორიც თქვენ გაქვთ…

  • ლიკა ალავიძე says:

    არა ის კომენტარი სხვა ლიკას ეკუთვნის… მესმის ყველასი…

    მატერიალური საზრდო, რაც ადამიანს გჭირდება ევროპა უკლებლივ გაძლევს, თუმცა ჩემთვის სულიერი საზრდოს წყარო აქ მწირია. ალბათ, იმაზეა დამოკიდებული ვისთვის რომელია მნიშვნელოვანი.
    ადამიანური გრძნობები მე სამშობლოში მეგულება, ჩემს სანაცნობო წრეში ყოველი შემთხვევისათვის. თუმცა ვიცი და ვგრძნობ იმის ზეწოლასაც როგორ ცდილობენ ამ ყველაფრის წართმევას და გადაგვარებას. ეს ნაწილობრივ გამოსდით, თუმცა პესიმისტი ვარ და მჯერა ამას ბოლომდე ვერ მიაღწევენ. ეს მებრძოლ ხალხზეა დამოკიდებული, მათზე ვისაც სჯერათ რომ ეს დასასრული და უკიდურესად საგანგაშო მდგომარეობა ქვეყანაში არ არის. ვისაც უკვე ხელი აქვს ჩაქნეული, ის აღარც არაფერს გააკეთებს ,ალბათ. ვერ მივესალმები “აღარაფერი გვეშველება”-ს.
    აქ ვარ, ოღონდ ჯერ. ვიყენებ ამ ქვეყნის შესაძლებლობებს. ეს დადებითის მომცემი რომ არ იყოს აქ არც გავჩერდებოდი, რადგან ეს დადები ისევ ჩემი ქვეყნისთვის მინდა გამოვიყენო, რამე წვლილის შეტანა შევძლო სამშობლოსთვის, და საბედნიეროდ, არაერთი ჩემი თანატოლი ვიცი მსგავსი სწრაფვებით, ალბათ, ესეცაა რომ მაძლევს პესიმისტობის საფუძველს. მათ შემხედვარეს მიხარია და მჯერა რომ ეს დასასრული არ არის.
    თუ გვიანია იყოს გვიანიც-“სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”. ყველამ თავისი უნდა სცადოს, არ აქვს მნიშვნელობა დამარცხდება თუ მოიგებს, მთავარია სცადო.

    ესეც ჩემი მოკრძალებული, ალბათ, ბევრისთვის სუბიექტური აზრიც.
    პატივისცემით
    ლიკა ალავიძე=)

    • ზვიადი says:

      ლიკა, ძვირფასო, გირჩევ მეორედ არ გამოეხმაურო აქ არავის როგორც ავტორი, შენ ყველაზე მთავარი გააკეთე უკვე – ეს წერილი დაწერე.

      თორე აქ ისეთები შემოვლენ და დაწერენ რომ გაგიჟდები.. ავტორი ხარ და თავი არ გაუყადრო.

      მადლობა, კარგად ))

  • ლიკა ალავიძე says:

    Uუკაცრავად, უნდა დამეწერა “პესიმისტი არ ვარ” . და მეორეგანავ იმედია მიხვდებით ჩემს შეცდომას …
    ბოდიშით.=)

  • inga says:

    es ki martalia ucxoetshi swavlob sheni tavis realizebas da drois maqsimalur gamoyenebas da martvas. xdebi damoukidebeli, magram ara bednieri…… daprogramebuli da ara tavisufali…. da ra ufro sjobia da aucilebelia adamianisatvis? ……pasuxi gasagebia isedac…..bedniereba, romelic tavisuflebashia.

  • inga says:

    es ki martalia ucxoetshi swavlob sheni tavis realizebas da drois maqsimalur gamoyenebas da martvas. xdebi damoukidebeli, magram ara bednieri…… daprogramebuli da ara tavisufali…. da ra ufro sjobia da aucilebelia am adamianisatvis? ……pasuxi gasagebia isedac…..bedniereba, romelic tavisuflebashia.

  • germaneli says:

    ზვიადი, ნეტავ საქართველოს ედგას ისეთი “ცუდი დრო” როგორც გერმანელობას:) ილუზიებში ცხოვრობთ მეგობრებო. მგონი შემეშალა და ემიგრანტი არ ხარ, რადგან ნაცების 9 წლიან მარწუხებს ახსენებ. მე არც ნაცი ვარ და არც ქოცი. დროებით ჩამოვედი (თქვენი თქმისა არ იყოს) “ჩემი წვლილის შესატანად”, მარა დავინახე რო არავის არ ვჭირდებით აქ და გულგატეხილი ისევ მივდივარ. საქართველოს ღრღნის კორუფცია, ნეპოტიზმი და ურა-პატრიოტიზმი. რაც შეეხება ფასეულობებს, მიდის გადატვირთვა და როდის დამთავრდება ეს პროცესი არავინ იცის. მთავრობები მოდიან და მიდიან, მოყავთ თავისი “სასტავები”, დაძღებიან და გზას უთმობენ შემდეგებს, ხალხზე რეალურად არავინ ზრუნავს. და ნუ გვექნება იმის ილუზია რომ ეს ყველაფერი საზღვებს გარედან იმართება, ნეტა ვისა ვჭირდებით და ვის აინტერესებს აქ რა ხდება…თუ მეშლება, შემასწორეთ.

    • ზვიადი says:

      germaneli გერმანია რომ გერმანიას აღარ გავს და უარესებს რომ აიძულებენ კანონის ძალით ეგ გინდა შენ საქართველოში? არასოდეს ეღირსება არავის ეგ საბოლოოდ. ბაირენი “ლიგას” რომ მოიგებს და თასს შვაინშტაიგერს კი არა მამათმავალ ლამს ააწევინებენ ესაა გერმანია? აფრიკელმა კაცი რომ შეჭამოს და საკადრისად მაინც არ სჯიან რასიზმი არ გამოვიდესო? დაყაჩაღებას რომ მოგინდომებს, შენც რომ იარაღს დაუძრობ და მერე მთელ ქუჩაში ყვირის ფაშისტი დადის აქაო, თურქები რომ გერმანელ პოლიციელებს ცემენ – ესაა დღევანდელი გერმანია.
      შენ რა გინდა საერთოდ მეგობარო? ემიგრანტი ვარ დიდი ხანია ოღონდ ისეთი კი არა რომ აზზრზე არ ვიყო მანდ რა საზიზღრობები ხდება და რა პროცესები საერთოდ! იცი რას გეტყვი, ვინმეს დაბოლება თუ გინდა წადი და ტაქსის შოფერი მონახე, უაზრო ზედაპირული და არა-ინფორმირებული ბოდიალი არ გაგივა. მე სიმართლე ვთქვი და შენ რომელ ილუზიებზე ლაპარაკობ? აბა დააკონრეტე რომელია “ილუზია” ჩემი ნათქვამიდან. შენ ან თავს იდებილებ ან სხვებს აბოლებ, უფრო მეორეს ამტკიცებ. “ურა-პატრიოტიზმის” ხენებას როგორ ბედავ საერთოდ როცა დღეს ქართველობას თავზე გვახევენ ყველაფერს და სულში გვაფურთხებენ, ეს თუ შეგაწუხებს “ურა-პატრიოტიზმია”? რას ქვია ფასეულობების “გადატვირთვა” როცა ქართულ ფასეულობებს და შეგნებას ებრძვიან საერთოდ, ისე პირდაპირ და პრიმიტიულად რომ არც რცხვენიათ გამჟღავნება. ან რას ქვია “როდის დამთავრდება კაცმა არ იცის..” მოიცა ერთი, რა უნდა “დამთავრდეს?” ვითომ ეს “ბუნებრივი” პროცესია და არა იძულებითი? “ბუნებრივად” ქართულ ფასეულობებს ჩაანაცვლებს გლობალური და “გადატვირთვა” დამთავრებული იქნება? რაღაც ძალიან ცუდად “აბოლებ” შენ რაღაც, როგორ ხდება ერთი რომ ყველგან სადაც სიმართლე დაიწერება კომენტარებში შეკვეთილივით არის მინიმუმ ერთი ანტი-ქართულად მოაზროვნე ჭკვიანი, დისკრედიტორი, ან სულაც ინტერნეტ-ზონდერი? მე ხელფასს არ ვიღებ და რეალური პიროვნება ვარ.

      მოდი ერთი, ესეიგი რას ამბობ: საქართველოში ძალდატანებით და პროპაგანდით არ ცდილობენ საზოგადოების “გარდაქმნას” და ეგ ბუნებრივი პროცესია? მკვდარი ტყუილი.

      უცხოეთიდან სოროსები, დალესები, ათასი ვირთხები, ლგბტჭყპ ორგანიზაციები და სხვები “საშინაო დავალებებს” არ უსახავენ ჩვენ “ჭკვიანებს” და მილიონებს არ უგზავნიან შესასრულებლად? ელემენტარული – ერთიდაიგივე ორგანიზაცია, ყოველ წელს ამოწმებს პატრიარქის და რეიტინგს და ჩვენს მთავრობას “2 იანს” უწერს რომ ეკლესიის ავტორიტეტი დაბლა ვერ ჩამოყავთ. მართლა თავისუფალი, ქართული და ეროვნული ძალები ხელს უშლით გლობალისტურ გეგმებში! ესეიგი გარე ძალები საერთოდ არ მართავენ პროცესებს საქართველოში ქართველი გამყიდველების დახმარებით? მკვდარი ტყუილი.

      და ბოლოს ყველაზე დიდი სიბრძენე დააბრეხვე “ნეტა ვისა ვჭირდებით და ვის აინტერესებს აქ რა ხდება…”
      თურმე საქართველო ვის რაში ჭირდება.. ამხელა ტყუილი, ამხელა უტიფრობა შეიძლება? თურმე სულ არავის ჭირდება საქართველო. მეგობარო, არ მესმის.. ამის თქმა იგივეა რომ ისტორია, გეოგრაფია, გეო-პოლიტიკური დოქტრინება და ელემენტალური ლოგიკა შენთვითონ დაიხიო თავზე.

      ამხელა ტყუილი არ მესმის რა. საქართველოსნაირი სამოთხე რომ მეორე არაა და ყველას თვითონ უნდა აქ მოწყობა, მიწა რომ მიწაა აი ეგ ქართული მიწაც ტონობით ტონობით გააქვთ, ქართული წყალსაც რომ მიეზიდებიან, თურმე სულ არავის უნდა არა?

      ჯერ კიდევ ბოლშევიკების შემოსვლამდე, ბრიტანელებმა გამოუშვეს საფოსტო მარკები რომელსაც ეხატა აფხაზეთი და ზედ წითელი ბეჭედი ქონდა დარტყმული “ახალი ბრიტანული კოლონია”.

      ისიც “არაფერი” ხომ – ზუსტად იგივე პერიოდში, ამერიკელ როტშილდებს (დღეს მთელი მსოფლიო ნავთობის მყრობელები) ბათუმში უკვე ნავთობის გადასამუშავებელი საწარმო ქონდათ გახსნილი(!) და კიდე კაი სტალინმა აუფეთქა თორე ეხლაც როტშილდების წიხლი გვეჭირებოდა კისერზე. ბაქოდან მიქონდათ ნავთობი ბათუმის გავლით, ისევ ისე როგორც დღეს ჩალიჩობენ.

    • ზვიადი says:

      თან როტშილდებმა ვალი აიღეს(!) და იმ ფულით გაიყვანეს ბაქო-ბათუმის ნავთობსადენი 1900 წელს, საწარმოც იმით ააშენეს.

      წარმოგიდგენიათ? ფული არ ქონდათ და ვალი ისესხეს როტშილდებმა რომ ბაქოდან ბათუმში ნავთობსადენი გაეყვანათ და გადასამუშავებელი საწარმო აეშენებინათ.

      ეს მაშინ, “ბრმა-ყრუობის” დროს.

      ჩვენ ქართველები თუ დავტოვებთ ამ მიწას ჩემო კარგებო, გადააქცევენ “სინგაპურად” და ეგაა უცხოელი ბიზნესმენების ოცნება.

  • germaneli says:

    ზვიადი, ისე ოსტატურად გადაგაქვს ყურადღება რეალური პრობლემებისგან რომ დღევანდელ მთავრობას შეშურდება:) აბა თქვენ იცით, ქართველ პენსიონერს ან ქართველ პედაგოგს ერთ ხელში ქართული დამწერლობა დააჭერინეთ და მეორეში ქართული ენა, ჩაიში შაქრის ნაცვლად ქართული ისტორია ჩაუყარეთ და დააპურეთ. ანდა რომელ ღირსებაზე მელაპარაკებით, როცა ქართველი გოგოები ქალაქში ისე ჩაცმულ-გახდილები დადიან როგორც ევროპაში პანელის მეძავები. რომ უკვე შესაბამისი “ზავედენიები” გაჩნდა სადაც მოზარდებს შეუძლიათ მისცენ ზანგებს, ინდუსებს და არაბებს. უკვე იმდენი ჭრელა-ჭრულა ბავშვი დარბის თბილისში რო “გულს უხარია”. მე სულ მკიდია თქვენს მიერ ჩამოთვლილი გერმანიის ან სხვა განვითარებული ქვეყნის ვითომ პრობლემები, მარა არ მკიდია საქართველოს რეალური პრობლემები, როგორიცაა გორამდე მოსული მცოცავი ოკუპაცია და სასაზღვრე ზოლთან პაჩკობით გატაცებული ქართველი. არ მკიდია საყოფაცხოვრებო ნაგავში დამხჩვალი ქალაქის თუ სოფლის ქუჩები თავისი ბოსლებს დამსგავსებული კორპუსის სადარბაზოებით და უკვე ეკოლოგიურ კატასტროფამდე მისული ქვეყანა . რომ 21-ე საუკუნეში დედაქალაქშიც კი ჯერ კიდევ არ არსებობს ცენტრალური გათბობა და ცხელი წყალი. რომ დღითი-დღე მატულობს დანაშაული და სისხლიანი გარჩევები. რომ ახალ მთავრობას თურმე არ ყოფნის საპრემიო ფონდი და ზრდის 138 მილიონი ლარით და რომ ყველა გზებს ეძებს ძველი კადრების ჩასანაცვლებლად თავისი საძმო-სანათესაოთი. აი ეს ხდება დღეს საქართველოში და ესაა ნამდვილი პრობლემები და არა ის რასაც მას-მედიით და ინტერნეტით გახვევენ თავს უცხოეთში მყოფ ქართველებს.

  • germaneli says:

    და კიდევ ერთი ფაქტი, ის რომ მოწვეული უცხოელი სპეციალისტის ანაზღაურება საქართველოში მინიმუმ 4-5 ათასი ევროა თვეში და ქართველი სპეციალისტის კი 600-700 ლარი. ნუთუ ამასაც გარე ძალები და მასონები გვაძალებენ?

  • რეალისტი says:

    ღმერთი ყველგანაა, ჩვენ გვგონია რომ საქართველოშია მარტო სულიწმინდის მადლი. არ არის ეს ესე. სადაც მართლად და პატიოსნად იცხოვრებ და შეეცდები უფლის ხსოვნა არ დაივიწყო უფალი შენთან იქნება მუდამ. მართლმადიდებლური ეკლესიებიც მრავლად არის ევროპის ქვეყნებში. თვეში ერთხელ ეზიარები კიდეც თუ მოინდომებ.
    გერმანელი ხალხის დამცირება კიდე ქართველების მხრიდან სასაცილოა რადგან გერმანელებს მთელი ევროპა შენატრის ისეთი მოწესრიგებული ქვეყანა აქვთ. ეს ის გერმანიია რომელცმაც 70 წლის წინ ომი წააგო და მთლიანად იყო გაძარცვული 4 მოკავშირე ქვეყნის მიერ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.