მთავარი » ქრისტიანობა

ყოველთა წმინდანთა დღესასწაული ახალქალაქში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.06.2016 | 1,884 ნახვა

სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ყოველთა წმინდანთა ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულისთვის განსაკუთრებული მზადება ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში იყო. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში საღამოს ლოცვა 25 ივნისს, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა სხვა სასულიერო პორებთან ერთად აღავლინა. მსახურების დასრულების შემდეგ მრევლს საშუალება მიეცა ეპარქიაში დაბრძანებული წმინდა ნაწილები მოელოცა.

ყოველთა წმინდანთა დღესასწაული ახალქალაქში

ახალქალაქის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი 2005 წელს ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აშენდა. ტაძრის ეზოში არის ტურინის სუდარის ასლი, რომელიც სპეციალურ ეკვდერშია დაბრძანებული.

26 ივნისს კი სადღესასწაულო წირვა დილიდან დაიწყო. ღვთისმსახურებაზე დასასწრებად მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან ჩავიდნენ.

ყოველთა წმინდანთა დღესასწაული ახალქალაქში წირვა ახალაქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა აღავლინა. თანამსახურებდნენ რუსთველი მიტროპოლიტი იოანე, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი და აგარა-წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი. მსახურების დასრულების შემდეგ მღვდელმთავრებმა მრევლი დალოცეს და დღესასწაულისა და ტაძრის აგების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ახალქალაქში იგეგმება ყოველთა წმინდანთა სახელობის საკათედრო ტაძრის აშენება, სადაც შეძლებისდაგვარად დაბრძანებენ წმინდანების წმინდა ნაწილებს.

ტაძარში ყოველდღიური წირვა აღევლინება და გამოაბრძანებენ იმ დღის წმინდანის წმინდა ნაწილს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი