მთავარი » დღესასწაულები

ყოველდღიური ლოცვანი მთავარანგელოზთა მიმართ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.11.2023 5 კომენტარი | 113,686 ნახვა

ორშაბათი:
მთავარანგელოზი მიქაელი
მძლეველი ყველა მტრული ძალისა, მფარველი ყოველგვარი უბედურებისა და მწუხარებისა და ბოროტებისაგან

მთავარანგელოზობა წმიდაო მთავარანგელოზო უფლისაო მიქაელ, მაშორე შენი ელვისებრი ხმლით მაცდური ბოროტი სული, ჰოი დიდო არქისტრატო ღვთისაო მიქაელ ბოროტ სულთა მძლეველო, სძლიე და შემუსრე ხილული და უხილავი ყველა ჩემი მტერი და ევედრე ყოვლისამპყრობელ უფალს გვიხსნას და დაგვიფაროს ჩვენ ყოველი ურვისა, ყოველგვარი სენისა, სიკვდილ-შემოსილი წყლულებისა და ამაო სიკვდილისაგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

სამშაბათი:
მთავარანგელოზი გაბრიელი
სიმაგრე ღვთისა და კეთილი მაცნე ღვთის საიდუმლოსი

წმიდაო მთავარანგელოზო გაბრიელ ყოვლად წმიდა ღმრთისმშობლისათვის ციდან გამოუთქმელი სიხარულის მომტანო, სიხარულით და მხიარულებით აღავსე სიამაყით ნატკენი ჩემი გული. ჰოი, არქისტრატო ღვთისაო გაბრიელ, შენ უწმიდესი ქალწულის ღმრთისმშობლის მახარებელო, შენ მაუწყე მეცა ცოდვილსა დღე საშინელი სიკვდილისა და ევედრე უფალსა ღმერთსა ჩემი ცოდვილი სულისათვის, რათა მომიტევოს ცოდვები ჩემი და ნუ დამაკავებენ მე ეშმაკნი საზვერეში ჩემი ცოდვებისათვის. ჰოი, დიდო მთავარანგელოზო გაბრიელ დამიცევ მე ყოველი უბედურებისაგან და მძიმე ავადმყოფობისაგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ოთხშაბათი:
მთავარანგელოზი რაფაელი
ავადმყოფობისაგან მკურნალი და გზაზე დამყენებელი

ჰოი, დიდო არქისტრატო ღვთისაო რაფაელ, უფლისაგან ნაბოძები სნეულებათა განკურნების მიმღებელო, განკურნე ჩემი გულის უკურნებელი წყლულებენი და ხორცთა ჩემთა ყველა სნეულებანი.

ჰოი, დიდო არქისტრატო უფლისაო, რაფაელ, შენ ხარ მეგზური ექიმი და მკურნალი, გვიხელმძღვანელე ჩვენ, რათა ვიხსნეთ და განკურნე სულიერი და ხორციელი ყველა სნეულებანი ჩვენნი. მიგვიყვანე უფლის საკურთხეველთან და შევედრე მას, მის სახიერებას ჩემი ცოდვილი სულისათვის, რათა მოგვიტეოს და დაგვიფაროს ჩვენ ცოდვილნი, მრტისა და ბოროტი კაცისაგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ხუთშაბათი:
მთავარანგელოზი ურიელი
აღმძვრელი ლოცვების სურვილისა და განმანათლებელი უგუნურთა

წმიდაო მთავარანგელოზო ღვთისაო ურიელ, სიუხვით აღვსილო მხურვალე სიყვარულით, მგზნებარე სულით და ღვთიური ნათლით გაცისკროვნებულო, სტყორცნე მაგ ცეცხლოვანი ალის ნაპერწკალი ჩემს გულქვა, გაციებულ გულს და დაბნელებულ სულს და შენი ნათლით გააცისკროვნე.

ჰოი, დიდო არქისტრატო ღვთისაო ურიელ, შენ ხარ ღვთიური ცეცხლის ნათელი, განმანათლებელი ცოდვილთა, განგვინათლე გონება, გული, სული ჩემი, ნებისყოფაჩემი წმიდა სულით, დამაყენე მე სინანულის გზაზე და ევედრე უფალსა ღმერთსა, რათა გვიხსნას საშინელი ჯოჯოხეთისაგან და ყოველი ხილული და უხულავი მტერისა და ძალისაგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

პარასკევი:
მთავარანგელოზი სერაფიელი
მკურნალი ამაკანკალებელი ავადმყოფობისა (მალარია და ეპილეფსია) და ღმერთთან მლოცველი ხალხისათვის

წმიდაო მთავარანგელოზო უფლისაო სერაფიელ, მოგვმადლე და მასწავლე ლოცვა მლოცველი ღრმა გულის ყურით, ლმობიერო, თავმდაბალი, მჭმუნვარე გულით.

ჰოი, დიდო არქისტრატო ღვთისაო სერაფიელ, მორწმუნეთათვის ღვთის წინაშე მეოხო, ევედრე მის სახიერებას,რათა მიხსნას მე ცოდვილი ყოველი უბედურებისაგან, ურვისა სნეულებისა და მუდმივი ტანჯვისაგან და დაგვიმკვიდროს ცათა სასუფეველი ყოველთა წმიდათა შორის, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

შაბათი:
მთავარანგელოზი ეგუდიელი მფარველი მგზავრობისა, გაჭირვებულთა დამხმარე

წმიდაო მთავარანგელოზო ღვთისაო ეგუდიელ, ქრისტეს გზაზე მოღვაწეთათვის, მარად მსწრაფლშემწეო. აღმეგზნე მძიმე სიზარმაცის წინააღმდეგ, და კეთილი გმირობით გამაძლიერე მე.

ჰოი, არქისტრატო ღვთისაო ეგუდიელ, შენ უფლის დიდების ერთგულო მლოცველო, ქება დიდების აღმგზნებელო წმიდაო სამებაო, გამიღვიძე სურვილი მე ზარმაცს, ვადიდო მამა, ძე და სული წმიდა, და ევედრე ყოვლისამპყრობელ უფალს დააფუძნოს ჩემში სული წრფელი, აწ განმიახლოს გვამსა ჩემსა სულითა მეუფებისა მისითა და დაამტკიცოს, რათა თაყვანს ვცემდე ჭეშმარიტი სულითა მამასა, ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

კვირა:
მთავარანგელოზი ვარახიელი
მომცემი და შუამავალი ღვთის სიკეთისა და მფარველი სულიერი და ხორციელი სიწმიდისა

წმიდაო მთავარანგელოზო ღვთისაო, ვარახიელ, უფლისაგან ლოცვა-კურთხევის მომტანო, მაკურთხე მე, რათა დასაბამი ჩავუყარო სიკეთეს. ჩემი დაუდევარი ცხოვრების გამოსასწორებლად და ყოვლად სათნო ვეყო უფალს ჩემს მსხნელს აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი