მთავარი » პოპულარული

ახალგაზრდული მედიაპროექტის ”Youth ExPress” პრეზენტაცია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.12.2011 ერთი კომენტარი | 1,800 ნახვა

პირველ დეკემბერს “Primetime”-ის პრესკლუბში ახალგაზრდული მედიაპროექტის “Youth ExPress”, ანუ “ახალგაზრდული ექსპრესის” პრეზენტაცია შედგა.

პრეზენტაცია გამართეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა:

. International media network service შვედეთი)
. დემოკრატიული ცვლილებების ინსტიტუტი (საქართველო)
. ახალგაზრდული ცენტრი – საქართველო (საქართველო)

Youth ExPress პროექტის მონაწილე ორგანიზაციები ერთწლიანი თანამშრომლობის შედეგად საქართველოში პირველად ქმნიან თანამედროვე, ახალგაზრდულ, მობილურ მედია პლათფორმას “Youth ExPress” რომლის მთავარი ამოცანაა, უახლესი მედია-ვებ-ტექნოლოგიების გამოყენებით ახალგაზრდობის საზოგადოებრივი გააქტიურება რეგიონებსა და ქალაქებში.

“Youth ExPress” თანამედროვე ტექნოლოგიებით, ინტერნეტ სერვისების საშუალებით მიაწვდის ინფორმაციას ახალგაზრდების ცხოვრების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, ბათუმიდან, თბილისიდან, სოხუმიდან, ქუთაისიდან, ცხინვალიდან და სხვა.… ასევე ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან: ბრიუსელიდან, სტრასბურგიდან, ვარშავიდან… და ა. შ.

პროექტის ფარგლებში სექტემბრის თვეში უკვე ჩატარდა ტრენინგ-სემინარი უახლესი ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც ახალგაზრდა ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჩაუტარდათ. 2-დან 4 დეკემბრის ჩათვლით კი შვედი ექსპერტები გამართავენ პრაქტიკულ სემინარს სოციალური ქსელების საშუალებით მედია კამპანიის დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ.

ვახტანგ ასანიძე (პროექტრის კოორდინატორი, დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი):

“ჩვენ წარმოგიდგენთ ახალგაზრდულ პროექტს, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ახალგაზრდების მოსაზრებები ნაკლებადაა მედია საშუალებებში წარმოდგენილი. ვფიქრობთ, რომ ახალგაზრდები საკმარისად არ შუქდებიან და სწორედ ამიტომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად გადავწყვიტეთ, დაგვეწყო პროექტი, რომლის საშუალებითაც ხელს შევუწყობდით ახალგაზრდული აზრის წარმოჩენას: თუ რა პრობლემები აქვთ, რას საქმიანობენ, რა პროექტებს ახორციელებენ.

თუ დააკვირდებით სხვადასხვა სატელევიზიო საშუალებებს, შენიშნავთ, რომ ეს მხარე ნაკლებად შუქდება ტელევიზიით. ამ პრობლემის ხელშეწყობისთვის დავიწყეთ აღნიშნული პროექტი.

პროექტის პირველი ნაწილი უკვე განვახორციელეთ სექტემბრის დასაწყისში, როდესაც ათი მონაწილე შევარჩიეთ. ესენი არიან ჟურნალისტები და ჟურნალისტიკით დაინტერესებული ახალგაზრდები, რომლებმაც კონკრეტული ტრენინგები გაიარეს და შეისწავლეს, თუ როგორ გამოიყენონ უახლესი ტექნოლოგიები, აპარატურა და როგორ გადაიღონ და დაამონტაჟონ სხვადასხვა სიუჟეტი.

ჩვენ უკვე გვაქვს მედია პლათფორმა, რომელიც აქტიურად დაიწყებს ფუნქციონირებას მომავალი წლიდან და ახალი ეტაპიდან მას “Youth ExPress”, ანუ “ახალგაზრდული ექსპრესი” ერქმევა. თითოეული ჩვენ მიერ გადაღებული მასალა განთავსდება ვებ-გვერდზე და ყველას ექნება მისი ხილვის საშუალება. მთავარი იდეა შემდეგია: ვინაიდან ჩვეულებრივ მედია საშუალებები ნაკლებად აშუქებენ ახალგაზრდობის პრობლემებს, ჩვენ ამ ვებ- გვერდის, სოციალური მედიის გამოყენებით მაქსიმალურად შევეცდებით, ახალგაზრდების აზრი, პრობლემები და მათი საქმიანობა წარმოვაჩინოთ, ვინაიდან, მოგეხსენებათ, სოციალური მედია თანამედროვე საუკუნის ერთ-ერთ მთავარ მედია საშუალებად გადაიქცა”.

“Youth ExPress” დაფინანსებულია შვედური ფონდის “Swedish Institute” –ის მიერ. პროექტის მიზანია ქართველი ახალგაზრდების აზრის წარმოჩენა ახალი მედია ტექნოლოგიების საშუალებით, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ახალგაზრდობის საზოგადოებრივ გააქტიურებასა და დემოკრატიული გარემოს შექმნას.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • დავით გოგლიჩიძე says:

    მომწონს! აქტუალურია. სამწუხაროდ, ჩემი თაობა ე.წ. თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მივადევნებ თვალყურს და თქვენის ნებართვით, ვითანამშრომლებ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი