მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ყარაჯაანთ ეკლესია – ყვარლის მუნიციპალიტეტი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.03.2018 | 1,221 ნახვა

ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფ.გავაზში მდებარე XV-XVI საუკუნეების ყარაჯაანთ ეკლესიას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით ყარაჯაანთ ეკლესია - ყვარლის მუნიციპალიტეტი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა (2018 წლის 9 იანვარი).

ეკლესია დარბაზულია (8.9×4 მ). ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. გამოყენებულია აგურიც. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან თაღოვანი. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომელიც დარბაზისგან ერთსაფეხურიანი პილასტრებითა და მათზე გადასული შეისრული თაღითაა გამოყოფილი. აბსიდის ღერძზე შეისრულთაღოვანი სარკმელია. მის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. აბსიდი დასრულებულია აგურით ნაწყობი კონქით. აბსიდა მოხატული ყოფილა. სამხრეთის, დასავლეთის და ჩრდილოეთის კედლებში თითო შეისრულთაღიანი სარკმელია. ეკლესიის დარბაზი შეისრული კამარითაა დასრულებული. ეკლესიის კედლები აგურის ლავგარდნით სრულდება. სახურავი კრამიტისაა (ავთენტური სახურავი ფიქალის ყოფილა). აბსიდაში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტი. გამოსახულება აღარ აღიქმება. კოლორიტში ჭარბობს წითელი და ყავისფერი ფერი, რაც ეკლესიის აშენების პერიოდის მხატვრობისთვისაა დამახასიათებელი. ტაძარზე დასავლეთიდან მიდგმულია თანადროული ორსართულიანი სამრეკლო. ნაგებია სხვადასხვა ზომის ქვით. პირველი სართული კარიბჭის როლს ასრულებს. მისი გადახურვა კამაროვანია. მეორე სართული რვაწახნაგოვანი აგურით ნაგები, თაღებით გახსნილი ფანჩატურია, რომელიც დასრულებულია აგურის პირამიდული სახურავით. კარიბჭის შესასვლელის ორივე მხარს თითო მოგრძო ქვაა ჩადგმული, რომელზეც ქართული ასომთავრულით შესრულებული წარწერაა მოცემული.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი