მთავარი » სოფლის მეურნეობა

ხურმის მოსავლის აღება, შენახვა და შრობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.11.2020 ერთი კომენტარი | 125 ნახვა

ნაყოფის კრეფის დრო დამოკიდებულია როგორც ჯიშზე, ისე მათი გამოყენების პირობებზე, მაგ: ჰაჩია იკრიფება მაშინ, როდესაც ნაყოფის ზედაპირის ორი მესამედი შეწითლდება. ჰიაკუმეს ნაყოფის კრეფა დასაშვებია მათი სრული გაყვითლების შემდეგ. ფუიუს გასაგზავნად ან შესანახად გამიზნული ნაყოფები იკრიფება უფრო ადრე, სრულ სიმწიფეში შესვლამდე. ნაყოფის ტრანსპორტირების დროს უნდა ვერიდოთ მაღალ ტემპერატურას.

ხურმის ნაყოფის შესანახად ოპტიმალურ ტემპერატურად ითვლება 0-2°C და 85 – 95 % ფარდობითი ტენიანობა. ამ პირობებში ნაყოფი ინახება თებერვლამდე. ხურმა ეთილენის მიმართ მგრძნობიარე ხილია, ამიტომ მისი შენახვისას აუცილებლად გასათვალისწინებელია საწყობის ეთილენისგან გაწმენდა. საწყობში მოწყობილი უნდა იყოს ჰაერის ვენტილაციის სისტემა.

არამწკლარტე ჯიშები – ჰიაკუმე (კარალიოკი) და ფუიუ ძალიან მგრძნობიარეა ოპტიმალურზე მაღალ ტემპერატურაზე შენახვის მიმართ, ამ დროს მათი შენახვისუნარიანობა მკვეთრად ეცემა. მწკლარტე ჯიშები – ჰაჩია და სხვა, ნაკლებად მგრძნობიარეა ასეთი პირობებისადმი.

ხურმის ჩირის დამზადება შესაძლებელია, როგორც ბუნებრივ პირობებში, ასევე საშრობი კამერების გამოყენებით. შრობის დროს ტემპერატურა უნდა იყოს 50-60°C , და თანდათანობით გადიდდეს 70-75°C-მდე. 1 კილოგრამი ჩირის მისაღებად საჭიროა საშუალოდ 4-6 კილოგრამი ხურმის ნაყოფი. ხურმის ჩირის საბაზრო მოთხოვნილება და სარეალიზაციო ფასი საკმაოდ მაღალია, რაც თავისთავად აჩენს ინტერესს ფერმერულ მეურნეობებში ამ კულტურის ფართოდ გავრცელების შესაძლებლობებზე.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი