მთავარი » სხვადასხვა

“ხსოვნის კვირეული” საქართველოში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.08.2012 | 1,740 ნახვა

ხსოვნის კვირეული 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ხსოვნის კვირეულის” ფარგლებში დღეს , 17:00 საათზე, “თიბისი გალერეაში” საქველმოქმედო გამოფენა მოეწყობა, სადაც წარმოდგენილი იქნება დაღუპულთა შვილების მიერ მშვიდობის თემაზე შექმნილი ნამუშევრები.

“ხსოვნის კვირეულში” “ყაყაჩოების აქციასთან” ერთად ორი მასშტაბური გამოფენა გაიხსნა, კერძოდ, 6-დან 11 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლებს გამოფენას – “საქართველოს მოპარული ისტორია”. გამოფენაში მონაწილეობას იღებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, შსს-ს საარქივო სამმართველოსა და იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ფონდები.

გამოფენა გაყოფილია ორ ნაწილად. პირველ ნაწილში წარმოდგენილია დოკუმენტური მასალები, რომლებიც ასახავს საქართველოს რეალობას 1921 წლამდე. გამოფენაზე წარმოდგენილია 1921 წლამდე საქართველოში გამომავალი სამი უცხოენოვანი გაზეთის ორიგინალები, კერძოდ, ერთი ფრანგული და ორი ინგლისურენოვანი გაზეთი, მათ შორის ერთ-ერთი “მესინჯერია”. 1911 წლის ოქტომბერში საქართველოს შესახებ გამოიცა ფრანგული ჟურნალი “ლიმაჟი”, სადაც თავიდან ბოლომდეა აღწერილი საქართველოს კულტურა, არქიტექტურა, ბუნება და ისტორია.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია დოკუმენტური მასალა და ფოტოები, თუ რამდენად ინტეგრირებული იყო საქართველო ევროპასთან კულტურის, ეკონომიკის, განათლების სფეროში და რა დიპლომატიური კავშირები არსებობდა საქართველო-ევროპას შორის.

გამოფენის მეორე ნაწილი საქართველოს გასაბჭოების ამსახველ მასალას მოიცავს. მათ შორის მეთერთმეტე არმიის წევრთა მოგონებები საქართველოს გასაბჭოებაზე და მათი სიგელები; სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც გასაბჭოების შემდეგ ადამიანთა პიროვნულ ტრაგედიაზე მოუთხრობს დამთვალიერებელს.

ამასთან, გამოფენაზე წარმოდგენილია საარქივო კინოკადრები, რომელიც საქართველოს გასაბჭოებამდეა გადაღებული, კერძოდ 1910 წელი – ბანკის კურთხევა, 1918 წლის 14 დეკემბერი – სახალხო გვარდიის დღე თბილისში, 1920 წელი – პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის შესვლა აჭარაში, 1920 წელი – ევროპის სოციალისტთა მეორე ინტერნაციონალის დელეგაცია თბილისსა და ბათუმში, 1920 წელი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ზეიმი, 1920 წელი – ქართული ტანვარჯიშის საზოგადოება “შევარდენის” ვარჯიში.

გამოფენაზე მოხვდა “პრაიმ თაიმისა” და შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს მიერ ერთობლივად მომზადებული ჟურნალ “საარქივო მოამბის” სპეციალური ნომრის პრეზენტაცია, რომელიც სრულიად საქართველოს გასაბჭოების თემას მიეძღვნა.
ჟურნალში შესულია ნაწყვეტები წითელარმიელების მოგონებებიდან, წერილები აფხაზეთიდან და სამაჩაბლოს ავტონომიური ოლქების ხელოვნურად შექმნის შესახებ. საბჭოთა საგარეო პროპაგანდის ტრადიციები და ქართველი პოლიტპატიმრების და მუშების წერილები, რომლებიც 1921 წელს საქართველოდან რუსული არმიის გაყვანასა და ქართული ენისა და სახელმწიფოებრივი საზღვრების დაცვას მოითხოვდნენ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი