მთავარი » ქრისტიანობა

“ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ჩვენ ერთმანეთის სიმძიმეს კი არ ვიტვირთავთ, არამედ ვამძიმებთ”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.01.2019 | 144 ნახვა

პატრიარქი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიღებაზე, რომელიც მისი დაბადების დღის აღსანიშნავად გაიმართა, შეკრებილ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და დალოცა.

„პავლე მოციქულს ასეთი სიტყვები აქვს დაწერილი: ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ და ასე აღასრულეთ სჯული ქრისტესი. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ჩვენ ერთმანეთის სიმძიმეს კი არ ვიტვირთავთ, არამედ ვამძიმებთ. დღევანდელი დღე და საღამო განსაკუთრებით არის ის საღამო, როცა თქვენ იტვირთეთ ჩემი სიმძიმე. მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისათვის. 41 წელია მე ვემსახურები საქართველოს ეკლესიას და ვმადლობ უფალს და გმადლობთ თქვენ, ღვთის წყალობა და თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო, ეს შეუძლებელი იქნებოდა. ჯვარი გეწეროთ“, – განაცხადა პატრიარქმა.

საქართველოს პატრიარქი 4 იანვარს 86 წლის გახდა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.