მთავარი » სხვადასხვა

ხრიდოლი – ქართული ბრძოლის ხელოვნება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.05.2010 8 კომენტარი | 10,510 ნახვა

ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია“ვინც ამიტირებს სამშობლოს მგელივით შავეტანები!” – ასეთი სულისკვეთება ქართველ მეომრებს ოდითგან მოსდევთ. ასწლეულების წინ საქართველოში უკვე არსებობდა საკმაოდ დახვეწილი საბრძოლო ხელოვნება. 1997 წელს აღსდგა ხელჩართული ბრძოლის ქართული სისტემა. საუკუნეების მანძილზე ქართველი მეომრები მტერს სწორედ ასეთი ილეთებით იგერიებდნენ. ქართული საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი სახეობაა ხრიდოლი, რომელშიც ქართველთა ისტორიაა ასახული, ჩვენ ხომ მუდმივად უპირატეს მდგომარეობაში მყოფ მტერთან გვიწევდა ბრძოლა.

ქართველი მეომრებისთვის დღესაც აუცილებელია ხრიდოლის საბრძოლო ხელოვნების შესწავლა, მამა-პაპური, დროით გამოცდილი უნარ-ჩვევების შესწავლა. ქართველი ჯარისკაცები ინტენსიურად ვარჯიშობენ და ეუფლებიან ხრიდოლის საბრძოლო ხელოვნებას. თითოეული ქართველი ქცევის ნორმებს და ცხოვრების წესს განსაზღვრავდა ერთგვარი მეომრული კოდექსი, რომელიც 365 წესს ითვლიდა. წესების რაოდენობა საქართველოში წმინდა გიორგის სახელზე აშენებული 365 მთავარი სალოცავის რაოდენობით იყო განსაზღვრული რადგან ქართველ მებრძოლთა მფარველად წმინდა გიორგი ითვლებოდა. თითოეული მეომარი წმნდა გიორგის ყმად იწოდებოდა.

ამ წესებით იყო განსაზღვრული ქართველის ქცევის ნორმები ბრძოლაში, შრომაში, სუფრასთან თუ სახლში ყოფნის დროს. განსაზღვრული იყო, როგორ დაეძინა, როგორ შეენახა იარაღი, განსაზღვრავდა უფროს-უმცროსობის, სტუმარ-მასპინძლობის, ქალთან, მამაკაცთან ქცევის ნორმებს. თითოეული წესი ქვეყნის გადარჩენისა და საბრძოლო მზადყოფნის შინაარსის მატარებელი იყო.

ხრიდოლიქართული საბრძოლო ხელოვნების უმდიდრესი კულტურის შექმნაში დიდი როლი ითამაშა საქართველოს სხვადასხვა კუთხეების მრავალფეროვნებამ და თავისებურებამ. საქართველოს თითოეულ კუთხეს გააჩნდა მისთვის დამახასიათებელი საბრძოლო ტრადიციები.

ხრიდოლი დღეს წარმოადგენს ქართული საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთ სახეობას. იოსებ გრიშაშვილის გადმოცემით, ხრიდოლი იყო შერკინების წესი, ერთგვარი დუელი, სადაც გამომწვევი თავს იყენებდა დაჩაგრულ მდგომარეობაში და ცალი ხელით ებრძოდა მეტოქეს.

ხრიდოლში გამომწვევი გამორჩეულ მებძოლს წამოადგენდა. ამ წესით ბრძოლა, ერთგვარი ოსტატობის დონის მაჩვენებელიც იყო , რადგან ხრიდოლის წესით მებრძოლს უნდა უნდა დაემარცხებინა უპირატეს მდგომარეობაში მყოფი მეტოქე და დამარცხების შემთხვევაშიც კი არ დაერღვია ხრიდოლის წესები.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა დალოცა კიდეც ქართველი ხრიდოლოსნები: “იბრძოლეთ ჩვენი გმირი წინაპრების მსგავსად, რათა თქვენს საკუთარ თავში და თქვენს გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო! დღეს ეგ ომია თქვენი დიდგორი, თქვენი ბასიანი!”

1980 წელს ნუკრი მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ქართველ მებრძოლთა ჯგუფი “იბერიელი მგლები”, რომლის მიზანი იყო ქართველთა მხედრული ტრადიციების აღორძინება.

დღეისთვის თბილისის მასშტაბით არაერთი ახალგაზრდაა ჩაბმული სპორტის ამ სახეობაში და ცდილობენ ეროვნული ფასეულობები გადასცენ მომავალ თაობას. ხრიდოლის ფედერაციის მიზანია თითოეულ ქართველს ცხოვრების წესად ექცეს წინაპართა სამამაცო ზნე.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

8 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი