მთავარი » ქრისტიანობა

სოფ.ხოვლეს მაცხოვრის სახელობის ეკლესია – კასპის მუნიციპალიტეტი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.04.2018 | 387 ნახვა

 სოფ.ხოვლეს მაცხოვრის სახელობის ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის, სოფ. ხოვლეში მდებარე მაცხოვრის სახელობის ეკლესიას 2018 წლის 16 თებერვალს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. დარბაზული ნაგებობაა. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდაა, რომელიც მხრითაა დარბაზისგან გამოყოფილი. აბსიდის ღერძზე სარკმელია გაჭრილი, რომლის წირთხლები გარეთკენ ვიწროვდება. საკურთხევლის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში იატაკიდან ოდნავ მოცილებული მაღალი და ღრმა ცილინდრული ფორმის თაღოვანი ნიშებია.

გრძივი კედლების შუაში ორსაფეხურიანი პილასტრებია რომელთაც კამარის საბჯენი თაღი უნდა დაყრდნობოდა. შესაბამისად, პილასტრის ქვედა საფეხურიდან კედლის დეკორატიული თაღები უნდა შეკრულიყო. დასავლეთი კედლის კიდეებში ნახევარპილასტრები ყოფილა.

 სოფ.ხოვლეს მაცხოვრის სახელობის ეკლესია

მიუხედავად იმისა, რომ ძეგლი ძლიერ დაზიანებულია და ცუდადაა კონსერვირებული, მაინც აქვს შერჩენილი გარკვეული მახასიათებლები, რის გამოც შესაძლოა მისთვის ძეგლის სტატუსის განსაზღვრა: სიძველე, სარკმლისა და ნიშების ფორმები, პილასტრის ფორმა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.