მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

ხიდჩატეხილობა

ჟურნალისტი: | გამოქვეყნებულია: 11.09.20097 კომენტარი | 2,659 ნახვა

როგორ აღვზარდოთ თანამედროვე ბავშვი, რომ მტრად არ გვექცეს

ბავშვის აღზრდის საკითხში დედის როლი უმნიშვნელოვანესია. დედობა დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული, მშობელს ხშირად უწევს მრავალი პრობლემის გადაჭრა. მთავარია, როგორ გადავჭრით ამ პრობლემებს. შვილებისა და მშობლის ურთიერთობასა და მათ შორის არსებულ პრობლემებზე გვესაუბრება ვაკის ყოვლადწმინდა სამების დეკანოზი მამა გიორგი დორეული.

- დედების უმრავლესობას შვილებთან ურთიერთობა არ აქვთ, ხშირად შვილებიც მათთან ყოფნას კომპიუტერს ამჯობინებენ. სადამდე მიგვიყვანს ეს ტენდენცია და როგორ აისახება ის ბავშვის განვითარებაზე?

- ბავშვის აღზრდა ხელოვნებაა, რაც ნიშნავს მას ასწავლო სწორად აღიქვას და შეაფასოს ესა თუ ის მოვლენა, ქმედება, რათა მართებულად წარმართოს საკუთარი ცხოვრება. შედეგი ბავშვის კონკრეტულ ქცევაში აისახება. აღზრდის საკითხში უფროსებისა და განსაკუთრებით დედის როლი უმნიშვნელოვანესია. ყოველი ადამიანი პირველ აზრებს, მიდრეკილებებს, პირველ ლოცვას დედისგან სწავლობს. პიროვნული ღირსებებს დედა განაპირობებს. ბავშვში სიკეთე პირველ ყოვლისა, სიყვარულით დაივანება. როგორც მცენარეს სჭირდება სითბო და მზის სხივები, ასევე, ბავშვსაც სჭირდება მშობლის სიყვარული. ამასთან, როგორც მცენარეს სჭირდება დღის თბილი და გრილი, ზოგჯერ მკაცრი ღამის პირობები, ასევე, ბავშვთან ურთიერთობისასაც საჭიროა სიმკაცრე. აღზრდის პროცესი სათუთი, გააზრებული და თანმიმდევრული უნდა იყოს, ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.

აღზრდის პროცესი შეიძლება შევადაროთ გლეხისა და ვაზის ურთიერთობას. რამდენი ენერგია, შრომა, ცოდნა და სიყვარულია საჭირო, რომ მევენახემ ვაზის მოსავალი მიიღოს და მოწეულით გაიხაროს. დაუშვებელია, ძალადობრივად ჩანერგო ბავშვში ის რაც მისთვის შეუთავსებელია. სწორედ, ამ და სხვა ფაქტორების გაუთვალისწინებლობა განაპირობებს დღეს მშობელსა და შვილებს შორის არსებულ გაუცხოებას. დღეს ბავშვების ემოციურ სფეროს და დროის მნიშვნელოვან ნაწილს ტელევიზორი, კომპიუტერული თამაშები და სხვა სახის ვნებითი გართობები განაგებს, რომელიც გარკვეულწილად ძალადობრივი ხასიათისაა და იმდენად იმზიდველია, რომ მთლიანად გადაფარავს ბავშვის მოთხოვნილებებს.

კომპიუტერი- კომპიუტერი პრაქტიკული და დღევანდელ დღეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, მისი მოხმარება შეიძლება, როგორც სასიკეთოდ, ასევე, საზიანოდ. მრავალი საბავშვო თამაში, რომლითაც ბავშვები ადრე ერთობოდნენ, დღეს კომპიუტერულ ვერსიად არის ქცეული. თუ კი ამ თამაშებისათვის ფიზიკური დატვირთვა იყო საჭირო, აღარ არის საჭირო თავის შეწუხება. კომპიუტერი თავის თავად ახერხებს ყველაფერს. თუ კი ადრე მეგობარს ირჩევდი და მასთან ცოცხალი ურთიერთობებით ცდილობდი თამაშს, დღეს საუკეთესო მეგობრობას კომპიუტერი გიწევს. რა განაპირობებს ასეთ მიჯაჭვულობას?

- აზარტი, რომელიც ბავშვთა აზროვნებაში სულ უფრო დომინირებს და დამღუპველ შედეგებს იძლევა. ის სულს ვნებათა ასპარეზად აქცევს და ხშირ შემთხვევაში, გარემოსთან ურთიერთობის ერთადერთ საშუალებად იქცევა. აქედან გამომდინარე, ბავშვი უარყოფით ემოციას მშობელთან, ოჯახის სხვა წევრებთან გამოხატავენ, რაც შემდგომში ქცევის ნორმად იქცევა და ოჯახის წევრების მიმართ გაუცხოებისა და გაღიზიანების საწინდარი ხდება.
ამ პროცესის შეჩერება ისევ და ისევ გონივრული მიდგომით არის შესაძლებელი. პირველ ყოვლისა, პრევენციული ღონისძიებით, რაზეც ზემოთ ვისაუბრე. კომპიუტერული თამაშები რეალობიდან გაქცევის საშუალებაა, რაც დამანგრეველად მოქმედებს ბავშვზე. მნიშვნელოვანია, მშობელმა ბავშვში განავითაროს ჭეშმარიტი ფასეულობები, დაიცვას მცნებები და ეკლესიის ფრთის ქვეშ შეაფაროს თავი. თავად ეკლესიის სტრუქტურა და არსი თავისთავად ის ნავსაყუდელია, სადაც ადამიანი დაცულია ამქვეყნიური საცდურისაგან.

მართლმადიდებლურ ოჯახს მცირე ეკლესიას უწოდებენ. მასში ეკლესიის მსგავსად არსებობს ოჯახური იერარქია. მამა ემორჩილება ღმერთს, დედა მამას, შვილები კი მშობლებს. დღეს შვილებსა და მშობელს შორის ურთიერთობა მრავალწახნაგოვანია. დღევანდელმა ცხოვრებამ გაათანასწორა, ერთ სიმაღლეზე დააყენა შვილი და მშობელი. დაირღვა ოჯახური იერარქია.

დამკვიდრდა აზრი, რომ ბავშვი თვითგანვითარებადი პიროვნებაა, (ეს ნაწილობრივ სწორია, მაგრამ არასწორად იქნა ინტერპრეტირებული), რომელსაც აქვს საკუთარი უფლებები. ასეთი მიდგომით გაზრდილი ბავშვისთვის ყველაფერი ნებადართულია.

მართლმადიდებლობას აქვს საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული აღზრდის სისტემა, რომელიც ბავშვს თვითნებობის უფლებას არ აძლევს, რათა მის პიროვნებაში ეგოიზმი არ განვითარდეს. ბავშვმა ადრეულ ასაკში თუ არ ისწავლა “მინდაზე” უარის თქმა, დიდობაში მას ეს უბრალოდ აღარ გამოსდის. რომც მოინდომოს არ შეუძლია. ბავშვის ამგვარი აღზრდით ირღვევა ოჯახური იერარქია, შვილი პატივს აღარ სცემს მშობელს. ნებადართული და განებივრებული შვილი სულ ახალ სიამოვნებებს ეძებს. მის პიროვნებაში უფრო და უფრო ძლიერად მოქმედებს ვნებები, რომლებთან გამკლავებასაც ის არ არის მიჩვეული. მშობლები ნებსით თუ უნებლიედ, თავიანთი საქმით და სიტყვით შვილებს ავტორიტეტებსა და იდეალებს უქმნიან.

ამავე დროს გვხვდება ამის საპირისპირო ოჯახები, სადაც საკმაოდ ასაკ მიღწეულ შვილს ისევ მშობელი მართავს. ამ შემთხვევაში, ადგილი აქვს გადაჭარბებულ მზრუნველობას, რა დროსაც ადამიანის ინდივიდუალური განვითარება ფერხდება ან პირიქით, ხდება ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც დაუსრულებელი უსიამოვნებების სახეს იღებს.
ეკლესიური ოჯახები ქრისტეზე ცენტრირებულები არიან და სხვა ყველაფერი უკან იხევს.

- ხშირად მშობელს სამსახურის გამო დრო არ რჩება შვილისთვის, რაც ბავშვის სწორ ჩამოყალიბებას აფერხებს. როგორ შეიძლება ეს პრობლემა მოგვარდეს, სკოლის, ეკლესიისა და მშობლის როლი და ფუნქციები ამ შემთხვევაში როგორ ნაწილდება?

- ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანია მშობელი იყოს განსწავლული და შეიარაღებული ქრისტიანული სწავლებით. უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან ბავშვის აღზრდა და გაზრდა. ხშირ შემთხვევაში, მშობელი ძირითადად “გაზრდის” მეთოდით ხელმძღვანელობს და მხოლოდ კვებითა და ჩაცმა-დახურვით შემოიფარგლება. თანამედროვე დედა განსხვავდება ძირძველი ქართველი დედისგან, რომელიც სამშობლოს მეომრებსა და გმირებს უზრდიდა. დღეს დედების უმრავლესობა მსახურობს და სახლიდან არის გასული, შვილები ძირითადად “ძიძების”, ბებიების ანაბრად ან ყურადღების გარეშე არიან დარჩენილები. ის, რომ დედა ოჯახს მატერიალურად შეეწევა დასაძრახისი არაა. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ბავშვის აღზრდაში მონაწილეობა არა მარტო მშობელმა, სკოლამ და ეკლესიამაც ერთობლივად უნდა მიიღოს, ფუნქციების გადანაწილების გათვალისწინებით: მშობელი ბავშვის ფსიქოლოგიური პროფილის წყობას უყრის საფუძველს. საკუთარი ქცევის და მენტალობიდან გამომდინარე. ასწავლის, როგორც საკუთარ თავთან, ასევე, გარემოსთან ურთიერთობას. სკოლა ბავშვს ცოდნა-განათლებას და სამყაროს შეცნობის საშუალებას აზიარებს. ეკლესია სულიერი ჩამოყალიბების, პიროვნული ზრდის სკოლაა, სადაც ჭეშმარიტ ცოდნას იღებს და საშუალებას აძლევს ადამიანს გზა გაიკვლიოს აბობოქრებულ ოკეანეში უფლისკენ მიმავალ გზაზე.

ლიკა ალადაშვილი
თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება მედიაჰოლდინგ "ამბიონის" საავტორო უფლებები

7 კომენტარი »

  • მანანა says:

    არ არის პწკარი, ამ სტატიაში, რომელშიც მამა გიორგის არ დავეთანხმებოდი!
    მე 3 შვილის დედა ვარ და მინდა გითხრათ,რომ მოთხოვნილება, აზარტი, მიდრეკილება, იმ ყველაფრისაკენ რასაც ვირტუალური სამყარო აერთიანებს, უგონოდ დიდია. მაგრამ მინდა ისიც გითხრათ, რომ არანაირ კომპიუტერულ თამაშზე არ გაცვლის ჩემი 6 წლის შვილი, ჩემთან ერთად ხატვას, ძერწვას, თამაშს და ა.შ. უბრალოდ მთავარია მე მესმოდეს ამის მნიშვნელობა და მქონდეს ამის სურვილი …
    ანუ ყველაფერი ჩვენს ხელთაა!!!
    შეგვეწიოს დედა ღვთისმშობელი!!!

  • marika says:

    ალბათ,რომ არა დედა ღვთისმშობლის და უფლის შემწეობა,ვერც მე ვიტვირთავდი სამი შვილის აღზრდას. ნამდვილად ძნელია და ხანდახან ისე მიჭირს, როცა სამივეს ერთი და იგივე სათამაშო ან წიგნი უნდათ, ძლივს ვაღწევ შეთანხმებას(ნერვების დაძაბვის ფასადაც). რაც შეეხება კომპიუტერს, ბოლო დროს მეც ვამჩნევ, წიგნზე მეტად მას სწყალობენ და ვცდილობ,შევაჩერო მათი სწრაფვა.

  • გუჯა says:

    რელიგია ოპიუმია ხალხისთვისო, ამბობდა მარქსი და ლოგიკურად დააბეჯითა “წმ” სინოდმა, არადა არ მჯეროდა მარქსის …

  • აბელი says:

    მარქსიზმ-ლენინიზმი კარგად შეგისწავლია ყმაწვილო და რალიგიასაც ებრძვი… კომუნისტური პარტიის მისამართია: მოუსავლეთის ქუჩა N 666 მიდი იქ და სიამოვნებით მიგიღებენ.

  • მანანა says:

    ე,ვკითხულობ ასეთ სტატიებს და გული ამოვარდნას ლამობს….რატომ?მაპატიეტ ტუ ჰემ გულის ტკივილს ხმამაგლა ვიტყვი…ბედნიერობაა დედობა,და ბედნიერია ის დედა რომელიც ოჯახში პუსპუსიტ დაგლილი გვან ღამით დასასვენებლად ჰამომჯდარი საკუთარი ოჯახის,ქმარ-შვილის სუნტვით ტკბება…დიახ, ესაა დედის გულის ცემა…ასე ვიყავი მეც,სამსახურიდან დაბრუნებული დროს ვანაწილებდი…ვცდილობდი მეცხოვრა.და არ გამომრჩენოდა მათი არაფერი…მაგრამ ულმობელმა ყოფამ აგყარა ბუდეებიდან და ოჯახების გადასარჩენად ძუ მგლებივით ვეძებთ სარჩოს,ყოველდგიურ საარსებოს,რადგან აუტანელია შიმშილით შეწუხებული შვილის თვალებში ყურება…ახლა პრობლემა მე მგონი ასე გადმოხვეწილი მცჰობლები და შვილებია საქართველოსი…და ერმა ბერ უნდა ვიღონოტ რაღაც ამის გამოსასწორებლად…არა სიტყვებიტ არამედ საკმით,რადგან საზგვარს გამოშორებულმა ტკივილი დავიმატე არამარტო ჩემი არამედ მთელი საქართველოსი….გენოციდი .. ამაზე დიდი რაც ამ ბოლო წლებში დაატყდა თავს საქართველოს წარმოუდგენელია….მიტოვებული ოჯახებით,ბედის საძიებლად გადმოხვეწილი ახალგაზრდობის,რომლებიც არეული თუ შერეული ქორწინებით გვეკარგებიან….აი, ეს უნდა იყოს ახლა დაუღალავი მსჯელობის და ფიქრის,ბრძოლის თემა, რომ მინიმალური საარსებო საშუალება გაჩნდეს, რომ შეწყდეს ეს მიზან მიმართული გამოძევება ჩვენი ტანამემამულეების…თორე 10-15წლის შემდეგ გვიან იქნება თითზე კბენანი….მაპატიეტ დაგღალეთ მაგრამ ოჯახებში მყოფი დედები და მშობლები ნახავენ ურთიერთობის გზას…ტკივილი მთლიანად კომპიუტერების და ბებიების გაზრდილი თაობები ექცევა საქართველოს….ღმერთმა დაგლოცოთ!!!

  • მანანა says:

    ე,ვკითხულობ ასეთ სტატიებს და გული ამოვარდნას ლამობს….რატომ? მაპატიეტ ტუ ჰემ გულის ტკივილს ხმამაღლა ვიტყვი…ბედნიერობაა დედობა,..და ბედნიერია ის დედა, რომელიც ოჯახში ფუსფუსით დაღლილი გვიან ღამით დასასვენებლად ჩამომჯდარი საკუთარი ოჯახის,ქმარ-შვილის სუნთქვით ტკბება…დიახ, ესაა დედის გულის ცემა…ასე ვიყავი მეც,სამსახურიდან დაბრუნებული დროს ვანაწილებდი…ვცდილობდი მეცხოვრა.და არ გამომრჩენოდა ქმარ-შვილის არაფერი,..მაგრამ ულმობელმა ყოფამ აგვყარა ბუდეებიდან და ოჯახების გადასარჩენად ძუ მგლებივით ვეძებთ სარჩოს,ყოველდგიურ საარსებოს,რადგან აუტანელია შიმშილით შეწუხებული შვილის თვალებში ყურება,რომელიც გიფრთხილდება არ გეუბნება მშიაო,რაც გულს მეტად გიფლეთს დედას,ასეთმა მდგომარეობამ აქცია 80%ქართველობისა ემიგრანტად,თავზე დაგვექცა მამული და სიცოცხლის,შრომის უფლებაც წაიყოლა….ახლა პრობლემა მე მგონი ასე გადმოხვეწილი მშჰობლები და შვილებია საქართველოსი…და ერმა ბერმა უნდა ვიღონოთ რაღაც ამის გამოსასწორებლად…არა სიტყვებით, არამედ საქმით,რადგან საზღვარს გამოშორებულმა ტკივილი დავიმატე არამარტო ჩემი არამედ მთელი საქართველოსი….გენოციდი .. ამაზე დიდი რაც ამ ბოლო წლებში დაატყდა თავს საქართველოს წარმოუდგენელია….მიტოვებული ოჯახებით,ბედის საძიებლად გადმოხვეწილი ახალგაზრდობით,რომლებიც არეული თუ შერეული ქორწინებით გვეკარგებიან….აი, ეს უნდა იყოს ახლა დაუღალავი მსჯელობის და ფიქრის,ბრძოლის თემა, რომ მინიმალური საარსებო საშუალება გაჩნდეს, რომ შეწყდეს ეს მიზან მიმართული გამოძევება ჩვენი ტანამემამულეების…თორე 10-15წლის შემდეგ გვიან იქნება თითზე კბენანი….მაპატიეთ დაგღალეთ , მაგრამ ოჯახებში მყოფი შვილები და მშობლები ნახავენ ურთიერთობის გზას…ტკივილი მთლიანად კომპიუტერების და ბებიების გაზრდილი თაობები და უცხოეთში დაკარგული ჩვენი ახალგაზრდობა ექცევა საქართველოს….ღმერთმა დაგლოცოთ!!!

  • archili says:

    eeeeh, iman ra knas visac fulic aakvs materiluri xelshecyobac da araferi aklia, kmari shouobs da shemoakvs ojaxshi magram coli mainc tavneba da jiuti rom aris ar unda saxlshi dajdoma da bavshvebis gazrda, rkebit amtvrevs saxlis kars rom gavardes garet da imushaos, zalian mainteresebs ratom xdeba ase, ratom ambobs coli rom is saxlshi ver dajdeba da aucileblad unda iyos gasuli, xolo bavshvebi rogorc kveyana ise esenic zizam unda gazardoso,..martla marto fuli araa yvelaferi,..fulic makvs da kargi shemosavalic magram chemi coli mainc garet icevs da chemi shvili kidev zizastan izrdeba dilidan sagamomde,..etyoba rame nakli makvs magram ratom ver gamigia ramchirs,..rashia ssakme da ratom xdeba ase,…guli minatdeba rom gavigeb xolme kaci shoulobs da kali saxlshi bavshvebs zrdiso magram ra vkna rom chems ojaxshi kaci shoulobs, kalic shoulobs da gasulia da bavsshvs kide ziza zrdis,..vici rom ragac albat sisuste makvs magram es mxolod urcmunoebis bralia vpikrob, rcmenashic zalas ver davatan, da sagonebelshi var ravkna da rogor movbruno coli saxlisken,..magram jer ver mivagcie amas,..es aris gender balansi scoret amis momgoni rom gakres,…mirchiet rame,..locva minda magram arc locva gamomdis,..davjde saxlshi da me gavzardo bavshvi..? ar vici viknebi tuara martali me vijde da mere coli iyos gasuli, magra axla rom orive vart gasuli,..ravkna mirchieet,..madloba

დატოვეთ კომენტარი!

გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ აუცილებელი ველები.

"გაუფრთხილდი ენას: იგი ხშირად წარმოთქვამს იმას, რისი დაფარვაც უმჯობესი იქნებოდა," - წმ. ნილოს სინელი.