მთავარი » კულტურა

ხევსურული საღამო – მთის საჩუქარი ბარს (2012)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.06.2012 | 4,148 ნახვა

ხევსურული 26 ივნისს ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქ “მზიურში” ხევსურეთში ტრაგიკულად დაღუპული მომღერლის თეონა ქუმსიაშვილის სახელობის საღამო, სახელწოდებით “ხევსურული საღამო – მთის საჩუქარი ბარს” გაიმართა.

თუ თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ვერ მიდიან მთაში, მთა თავად მოდის მათთან! – სწორედ ეს მოწოდება გახლდათ ხევსურული საღამოს დევიზი.

ღონისძიებას თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე თადეოზი (იორამაშვილი) ესწრებოდა. მან ღონისძიების მონაწილეები და სტუმრები დალოცა.

“გილოცავთ ამ ბრწყინვალე საღამოს, დღესასწაულს. საქართველო უფლის საუფლოა და ეს ადგილიც არის შესაკრებელი ღმერთის საყვარელ შვილთა. მთისა და ბარის ერთიანი ზეიმი საწინდარია ყოველთა ქართველთა ერთობისა, როგორც მუდამ ნატრობს და გვლოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. მისმა ლოცვამ დაგლოცოთ და დაგიფაროთ ყოველმა წმიდანმა,”- აღნიშნა მეუფე თადეოზმა.

გორდელა

გელა დაიაური (მომღერალი): “ამ ღონისძიებაზე გამოსვლის შემდეგ მონაწილეები რაღაცნაირად გზას იკვლევენ საზოგადოებაში. მათ იმდენად ხალასი შემოქმედება ჩამოაქვთ, ბარის მაცხოვრებლები მათი კუთხეებითაც ინტერესდებიან. საღამო მთის ფოლკლორის პოპულარიზაციას ეძღვნება. ხდება მთის პრობლემების შეხსნება ჩვენი ქვეყნისთვის…”

კონცერტზე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთის რეგიონში მცხოვრებმა პოეტებმა, მომღერლებმა, მოცეკვავეებმა, ფოლკლორისტებმა. მონაწილეთა რაოდენობა წელს 50-ზე მეტი გახლდათ. საღამოს წარმოდგენილი იქნა საქართველოს მთიანეთისათვის დამახასიათებელი ხალხური რეწვის ნიმუშები.

სტუმრები საღამო ტურისტული კომპანია “თებულოტურისა” და ნატურალური მინერალური წყლის “სნოს” ორგანიზებით მოეწყო. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იყო. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, შატილში მშენებარე ეკლესიისთვის გაეღოთ გარკვეული შემოწირულობა, ბარისახოს სკოლის ბიბლიოთეკისთვის კი საჩუქრად წიგნები გადაეცათ.

შეგახსენებთ, 2007 წლიდან თბილისში, ბავშვთა ქალაქ “მზიურში”, ტრადიციულად, ყოველ 26 ივნისს ტარდება “ხევსურული საღამო – მთის საჩუქარი ბარს”, სადაც ხევსური მომღერლების, პოეტების, სახალხო მთქმელებისა და მოცეკვავეების გარდა საქართველოს მთის რეგიონის ყველა კუთხის წარმომადგენელი მონაწილებს.

ღონისძიების მიზანია, პოპულარიცაზია გაუწიოს მთის კულტურას, გააცნოს თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს მთის ფოლკლორი. ხელი შეუწყოს მთაში ტურიზმის განვითარებას.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი