მთავარი » კულტურა

ხევსურეთის კავკასიონზე ახალი მწვერვალი “ბაქსვუდი“ დაილაშქრა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.06.2018 ერთი კომენტარი | 243 ნახვა

მწვერვალი მასწავლებლების საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ, პროექტ “”Buckswood EduCamping””-ის ფარგლებში ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა – თბილისის 9 და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოს საჯარო სკოლის 2 მოსწავლე, სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, 26 ივნისს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, როშკისა და არხოტის გამყოფ მონაკვეთზე, ზღვის დონიდან 3365 მეტრზე აქამდე უსახელო მწვერვალი დალაშქრეს და სკოლა “ბაქსვუდის” სახელი მიანიჭეს, ახალი მწვერვალის გეოგრაფიული კოორდიანტებია: 42°35’44.3″N 44°52’19.9″E.

მწვერვალიპროექტის მიზანი ველზე სწავლების პროცესის დანერგვა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია წარმოადგენს. რომლის განმავლობაშიც მოსწავლეებმა შეისწავლეს ალპინისტური მარშრუტის დაგეგმვა და განხორცილების საკითხები, კარვის აწყობა, ტოპოგრაფიული რუკების კითხვა, GPS-ის, ალპინისტური აღჭურვილობის გამოყენება და სხვა მრავალი საინტერესო და ლაშქრობისათვის საჭირო უნარს შეიძინეს, ლაშქრობაში მეგზუროპბას უწევდა დუშეთის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განყოფილების სპეციალისტი, ალპინისტი, ბაბუა ალუდაური.

პროექტის ავტორის და ჯგუფის ლიდერის, ბაქსვუდის საზოგადოებრივ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის – ლიზი გადრანის ორგანიზებით, სასწავლო ექსპედიციებს მწვერვალ “ბაქსვუდის” მიმართულებით სისტემატიური სახე მიეცემა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • ლაზი says:

    კავკასიონის წაბილწვა კი უნდათ გულით, მაგრამ არაფერი გამოუვათ…
    ბაქსვუდი რა ჯანდაბაა? ეს უნად დაერქვას კავკასიონის მწვერვალს?
    საერთოდაც გადასახედია ამ სკოლის “სულისკვეთება”. არასწორი ქმედებაა და ვისაც რა მოეპრიანება კავკასიონის მწვერალებს ასე უპრაგონოდ არ უნდა დაარქვან სახელები და ესაა პირველ რიგში ჭეშმარიტი ქართველების გადასაწყვეტი და არა პოლუკროვკა ნახევარქართველებისა…

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.