მთავარი » საზოგადოება

ხელნაწერი ჰიპოკრატეს ფიცი ჩვენი დროის გმირებს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.05.2020 | 1,481 ნახვა

21-ე საუკუნის პანდემიამ, covid – 19-მა, საქართველოს გააცნო თანამედროვე გმირები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მზად არიან საკუთარი სიცოცხლის ფასად ადამიანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე იდგნენ. კალიგრაფმა, ნინი იკაშვილმა, ჩვენი დროის გმირებს – ექიმებს, საჩუქრად დაუმზადა მხატვრული კალიგრაფიით შესრულებული ჰიპოკრატეს ფიცი.

ნინი, მოგვიყევით იდეის შესახებ…

-ვფიქრობ, ექიმობა ყველაზე  ჰუმანური და საპასუხისმგებლო პროფესიაა. ამ ფიცის ზედმიწევნით შემსრულებლები კი დღეს სამედიცინო სფეროს თითოეული წარმომადგენელია, დაწყებული  ექიმიდან – ექთნამდე დამთავრებული. ჩემი წილი  პატივისცემა და მადლიერება კი –  ჩემი შემოქმედებით გამოვხატე. ჰიპოკრატეს ფიცი ვის თუ არა საქართველოს იმ საამაყო სამეულს, რომლებსაც თავიანთი სიცოცხლის ფასად უწევთ ჩვენი სიცოცხლის დაცვა. ესენია: ბ-ნ ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი; ბ-ნ პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე; ბ-ნ თენგიზ ცერცვაძე – თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი.

-ჰიპოკრატეს ფიცი ერთგვარი ბიბლიაა მედიცინაში, რომელიც ყველა ექიმს აქვს საჯაროდ დადებული საექიმო მოღვაწეობამდე. ღმერთთან დადებული აღთქმით იწყება და გრძელდება ჩამონათვალი ვალდებულებებით, რომლებსაც ექიმი თითოეული პაციენტის წინაშე მთელი თავისი პროფესიული მოღვაწეობის განმავლობაში აღასრულებს.

ექიმობა ხომ მუდმივი ბრძოლაა სიცოცხლისათვის ?!.

“ამბიონის” სახელით ჩვენს გმირ ექიმებს,მადლობას ვუხდით თავგანწირული შრომისა და ბრძოლისთვის, გამძლეობასა და მხნეობას ვუსურვებთ.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი