მთავარი » ჯანმრთელობა

ხახვის სასარგებლო თვისებები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.02.2016 | 7,774 ნახვა

ხახვი ხახვის ბოლქვები დიდი რაოდენობით შეიცავს ცილებს, ეთერზეთებს, უჯრედისს, კალციუმს, A პროვიტამინს, და B1, B2, PP, C ვიტამინებს. ხახვი გამოირჩევა ანტისეპტიკური, სადეზინფექციო და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით.

ხახვი იხმარება მწვავე რესპირატორული დაავადებების, ანგინის, ქრონიკული ტონზილიტის, ღვიძლის ფუნქციონირების გაუმჯობესებისათვის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ. ეფექტურია ხახვის გამოყენება საჭმლის მონელების დარღვევის, ქრონიკული შეკრულობისა და ნაწლავების ატონიის დროს.

ხახვის გამოყენება შეიძლება არა მხოლოდ სამკურნალოდ, არამედ სილამაზისთვისაც. ხახვი ამაგრებს ძვლებს, ფრჩხილებსა და კბილებს. მშრალი ხახვის კანის წყლიანი ნახარში გამოიყენება, როგორც ჭრილობის შესახორცებელი საშუალება, თმის გასამაგრებლად და ქერტლის საწინააღმდეგოდ.

ეფექტურია ხახვის გამოყენება გაციების დროს, რადგან ხახვი ზამთარში ამაღლებს იმუნიტეტს და ორგანიზმს უფრო ძლიერს ხდის. ამისათვის, გავხეხოთ სამი ცალი საშუალო ზომის ხახვი და მიღებული ხახვის ფაფის არომატი ათი წუთის განმავლობაში შევისუნთქოთ. სასარგებლოა ხახვის გამოყენება ინჰალაციისთვის. ამისათვის, ოთხ სუფრის კოვზ გვირილას დავასხათ ნახევარი ლიტრი წყალი და ვადუღოთ ხუთი წუთის განმავლობაში, მერე გავწუროთ. მიღებულ ცხელ ნაყენს ჩავუმატოთ ორი სუფრის კოვზი ხახვისა და ლიმონის ნარევი. შემდეგ შეგვიძლია თავზე პირსახოცი გადავიფაროთ და ჭურჭლიდან ამომავალი ორთქლი შევისუნთქოთ.

ხახვის ეფექტურად გამოყენება შესაძლებელია ფურუნკულის დროსაც. ამისათვის, შევურიოთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობის დაქუცმაცებული ხახვის ფურცელი და მრავალძარღვას ფოთლები (1:1), შემდეგ დავამატოთ თაფლი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ცომის კვერი დავიდოთ ფურუნკულზე (ან დიდი ხნის შეუხორცებელ ჭრილობაზე) და დავიმაგროთ ლეიკოპლასტირით. შეგვიძლია 1-2 დღე გაჩერება, შემდეგ კი კანი უნდა გავიწმინდოთ სპირტით.

უნდა აღინიშნოს, რომ მწვანე ხახვის ფოთლები უფრო მეტ ვიტამინს შეიცავს (კაროტინი და B ჯგუფის ვიტამინები), ვიდრე თავად ბოლქვი. მწვანე ხახვი შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც ვიტამინების ერთ-ერთი წყარო. 100 გრამი მწვანე ხახვი ადამიანისთვის C ვიტამინის დღიურ ნორმას შეიცავს.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

ანა ტყებუჩავა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი