მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

ხატწერა ყველაზე ელიტარული პროფესიაა სახვით ხელოვნებაში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.07.2010 3 კომენტარი | 6,168 ნახვა

ქრისტეს ხატიგიორგი ხოდელმა ხატწერა 2001 წლიდან დაიწყო. მისთვის ხატების წერა დიდი ბედნიერებაა. მისი აზრით, ხატწერა ყველაზე დიდი და ელიტარული პროფესიაა.

არის თუ არა საჭირო ხატის დაწერის წინ სპეციალური ლოცვა და რა განსხვავებაა ფერწერასა და ხატწერას შორის, ამასთან დაკავშირებით “ამბიონს” ხატმწერი – გიორგი ხოდელი ესაუბრა.

“დაახლოებით 8–9 წელია, რაც ხატებს ვწერ. მე ფერწერაზე ვსწავლობდი და თავიდანვე საეკლესიო ხელოვნებისადმი მქონდა ინტერესი. მარტო ხატწერისადმი არა, მინანქარიც გამიკეთებია. ყოველთვის მაინტერესებდა, რადგან ფერწერისაგან რადიკალურად განსხვავებულია ხატწერა.

რა განსხვავებაა, ფერწერასა და ხატწერას შორის?

ძალიან დიდი განსხვავება არის. ძირითადად ის, რომ ხატში გამოსახულება უფრო პირობითია და კონტურების სილამაზეს, სისუფთავეს ექცევა ყურადღება. ფერწერაში უფრო სივრცის გადმოცემს ცდილობენ. ხატი პირიქით, მლოცველისკენ არის მიმართული.

როდესაც ტაძარში სიარული დავიწყე, მაშინაც ვწერდი ხატებს, თუმცა ის არ იყო კანონიკური. უფრო ზეთში ვხატავდი და ეს იყო ასლები რუსული ხატებიდან.

შემდეგ, გლდანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიისთვის კანკელის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი დავწერე. აქედან მოყოლებული სხვების ინტერესიც წამოვიდა. რამოდენიმე შეკვეთაც მივიღე.

ხატის დაწერის წინ თუ არის ლოცვა აუცილებელი?

ხატის დაწერის წინ საკმაოდ ვრცელი სავედრებელი ლოცვა იკითხება. რათა უფალი შეგეწიოს ხატის დაწერისას. ხატმწერი აუცილებლად მორწმუნე უნდა იყოს და ეკლესიაში დადიოდეს. სხვანაირად ხატი არ გამოუვა.

ხატის დაწერისას მოძღვრის კურთხევა აუცილებელია?

როდესაც ხატის წერას ვიწყებდი, ჩემი მოძღვრისგან ლოცვა–კურთხევა ავიღე. თვითონაც მირჩევდა და როცა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვუთხარი, ძალიან გაეხარდა.

პირველი ხატი როდის დაწერეთ და რომელი?

პირველი ხატი 15–16 წლის წინ დავწერე. ეს იყო ივერიის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც საქართველოში არ არის, ის რუსეთშია. ცოტა რეალისტურია და ზეთში დავხატე.

ხატის შექმნას რა დრო სჭირდება?

სირთულეს გააჩნია. რამდენი ფიგურაა თვითონ ხატში, კომპოზიციაში… ზომასაც მნიშვნელობა აქვს. პატარა ხატი ორ დღეშიც დამიწერია. წმინდა ნიკოლოზის ხატზე 3 თვის განმავლობაში ვმუშაობდი (160სმ).

რას ნიშნავს იყო ხატმწერი?

ჩემთვის ხატწერა დიდი ბედნიერებაა. ვფიქრობ, ხატწერა ყველაზე ელიტარული პრიფესიაა სახვით ხელოვნებაში.
გვიამბეთ თქვენს მიერ შექმნილი იმ ხატის ისტორია, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენთვის.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როდესაც შიო მღვიმელის ხატი დავწერე ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიისთვის. მამა მაქსიმე ჭანტურიას რუსეთში აჩუქეს შიო მღვიმელის წმინდა ნაწილები, რომელის საქართველოში ჩამოაბრძანა და საჭირო იყო ხატის დაწერა, რომ ეს წმინდა ნაწილები ხატში მოგვეთავსებინა. შიო მღვიმელის ეს ხატი ამჟამად, ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარშია დაბრძანებული.

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი