მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

ხატწერა – ლოცვის განსაკუთრებული ფორმა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.01.2013 ერთი კომენტარი | 3,074 ნახვა

“ომის პერიოდში ბევრ რამეზე დავფიქრდი, განსაკუთრებით – რელიგიაზე…”

ბატონ ზვიად ნადირაშვილის მიერ შესრულებული ხატები დაბრძანებულია საქართველოს თითქმის ყველა ეპარქიაში, ყველაზე მეტი ხატი კი ბოდბის ეპარქიაშია. ზვიად ნადირაშვილი აგრეთვე, მისი ხატებია დასავლეთ ევროპის ეპარქიის მრავალ ტაძარში, ერთი ხატი ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტის საკუთრებაშია. დაახლოებით ოცამდე ხატია რუსეთში, ასევე, კერძო პირების მფლობელობაში. ბევრი ხატის ადგილმდებარეობაც უბრალოდ არ იცის. როცა მის ხატებს სხვადასხვა ტაძრებში აღმოაჩენს, მათი შექმნის ისტორიასაც შემდეგ იხსენებს ხოლმე.

თუ როგორ დაინტერესდა ხატწერით ზვიად ნადირაშვილი, “ამბიონს” თავად ესაუბრა:

“სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის ტექნიკურ კოლეჯში არქიტექტურის სპეციალობაზე განვაგრძე. 2 კურსი გავიარე, ძალიან მაინტერესებდა არქიტექტურა, მაგრამ ვფიქრობდი, ჩემთვის მისაღები საქმე მაინც ხატვა იყო. 1992 წელს დაიწყო აფხაზეთის ომი, რამაც ჩემს გეგმებში სერიოზული ცვლილებები შეიტანა. სწავლა შევწყვიტე და გადავწყვიტე სამხედრო მომზადება გვარდიის სპეცრაზმში. მთელი ომის პერიოდში ვმსახურობდი ერთ-ერთი სპეცდანიშნულების ბატალიონის შემადგენლობაში. ომის პერიოდი იყო ძალიან მძიმე და ემოციური. ალბათ, ამ სიტუაციის წყალობით დავფიქრდი ბევრ რამეზე, განსაკუთრებით – რელიგიაზე.

პირველი ნამუშევარი, დაახლოებით გელათის მოზაიკის მსგავსი ღვთისმშობლის ხატი, ომის პერიოდში შევასრულე. რა თქმა უნდა, ეს არ იყო დახვეწილი და სრულყოფილი ნაშრომი, რეპროდუქციით ვიხელმძღვანელე.

ომის დასრულების შემდეგ სწავლა სამხატვრო აკადემიაში ფერწერის რესტავრაციის ფაკულტეტზე გავაგრძელე. ძირითადი აქცენტი სწორედ საეკლესიო მხატვრობის შესწავლას დავუთმე. თამარ მეფე რეალურად ხატთან, ამ ძალიან საინტერესო და ამოუცნობ ფენომემთან შეხება დაიწყო აკადემიაში სწავლის პირველი კურსიდან. პირველ ხატს, სახელწოდებით იონა წინასწარმეტყველი, დღემდე ვინახავ. ეს იყო გააზრება და ათვისება იმ მეთოდებისა, რაც ახასიათებს ზოგადად საეკლესიო მხატვრობას. აქცენტს ვაკეთებდი ყოველთვის ქართულ ტრადიციებზე და ვცდილობდი, ზუსტად და სწორად ამომეცნო ის ფორმულა, რასაც ქართული ტრადიციული საეკლესიო მხატვრობა ჰქვია. თუ როგორ შევძელი ეს, დრო აჩვენებს. მაგრამ საეკლესიო მხატვრობა იმდენად დაუსრულებელი პროცესია, რომ ასეული წლები არ ეყოფა ჩაფიქრებული საქმის ბოლომდე მიყვანას.

ზოგადად, 90-იანი წლები ხელოვანებისათვის ძალიან აქტიური და საინტერესო გახლდათ. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, როდესაც ჩვენს მხედველობას რკინის ფარდა ჩამოეხსნა, ერთიანად დაიწყო ხელოვნების ყველა სფერომ აღმავლობა. განვითარდა მუსიკა, პოეზია, სახვითი ხელოვნება და რა თქმა უნდა, არც საეკლესიო ხელოვნება ჩამორჩა ამ პროგრესს. იყო რამდენიმე, ასე ვთქვათ, სამაგალითო ხატმწერი, რომლებსაც ვუსმენდით, ვაკვირდებოდით მათ ნამუშევრებს, ერთად ვაწყობდით გამოფენებს. თვე არ გავიდოდა, გამოფენა, კონფერენცია ან რაიმე მნიშვნელოვანი არ მოწყობილიყო ამ სფეროში. ჩემი თვალთახედვით, საეკლესიო ხელოვნებისთვის ეს პერიოდი ოქროს ხანა გახლდათ.

დღესაც ბევრი რამ კეთდება ამ სფეროში, მაგრამ ვფიქრობ, რაღაც პრობლემები გაჩნდა. შემიძლია ამ პრობლემებზეც ვისაუბრო, მაგრამ იმდენად კომპლექსური საკითხია, მასზე ლაპარაკი ძალიან შორს წაგვიყვანს.“

როგორ ქმნით ხატს და რამდენად ადვილია გადმოსცე წმიდანის სახე?

ხატწერა ჩემთვის ლოცვის განსაკუთრებული ფორმაა. ვერ ვიტყვი, რომ ამ საქმეს დროის უდიდეს ნაწილს ვუთმობ. ეს არც არის სასურველი, რადგან ეს საქმიანობა დიდ სულიერ ძალას საჭიროებს. აუცილებელია ხშირი განტვირთვა და ენერგიის აღდგენა, მაცხოვარი თუმცა ვფიქრობ, ჩემი საქმიანობის ყველაზე პრიორიტეტული ნაწილი სწორედ საეკლესიო მხატვრობას ეკუთვნის. ეს შეიძლება არ გახლდეთ უშუალოდ მუშაობის პროცესი, მაგრამ იყოს ფიქრი, ანალიზი, ესკიზები, მსჯელობა…

ხატის შექმნას ვიწყებ დაფის მომზადებით. ვამზადებ ძირითადად ხისგან, ვგრუნტავ, ვასუფთავებ, შემდეგ ნახშირით ვხატავ ესკიზს, ბოლოს კი ამ ძალიან საინტერესო პროცესს ფერების შეზავებით ვაგრძელებ. ფერებს ძირითადად წინასწარი გააზრების გარეშე, უფრო ინსტინქტურად და სპონტანურად ვადებ დაფაზე. არ ვფიქრობ, რა ფერის მერე რა დავდო, ეს თავისთავად ხდება. ბოლოს კი დასრულებულ ხატს ლაქით ვფარავ, დავაბრძანებ სახელოსნოში სადმე მზერისთვის შესაფერის ადგილას და ვაკვირდები, ვაანალიზებ, ზოგი რამ მომწონს, ზოგსაც შემდეგისთვის ვითვალისწინებ.

ხატზე მუშაობას დილით ადრე ვიწყებ და საღამოს 6 საათზე ვამთავრებ, შემდეგ ვისვენებ. ამ დროს ძირითადად ვუსმენ მუსიკას, ასე გრძელდება მანამ, სანამ ხატი დასრულებულ სახეს არ მიიღებს.

რაც შეეხება წმიდანის სახის გადმოცემას, მგონია, რომ ხატის თითოეული დეტალი და თუნდაც, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ადგილი არის სახე. ანუ ყველა დეტალი ისე უნდა შესრულდეს, როგორც სახე. ხატში არ არსებობს მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი მომენტები, ყველაფერი ერთი მთლიანობაა. სახე უბრალოდ ამ მთლიანობის გვირგვინია. ეკლესიის კარი რა ემოციასაც გადმოსცემს სახე, იმასვე უნდა გადმოსცემდეს სამოსიცა და თუნდაც ფონიც. მაგალითისათვის ავიღოთ ჯვარცმა. წარმოიდგინეთ, რომ ქრისტეს ტანჯვას და ამ ძალიან საიდუმლო მოვლენას უნდა განიცდიდეს ჯვარიც, მოსასხამიც, ცაც, მიწაც და რა თქმა უნდა, მლოცველიც. ამ ყველაფერს კი, პირველ რიგში, უნდა გრძნობდეს ხატმწერი, რომ შესაბამისად გადასცეს მლოცველის გულს.

გარდა ხატწერისა, თქვენ სხვა ნივთებსაც ამზადებთ…

საეკლესიო მხატვრობის სახელოსნოს გარდა მაქვს ლითონისა და ხის სახელოსნოებიც. ვამზადებ ნივთებს, საწოლებს, მაგიდებს, წიგნის თაროებს, ტორშერებს, სანათებს, ჭაღებს… ვცდილობ, ჩემ მიერ დამზადებული ნივთები და ავეჯი რაღაცით დავუკავშირო ჩვენს ტრადიციას, რელიგიას და ამავე დროს, იყოს ძალიან თანამედროვე და მოდური.

ბოლო 2-3 წლის განმავლობაში გავაკეთე რკინის კარები ეკლესიებისთვის, სამრეკლოებისთვის, ეკლესიის სარკმლები და გისოსები. დიდი სურვილი მაქვს და ვმუშაობ ამ თემაზე, რომ ლითონისა და ხის ელემენტების კომბინაციით დავამზადო ანალოღია.

სანათი რამდენად აქტიურად მონაწილეობთ გამოფენებში?

პირველი გამოფენა 1994 წელს სამხატვრო აკადემიაში მოეწყო. შემდეგ იყო მცხეთის ისტორიის მუზეუმი, მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი. 3-ჯერ მქონდა გამოფენა ცისფერ გალერეაში პატრიარქისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში. ასევე, გალერეა ჰობიში, ქარვასლაში, სასულიერო აკადემიაში. სულ რამოდენიმე დღის წინ ჩემი ერთი ხატი სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრშიც იყო გამოფენილი.

ვფიქრობ, საეკლესიო მხატვრობას სჭირდება გაცილებით მეტი მხარდაჭერა და ხელშეწყობა, ვიდრე ეს დღეს აქვს. სასურველია, გამოფენები უფრო ხშირად მოეწყოს, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს საეკლესიო მხატვრობის ისეთი მიმართულებით განვითარების ხელშეწყობაზე, რაც მეტად წარმოაჩენს ჩვენსა და ქართული ხატების განსაკუთრებულობას.

დასასრულ, დიდ მადლობას გიხდით ყურადღებისათვის, გისურვებთ წარმატებებსა და ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთებას…

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • forebichi says:

    ძალიან საინტერსო მხატვრობა აქვს. ამოსავალი ქართული ფრესკაა, მაგრამ მეტად ინდივიდუალური გადაწყვეტებით. დღეისობით ფართო საზოგადოების მხრიდან ხატის გააზრება და საზოგადოდ მხატვრობის, მისი ხედვა, აღქმა მიღებული ტექნიკური გადაწყვეტილებების ძალზედ ნაკლებია. ძირითად ყურადრებას გამოსახულ სუბიექტზე ამახვილებენ, მეტ ნაკლებად მის საზოგადო სილამაზეზე. ხატის მხატვრულ ღირებულებით ნაკლებად ინტერესდებიან.სამწუხაროდ ასეთ შემოქმედებს მათი ცხოვრების დასრულების შემდეგ აფასებენ. იმედი მექნება აქტიურ ყურადრებას მივაქცევთ მათ და სათანადო ინტერესს გამოვიჩენთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.