მთავარი » სხვადასხვა

ხათუსა – ხეთების სამეფოს დედაქალაქი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.09.2013 11 კომენტარი | 13,878 ნახვა

ხათუსა (ხათუსას, ხატუშა, ხატუშაშ, თურქ. Hattuşაş) — ხეთების სამეფოს დედაქალაქი, მდებარეობს თანამედროვე თურქეთის სოფელ ბოღაზქოისთან, ცენტრალურ ანატოლიაში, მდინარე ბუდაქეზუს (ძველი ჰალისი) ნაპირებზე. ანკარიდან აღმოსავლეთით 145 კმ.-ის, საქართველოს საზღვრამდე – 777 კმ.-ის, ხოლო თბილისამდე 1140 კმ.-ის დაშორებით. აღმოაჩინეს 1834 წელს, გათხრები მიმდინარეობს 1906 წლიდან. ხათუსა, როგორც ქალაქი ცნობილია ძვ. წ. III ათასწლეულის II ნახევრიდან.

1986 წელს ხათუსას ნანგრევები შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

ხათუსა

როგორც გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი აღნიშნავს, ხეთების სამეფო დედაქალაქს მრავალი ტურისტი სტუმრობს, თუმცა, ქართველები – ძალიან იშვიათად. კაბადოკიისკენ მიმავალი ტურისტებისთვის, ხათუსას მონახულება დამატებით დროსა და ხარჯებთანაა დაკავშირებული. მნიშვნელოვანია, რომ ქართველებს ამ ადგილთან მჭიდრო კავშირი ჰქონდათ და ურიგო არ იქნება, თუ ამ ძეგლის შესახებ ინფორმაცია ხშირად გავრცელდება და ქართველები მის მონახულებას შეეცდებიან.

გიორგი დვალაშვილი (გეოგრაფი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი): „დღეისათვის ხათუსა ნანგრევებადაა შემორჩენილი. ეს ტერიტორია კარგი გეოგრაფიული მდებარეობით გამოირჩევა. იგი შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს და მოიცავს ძეგლებს, სადაც ხეთების რამდენიმე დასახლება იყო. აქ გვხვდება მეფეთა საცხოვრებლები, არის რამდენიმე გვირაბი, თაღოვანი ქვაყრილები, გალავანი, კარიბჭე, რომელიც ომიანობის დროს დამცავი ზღუდე იყო. ამ ტერიტორიაზე შემორჩენილია ძალიან დიდი და საინტერესო ქვევრები. ერთ ქვევრში ნაპოვნია ყურძნის ნარჩენებიც…. ხათუსაში საინტერესოა დაახლოებით 1მ. სიმაღლის ზურმუხტის ფერი ქვაც, რომელიც დასახლების ცენტრალურ ადგილში დგას და ეგვიპტის ფარაონის მიერ ქალაქ ხათუსას მმართველისთვისაა ნაჩუქარი.

ხეთები ხეთურ ან ნელისურ (ნეშური) ენაზე საუბრობდნენ. ეს ენა გამოიყენებოდა ჩვენს წ.აღ.-მდე დაახლოებით 1800 წლიდან არსებობს გარკვეული საბუთები იმის სასარგებლოდ, რომ ხეთურ და მის მონათესავე ენებზე ლაპარაკობდნენ ანატოლიასა და ჩრდილოეთ სირიაში კიდევ რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში; ანუ მას შემდეგ რაც ხეთების იმპერია დაინგრა და დაიწერა ბოლო ხეთური ლურსმული ტექსტი, კიდევ 400 წლის განმავლობაში, დაახლოებით, ჩვენს ერამდე 700 წლამდე.

ხეთური ენა არის ყველაზე ადრინდელი დოკუმენტირებული ინდო-ევროპული ენა, რომელიც ხელახლა აღმოაჩინეს საუკუნეზე ცოტა მეტი ხნის გასვლის შემდეგ იმ მომენტიდან, როცა ფორმულირებული იქნა პროტო-ინდო-ევროპული ჰიპოთეზა. სტრუქტურასა და ფონოლოგიაში გამოკვეთილი განსხვავებების გამო ზოგიერთი თანამედროვე ლინგვისტი, განსაკუთრებით, ედგარ ჰ. სტურტევანტი და უორენ კაუგილი, გვარწმუნებს, რომ იგი დაკლასიფიცირდეს, როგორც ინდო-ევროპული ენების და-ძმური ენა და არა როგორც მათი შთამომავალი ენა, რითაც, ფაქტობრივად, ყალიბდება ინდო-ხეთური ჰიპოთეზა. მრავალი მეცნიერი, მიუხედავად ამისა, აგრძელებს პროტო-ინდო-ევროპული ენის პირველადობის ტრადიციული მე-19 საუკუნის შეხედულებების ლობირებას და მიაჩნიათ, რომ ხეთურის უჩვეულო თვისებები ძირითადად მისი გვიანდელი ინოვაციების შედეგია.

ხეთების სამეფოს დედაქალაქი

“ხეთი” არის თანამედროვე სახელი, მას შემდეგ, რაც ხეთების სამეფო იდენტიფიცირებული იქნა ებრაულ ბიბლიაში მოხსენიებულ ხეთებთან. ხეთურ ადგილებში ნაპოვნ მრავალენოვან ტექსტებში ხეთურ ენაზე დაწერილ ტექსტებს წინ უძღვის ზმნიზედა ნესილი (ან ნასილი, ნისილი), ანუ “ნეშურ (ქანეშურ)” ენაზე დაწერილი”. ნეშა ანუ ქანეში იყო მნიშვნელოვანი ქალაქი, გიორგი დვალაშვილი ხათუსაში რომელიც ხეთური იმპერიის შექმნამდე არსებობდა. ერთ შემთხვევაში წარწერა არის ქანისუმნილი, “ქანეშის ხალხის [ენაზე]”. მიუხედავად იმისა, რომ ხეთების იმპერია შედგებოდა მრავალი სხვადასხვა ეთნიკური და ლინგვისტური წარმოშობის ხალხისაგან, ხეთური ენა გამოიყენებოდა მათი საერო წერილობითი ტექსტების უმრავლესობაში. ამ ტერმინის მიზანშეწონილობის შესახებ არსებობს მრავალი საკამათო არგუმენტისა და კონტრარგუმენტი, მაგრამ მაინც “ხეთური” რჩება ყველაზე ხშირად ხმარებულ ტერმინად ამ მიმართებაში, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ავტორი გვირჩევს ნესიტურის ან ნეშურის ხმარებას.

ქართულ და ქართველურ ენებში არსებული უძველესი ლექსიკური ფენის, ენობრივ-ფსიქოლოგიური მონაცემებისა და არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით პრაქართული და პროტოხეთური სტრუქტურების მსგავსება შემთხვევითი არ არის. ხეთების უძველესი დედაქალაქი ხათუსა ხომ ქართველურ ტომთა განსახლების არეალში მდებარეობდა და მეცნიერები არ გამორიცხავენ პროტოხეთური კულტურის ფორმირების საქმეში ქართველური ელემენტის მონიწილეობას. ახალხეთურ სახელმწიფოში პროტოხეთურ ღვთაებათა სახელების ნაცვლად თვით მისტერიათა აღწერილობაშიც კი შუმერული სახელწოდებები იჩენს თავს.

ქასქები, პონტოს მთებში, შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე მოსახლე ტომი, პირველად მოიხსენიება ძვ. წ. XVII საუკუნის ხეთურ წყაროებში. ეს ტომი პროტოხეთების, ანუ ხეთთა წინამორბედი კულტურის შემოქმედი ხათის ტომის მონათესავეა. პროტოხეთურად მთვარეს “ქაშქუ” ერქვა. ძვ. წ. XV საუკუნეში ქასქებს ხეთთა დედაქალაქი ხათუსა დაურბევიათ. საუკუნის შემდეგ ამ ტომს ხეთთა სახელოვანი მეფის, სუფილულუმას ძე – მურსილი II შებრძოლებია. საინტერესოა, რომ თვით სუფილულუმა ხელშეკრულებებში მოიხსენიება გამოთქმით “ჩემი მზე” (შევადაროთ ჩვენებურ გამოთქმას – “ჩემმა მზემ”).

ხათუსას ტერიტორია

ქასქების საზოგადოება სამხედრო დემოკრატიის პრინციპით ყოფილა მოწყობილი. ხეთები (ბერძნ. Χετταΐοι) — უძველესი ანატოლიელი ხალხი, რომლებიც ინდოევროპულ ენათა ოჯახის ანატოლურ განშტოებასთან მიკუთვნებულ ხეთურ ენაზე საუბრობდნენ და ხეთების სამეფო შექმნეს ძვ. წ. XVIII საუკუნეში ჩრდილო-ცენტრალური ანატოლიაში (ცენტრალური ანატოლიის პლატოზე). ხეთების იმპერიამ ძლიერების მწვერვალს ძვ. წ. XIV საუკუნეში მიაღწია და ამ დროისთვის მათ უკვე დაპყრობილი ჰქონდათ ანატოლიის დიდი ნაწილი, ჩრდილოდასავლეთი სირია ლიტანის მდინარემდე და ზემო მესოპოტამია (შუამდინარეთი). ძვ. წ. 1180 წლის შემდეგ იმპერია დაიშალა რამდენიმე დამოუკიდებელ სამთავროდ. ზოგიერთი მათგანი ძვ. წ. VIII საუკუნემდე შემორჩა.

ტერმინი „ხეთები“ წარმოებული ძველი აღთქმის სიტყვიდან „ხჲვ“ (חתי ხტჲ, ან בני-חת ბნჲ-ხტ, „ხეთის შვილები“ (ხეთი ქანაანის ძე იყო)). არქეოლოგებმა, რომლებმაც ანატოლიის ხეთების კულტურა XIX საუკუნეში აღმოაჩინეს, თავდაპირველად ისინი ამ ბიბლიურ ხეთებს მიაკუთვნეს. ამჟამად ეს ჰიპოთეზა კამათის საგანია.

ძვ. წ. II ათასწლეულში წინა აზიაში წარმოიქმნა სახელმწიფოები. ამ სახელმწიფოთა ხალხებმა შექმნეს ცივილიზაციათა კიდევ ერთი კერა. ამ პერიოდის დასაწყისში მცირე აზიაში ხეთების ათამდე ქალაქ-სახელმწიფო წარმოიშვა. ხათუსას გვირაბები თითოეულს მართავდა მეფე, რომლის უფლებებს ზღუდავდა დიდებულთა კრება.

სახელმწიფოები ერთმანეთს ებრძოდნენ პირველობისთვის. ძვ. წ. XVIII ს-ში გაიმარჯვა ქუსარის მმართველმა. მისმა მეფეებმა სხვა ქალაქ-სახელმწიფოები დაიმორჩილეს და შექმნეს ხეთების ერთიანი სამეფო. ხეთების მეფე ლაბარნამ დაიპყრო ჩრდილოეთი სირია და შორეული ბაბილონი. იგი ეგვიპტეშიც შეიჭრა. ხეთების სამეფო „ზღვიდან ზღვამდე“ (შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე) გადაიჭიმა. ხეთთა საბრძოლო წარმატებები ბევრად განაპირობა მათი ჯარის კარგმა ორგანიაზიამ და ცხენიანი საბრძოლო ეტლისა და რკინის იარაღის გამოყენებამ.

ძვ. წ. XV საუკუნეში დაპყრობილ ხალხთა აჯანყებებმა და ჯარის არაერთგზის დამარცხებამ ხეთების სამეფო დაასუსტა. გაძლიერებულმა ეგვიპტემ კი ის სირიიდან მთლიანად განდევნა. ძვ. წ. XIV საუკუნეში ხეთები კვლავ გაძლიერდნენ. მათ ჯერ მცირე აზიაში დაიბრუნეს ძველი სამფლობელოები, შემდეგ კი ეგვიპტესთან სირიისთვის ბრძოლა შეთანხმებით დაამთავრეს. ამ შეთანხმების თანახმად, ხეთები ჩრდილოეთ სირიაში, ეგვიპტელები კი — სამხრეთ სირიაში გაბატონდნენ.

შავი ზღვის სამხრეთით, ხეთების ჩრდილოეთით ქართველური წარმოშობის ტომები ცხოვრობდნენ. აქ ჩაისახა და მოგვიანებით ჩამოყალიბდა მათი პირველი გაერთიანებები – დიაოხი და კოლხა. ხეთებთან რვასაუკუნოვანმა სიახლოვემ ერთგვარი კვალი ქართული ენის განვითარებასაც დაამჩნია.

ხათუსას კედელი

ხეთების ყოველ ტომსა თუ დასახლებას საკუთარი ღვთაება ჰყავდა, ამიტომ მათ სამეფოს ხშირად „ათასი ღვთაების ქვეყნად“ მოიხსენიებენ.

ძვ. წ. 1200 წელს უკვე საკმაოდ დასუსტებული ხეთების სამეფო ეგეოსის ზღვის სამხრეთიდან დაძრულმა „ზღვის ხალხებმა“ გაანადგურეს მუშქები (მუშქა//მუშქი), მოსხები (მოსოხი//მეშეხი), მესხიკეს მცხოვრებლები – სამეცნიერო ლიტერატურაში საყოველთაოდაა გაზიარებული, რომ ძვ.წ. XII-VII საუკუნეების ასურულ ლურსმულ წყაროებში მოხსენიებული მუშქები, ბიბლიური მოსოქ-//მოსოხ-მეშეხ- სახელწოდებები ბერძნულ-რომაული ტექსტების მოსოხები, ძვ. .წ. IV საუკუნეში არსებული სახელმწიფო მესხიკე – (მოსხების) მესხების ქვეყანა, ხათუსა ქართლის ცხოვრების არიან ქართლი და ქართველთა თანამედროვე ტერმინი მესხეთი ერთმანეთთან ფორმობლივად თუ სემანტიკურ-ტერიტორიულად დაკავშირებული ტერმინებია.

საყურადღებოა, რომ ხეთების გავლენა შეინიშნება კაპადოკიაშიც. არსებობს მოსაზრება, რომ კაპადოკიაში კლდეში ნაკვეთი რამდენიმე თავშესაფარი (საუბარია ადრექრისტიანულ ძეგლებზე) და ის უზარმაზარი მიწისქვეშა ქალაქები, რომელიც 40-მდეა კაპადოკიის ტერიტორიაზე, ხეთების მიერაა გაკეთებულია. ამასთან, კაბადოკიის ცენტრიდან ხათუსამდე 180 კმ.-ია.“

გიორგი დვალაშვილის თქმით, ხათუსას ნანგრევების ტერიტორიაზე მრავალი საინტერესო ტურისტული ობიექტია შემორჩენილი და საფეხმავლო მარშრუტით ხეთების სამეფოს დედაქალაქის შემოვლას მთელი დღე სჭირდება.

თეონა ნოზაძე

სტატიაში გამოქვეყნებული ფოტომასალა ეკუთვნის გიორგი დვალაშვილს


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

11 კომენტარი »

  • ანი says:

    ძალიან საინტერსო და კარგისტატიაა!

  • zviadi says:

    ხათების და არა ხეთების(!) ხეთები გვიან მოსული ინდო-ევროპელი ტომი იყვნენ ვინც ვაჭრობით მიაღწია წარმატებას და ისე გაძლიერდნენ რომ მთლიანად დაეპატრონნენ ხათების სამეფოს და მათი სახელიც მიითვისეს.

  • bes khurtsi says:

    ხათების ანუ პროტო-ხეთების ქართულ ეთნოსსთან ნათესაობა ენობრივი მონაცემებით ვერ დასტურდება. ხათური ხეთურ-ნესიტურის მსგავსად მკვდარი ენაა. თუმცა მცირე აზიის აღმოსავლეთ პერიფერიებზე მცხოვრებმა ქართულმა ტომებმა ზოგიერთი რამ შეითვისეს მეზობელი ხეთურ-მცირეაზიური სამყაროდან. ეს საკითხი თავის დროზე შესწავლილია გ.მელიქიშვილის, თ.მიქელაძის, გრ.გიორგაძისა და სხვა ისტორიკოსების შრომებში.

    • გიორგი says:

      გენეტიკური მონაცემებით დასტურდება რომ : ანატოლიაში ინდოევროპელი ხალხი მოხვდა ირანის ან კავკასიის გავლით. ისინი იმ ხალხების ჩანომავლები არიან რომლებიც ადრე , დაახლ.10 000 – 9 000 წლის წინათ ალტაის და მისი მიმდებარე ტერიტორიაზე მამონტებზე და ბიზონებზე ნადირობდნენ . შემდეგ კი დასავლეთისაკენ გადადგილდნენ და გაიყვნენ ორ ნაწილად : R1a და R1b ჰაპლოჯგუფების მატარებელ ხალხებად. R1a ჩრდილოეთში დარჩა და სკვით-სარმატების( ირანელი ხალხების ), ასევე ბალტიის ხალხების, გერმანელების და სლავების ჩამოყალიბებაში მიიღო მონაწილეობა . ისინი არიან ე.წ. “არიელები” , რომლებიც შემდეგ ინდოეთშიც შეიჭრნენ . R1b კი გაიყო 3 ნაწილად: R1b1a მოხვდა ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში , რამდენიმე ათასი წელი იქ ცხოვრების შემდეგ ისინი დაიძრენ ევროპისაკენ და შუა ევროპაში ჩამოაყალიბეს უნიტეცის კულტურა, ისინი იყვნენ საერთო წინაპრები ინდოევროპული ხალხების:კელტების და იტალო-რომანული ხალხების , R1b1b ,როგორც ავღნიშნეთ ანატოლიაში და წინა აზიაში მოხვდა: ნესიტების, ლუვიელების,ფალაელების, ლულუბების სახით , ხოლო R1b1с კი მოხვდა აფრიკაში , ეგვიპტის და სუდანის გავლით ისინი მოხვდნენ ამჟამინდელი ჩადისა და კამერუნის ტერიტორიაზე და დღესაც იქ ცხოვრობენ. ისინი სახის ნაკვთებით და თავის ქალის ფორმით მკვეთრად განსხვავდებიან დანარჩენი აფრიკელებიდსაგან …… ამჟამინდელ სომხებში R1b1b ჩამომავლები 28 % -ია , ხოლო ქართველებში კი 15 % ……………………

  • ი კა says:

    ჯერ ვერავინ დაამტკიცა რომ ხათები იყვნენ ინდო-ევროპელები მეცნიერული აზრი ერთიოანი არ არის მათი ენა ქართულ ენას რაღაცით ენათესავება

  • tamara says:

    Iqneb mesxuri tomebis shesaxebac dawvrilebit gesaubrat.vin Arian.mati vdapirveli da shemdgomi gansaxlebis a reali.vin iyo mati etnarqi.namdvilad iyvnen tu ara indoevropelebi

    .

  • tamara says:

    Bevrgan
    weria magram dawvrilebiti da amomwuravi informacia arsad shemxvedria

  • ცირა says:

    მიხარია, რომ ეს ადგილები მოვინახულე

  • dvalageo says:

    ხეთების ანუ ხათების შესახებ, ამჯერად ზოგად გეოგრაფიულად და ტურისტული შეფასებით შემოვიფარგლეთ (კომპეტენციის ფარგლებში).

  • Tamazi says:

    ერთი იქნებ ვინმემ მეცნიერულად დამისაბუთოს და ამიხსნას რას ნიშნავს ქართველური ტომები-ვინ დაადგინა?. ერთნი(ქართველი მეცნიერები ამტკიცებენ),რომ სიტყვა ქართველური ქართლიდან მომდინარეობს, ბატონი ტ. ფუტკარაძე კი ამტკიცებს რომ 4-5 ათასი წლის წინ რაღაც ქართველური გაერთიანების არსებობა აბსურდია ვინაიდან ისტორიაში ქართველური ტომის ხსენებაც კი არ არის?ამიტომ ქართველიზაციის თეორია აბსურდულიაო. მეცნიერთა სხვა ნაწილი ამტკიცებს კოლხები ეგვიპტიდან მოსული ხალხიაო(ანთროპოლოგიურად როგორც აღწერს სტრაბონი) ისინი ყოფილან დაბლები,შავგვრემანი ხუჭუჭთმიანი ხალხი,რაც ქართველებთან ნათესაობას გამორიცხავს. იბერები ვინღა არიან? მართლა პირინეიდან მოსული ხალხია თუ როგორც ზოგიერთები ამტკიცებენ იბერი ებრაელს ნიშნავსო? თუ იბერები პირინეიდან მოსული ხალხია რა გვიხარია? მაშასადამე კავკასიის ავტოქტონები არ ვყოფილვართ! სიმართლე ვთქვათ, არ მინდა სომხების და რუსების დასაცინი გავხდეთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი