მთავარი » ქრისტიანობა

ხატთა თაყვანისცემისათვის

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.01.2024 | 197 ნახვა

ოქრონექტრად სახელდებული ღირსი იოანე დამასკელი ხატთა შესახებ ბრძანებს: „რადგან გვკიცხავენ იმის გამო, რომ თაყვანსვცემთ და პატივს მივაგებთ ჩვენი მაცხოვრის და ჩვენი დედოფლის, აგრეთვე დანარჩენ წმინდანთა და ქრისტეს მსახურთა ხატებს, ისმინონ მათ, რომ დასაბამიდან ღმერთმა საკუთარი ხატისებრ შექმნა ადამიანი. მართლაც, სხვა რის გამო ვცემთ თაყვანს ურთიერთს, თუ არა იმიტომ, რომ ღვთის ხატისებრ ვართ შექმნილნი? როგორც ამბობს ღმერთშემოსილი და საღვთოთა მხრივ ფრიად განსწავლული ბასილი – „ხატის პატივი პირველსახეზე გადადის“.

წმინდა ეკლესია ხატთა თაყვანისცემას გამორჩეული პატივით აღნიშნავს დიდი მარხვის პირველ კვირა დღეს, რომელსაც ასევე მართლმადიდებლობის ზეიმი ეწოდება. წმინდა გიორგი მთაწმინდელის ავტორობით ცნობილ „მარხვანში“ ვკითხულობთ:

„რომელთა-ესე გვიხილავს ბრწყინვალებაჲ საღმრთოჲ, მოვედით თაყვანის-ვსცეთ ფიცართა ზედა, გინა კედელთა, ანუ თუ სამღდელოთა ჭირჭელთა ზედა წერილთა ხატთა ქრისტეს და მშობელისა მისისა და ყოველთა წმიდათა მისთასა“.

„ამბორს-უყოთ სიხარულით წმიდათა მათ ხატთა და ყოველნი მგმობარნი მათნი შეჩვენებულ-ვყვნეთ, რამეთუ პატივი და დიდებაჲ ხატისაჲ, სიტყჳსა მისებრ წმიდისა ბასილისა, პირმშოჲსა მის სახისა მიმართ მიიწევის“.

„კრებამან წმიდამან მღდელთმოძღვართამან წმიდაჲ ეკლესიაჲ ღმრთივბრწყინვალე-ყო და თაყვანისსაცემელ ყვნა პატიოსანნი ხატნი ქრისტეს და დედისა მისისა და ყოველთა წმიდათა, რაჲთა ვიეთნი-იგი იყვნნენ, ჴსენებად მოვიდოდით და სიყვარულად მათდა აღვიძრნეთ და ესრეთ განვნათლდეთ მართლმადიდებელნი და ვჴმობდეთ: უფალო შეგჳწყალენ“

მოამზადა გიორგი მეტრეველმა
წყარო: საპატრიარქოს უწყებანი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი