მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

ხატმწერი – ნანა თოლომაშვილი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.04.2013 4 კომენტარი | 4,892 ნახვა

“შენს გაკეთებულ ჯვარსა და ხატზე რომ სხვა ილოცებს, ნახევარი მადლი შენზე გადმოდის”.

ღირსი მამა არქიმანდრიტი გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი.

ნანა თოლომაშვილის ფერწერული ხატები თუ მინანქარში შესრულებული ბიბლიური სიუჟეტები საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებენ. წმიდა ნინო
ქალბატონი ნანა 20 წელია ხატწერაში მუშაობს და ყოველთვის ცდილობს, შექმნას ქართული ხატები. ფიქრობს, თუ ადამიანი ხატის შექმნას გადაწყვეტს, ის ამ საქმეს სრულყოფილად უნდა ემსახუროს. “ამბიონი” ხატმწერს მისი შემოქმედების შესახებ ესაუბრა.

ნანა თოლომაშვილი: “1979 წელს სამხატვრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე განვაგრძე. 1996 წელს კი სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი დავასრულე.

1989 წლიდან ეკლესიური ცხოვრება დავიწყე. მოგეხსენებათ, მაშინ ეროვნული მოძრაობა იყო… ვიფიქრე, რა შემეძლო გამეკეთებინა ჩემი ქვეყნისთვის და ხატწერის საქმეს მოვკიდე ხელი. პირველად წმიდა გიორგის ცხენოსანი ხატის ასლი შევასრულე, შემდეგ მეტეხის ტაძრის წინამძღვარმა მაკურთხა წმიდა ნინოს ხატი დამეწერა. ხატწერით დაინტერესებაც ასე დაიწყო…

ამასთანავე, სამხატვრო აკადემიის დიპლომად, წყნეთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის სამხრეთი კედელი მოვხატე. იმ დროს იყო აზრთა სხვადასხვაობა, რომ ქალს არ შეეძლო, ტაძრის მოხატვა, მაგრამ ეს საქმე უწმიდესის კურთხევით შევასრულე. ტაძრის კედლის მოხატვა დიდ ფიზიკურ და სულიერ შრომად გულისხმობს და მით უმეტეს, ქალისთვის მძიმე დატვირთვაა.

1996 წელს საქართველოს ეკლესიის მიერ კანონიზირებულ იქნა წმიდანად წმიდა ნინოს მშობლები – ღირსი ზაბულონი და სოსანა. მეუფე დანიელის კურთხევით მათი ხატი დავწერე, რომელიც ამჟამად ფოკის დედათა მონასტერშია. ბოდბეში, წმიდა ნინოს საფლავზეა დაბრძანებული ჩემ მიერ დაწერილი წმიდა ნინოს ხატი ბოდბის სცენით, რომელიც დედა თეოდორას კურთხევით დავწერე. ასეთივე ხატი, პატარა ზომით სამების საკათედრო ტაძრისთვისაც შევქმენი.

წმიდა გიორგი

2003 წელს პარალელურად მუშაობა მინანქარზეც დავიწყე. ვთანამშრომლობ გალერეა “შარდენთან”. მათი ორგანიზებით ხშირად ვმონაწილეობ ჯგუფურ გამოფენებში. რამდენიმე ნამუშევარი წარმოვადგინე საერთაშორისო გამოფენებზე ესპანეთში, აშშ-ში, ისრაელში… სულიერად ნაკლებად, მაგრამ ფორმის მხრივ მინანქარზე დამოკიდებულება განსხვავებულია. ამჟამად ძველი აღთქმის ხატებზე ვმუშაობ.

მაქვს თექაზე მუშაობის გამოცდილებაც. 2 000 წელს მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ბეთლემის გამოქვაბულში წირვა აღავლინა, სადაც ჩემი თექის ხატები, კომპოზიცია “დეისუსი” დააბრძანა.

ნანახატწერაში მუშაობაში ძალიან დამეხმარა ეკლესიური ცხოვრება, გალობა… როგორც ყველა ხატმწერისთვის, ჩემთვისაც ხატწერა ლოცვის განსაკუთრებული ფორმაა. ოჯახთან ერთად ყოველდღე ვცდილობ ამ საქმისთვის დრო გამოვნახო და გული მწყდება, როცა ამას ვერ ვახერხებ.

20 წლის წინ რამდენიმე ხატმწერი ვიყავით, დღეს კი ეს სფერო მეტად განვითარდა. უწმიდესის კურთხევით, რამდენიმეგან ისწავლება ხატწერა და სასიხარულოა, რომ დღეს წამოვიდა ხატმწერთა ახალი თაობა, რომლებიც ძალიან კარგ ხატებს ქმნიან.”

ხატმწერ ნანა თოლომაშვილის ხატები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მრავალ ტაძარშია დაბრძანებული. ახლახან მან თბილისის 40 სებასტიელ მოწამეთა სახელობის ტაძრისთვის 40 მოწამის ხატი შექმნა. ის ყოველ ხატზე განსხვავებული განწყობითა და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობით მუშაობს.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი