მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

“ხატმწერს ხატის სიყვარული უნდა გააჩნდეს”…

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.04.2012 | 3,738 ნახვა

“თითოეული ჩემი ნამუშევარი პატრიარქის კურთხევის მადლია”…

ხატმწერი ქეთევან ყურაშვილი ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეებს ხატწერას ასწავლის. მისი თქმით, ახალგაზრდები იმდენად დაინტერესებულნი არიან ამ საქმით, რომ ხატწერას ძალიან მალე ითვისებენ. მაცხოვარი თავად ნიკოლაძის სასწავლებელში მიღებული განათლება დაეხმარა, სხვისთვისაც ესწავლებინა ეს სპეციალობა. ფიქრობს, რომ მთავარია მომავალი ხატმწერი ლოცვაში გაძლიერებული იყოს, დიდი სიყვარული და მოწიწება გააჩნდეს ხატისადმი, დანარჩენი უფლის ნებაა და არაფრის ათვისება აღარ გაუჭირდება.

“ამბიონს” თავად ხატმწერი ქეთევან ყურაშვილი ესაუბრა: “ხატვაზე ჯერ კიდევ ბაღის ასაკიდან ვიყავი შეყვარებული. მე-6 კლასში სამხატვრო სკოლაში შევედი, სადაც ხატვის საფუძვლებს ვეუფლებოდი. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ნიკოლაძეში გავაგრძელე. გამოცდის წინ დედა ნატალიამ, რომელიც ჩემი მამიდა გახლავთ, საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან დასალოცად მიმიყვანა. მაშინ მაკურთხა უწმიდესმა, ხატწერა მესწავლა. ისე მოხდა, რომ მართლაც ამ გზას დავადექი და დღეს თითოეული ჩემი ნამუშევარი პატრიარქის კურთხევის მადლია.”

როგორ იქმნება თითოეული ხატი?

ხატი აუცილებლად ლოცვითა და სიყვარულით უნდა დაიწეროს. უმაღლესი სასწავლებლის დასრულებიდან, ანუ უკვე 10 წელია ქართული ტრადიციული იკონოგრაფიით შესრულებულ მართლმადიდებლურ ხატებს ვქმნი.

გარდამოხსნა

დღემდე დაახლოებით 200-მდე ხატი მექნება დაწერილი და ვცდილობ, რასაც ხელს მოვკიდებ, მალევე დავასრულო. დღეს შვილი მყავს და ამ მხრივაც დაკავებული ვარ. სკოლიდან, სადაც ხატწერას ვასწავლი, როგორც კი ვბრუნდები სახლში, მუშაობას ვაგრძელებ.

დაბრკოლება და განსაცდელი ამ საქმეს მუდამ თან სდევს, მაგრამ ღვთის მადლით მის დაძლევას ვახერხებ. ჩემთვის რთულად შესასრულებელი გარდამოხსნის ხატის დაწერა გახლდათ, მაგრამ ამ სიძნელესაც ნაკლებად ვგრძნობ.

ღვთისმშობელი ეკლესიური ცხოვრების დახმარებით, პარალელურად ჩემი სულიერი ზრდაც ხდებოდა. დედა ნატალიას წყალობით, პატარაობიდანვე ხშირად მივდიოდი საპატრიარქოში და უწმიდესის დიდი დამსახურებაა, რომ შევძელი ხატწერაში მუშაობა.

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის გამოფენებში მონაწილეობა?

სტუდენტობის პერიოდიდან აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენაში. ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების ნამუშევრებთან ერთად სამების ახალგაზრდულ ცენტრში (გამოფენის მიმდინარეობა: 18-21 აპრილი, სამების ახალგაზრდული ცენტრი) წამოვადგინე ძირითადად სააღდგომო თემაზე შექმნილი ხატები. მათ შექმნაზე დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ვმუშაობდით. ძალიან სასიხარულოა, რომ მოვახერხეთ ჩვენი პერსონალური გამოფენის მოწყობა. დიდი პასუხისმგებლობაა, რომ სკოლის სახელით წარვსდგებით და ამავდროულად, სტიმულის მომცემიცაა.

შეგახსენებთ, ხატმწერი ქეთევან ყურაშვილი ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ხატწერას 2006 წლიდან ასწავლის.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი