მთავარი » ქრისტიანობა

ხატი – ხილული საიდუმლოება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.01.2016 ერთი კომენტარი | 7,169 ნახვა

დეკანოზი დავით დათუაშვილი (თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი): “ერთ-ერთი ხილული საიდუმლოება, მონიჭებული ღვთისაგან, არის ხატი.

ხატი უსულო საგანი არ გეგონოს. როდესაც ადამიანი რწმენით ლოცულობს წმიდა ხატთან, ესაუბრება თვით იმ წმიდანს, ვინც ხატზეა გამოსახული. და თუ ჭეშმარიტი რწმენითაა ეს ლოცვა აღვლენილი, იღება ზეცის ბჭენი და ხატიდან, როგორც ზეციური სარკმლიდან, გადმოედინება უხილავი მადლი ღვთისა, რომელსაც აუცილებლად შევიგრძნობთ.

ხატი

ამიტომ წმიდა ხატს უნდა მოვეფეროთ და მოვუაროთ ფაქიზად, როგორც ყველაზე ახლობელ და საყვარელ არსებას. ამ დროს ღვთის მოშიშებაც არ უნდა დაგვავიწყდეს. თუ ჩნდება სურვილი, ხატს ვემთხვიოთ ან შევეხოთ, ჯერ უნდა განვსაზღვროთ, იმ დღეს ჩვენ მიერ ჩადენილი ცოდვების გამო ღირსნი კი ვართ ამისა?

ხატის მთხვევის უფლება და სურვილი თუ გაქვს, გამოისახე პირჯვარი, ახსენე ის წმიდანი, რომელიც ხატზეა გამოსახული და შეევედრე შენი და ყოველი ადამიანის გადარჩენისათვის. მაგალითად:

“წმიდაო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის!”

და ყოველივე ამის შემდეგ ფრთხილად და ფაქიზად ემთხვიე ხატს კიდეზე.

არასოდეს თქვა: “ხატს წავიღებ, ხატს დავდებ, ხატს ავიღებ”, ყოველთვის მოიხსენე იგი, როგორც ცოცხალი არსება: “ხატს წავიყვან, ხატს ავიყვან, ხატს დავაბრძანებ”. და თუ შენს სახლში თუნდაც ერთი ხატია დაბრძანებული, იცოდე, რომ დაფარული ხარ ხილული და უხილავი მტრებისაგან. რა თქმა უნდა, თუ შენს სულსა და გულში რწმენა და სიყვარულია დავანებული.”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი