მთავარი » პოპულარული

ხატი “საქართველოს იმედი” ხვალ სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანდება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.12.2011 7 კომენტარი | 4,037 ნახვა

ხატი “საქართველოს იმედი” სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია ll -ის ლოცვა-კურთხევით სამი წლის განმავლობაში იქმნებოდა.

“საქართველოს იმედის” ხატზე გამოსახულნი არიან ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, მის მაღლა ყოვლადწმიდა სამება. ღვთისმშობლის გარშემო მთავარანგელოზები – მიქაელი და გაბრიელი, ანდრია პირველწოდებული და წმიდა გიორგი. მეორე მხარეს კი წმიდა ნიკოლოზი და წმიდა ნინო. ასევე, მოწამე და მეომარი ქართველები, სასულიერო პირები.

საქართველოს იმედის ხატი

“ღვთის მადლით შექმნილია ხატი, რომელსაც ჩვენ სამი წელი ვაკეთებდით. ეს არის დიდი ხატი, მსგავსი ხახულის ღვთისმშობლის ხატისა. მასზე 400-ზე მეტი წმიდანის პატარა ხატია მოთავსებული. შემკულია მინანქრისა და ოქროს ფირფიტებისაგან. ხატი სასწაულთმოქმედია,” – აღნიშნა უწმიდესმა (19.12.2011).

24 დეკემბერს დილის 11:00 საათზე საპატრიარქოს შენობიდან სიონის საკათედრო ტაძარში ხატის გადაბრძანებას უწმიდესი და უნეტარესი სამღვდელო და სამონაზვნო დასთან და მრევლთან ერთად წარუძღვება. მცირე პარაკლისის შემდეგ სიონის საკათედრო ტაძრიდან ხატი ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში გადაბრძანდება, სადაც პარაკლისი შესრულდება.

ლოცვით მსვლელობაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ 24 დეკემბერს, შაბათს 10:30 სთ-დან მიბრძანდნენ საპატრიარქოსთან.

ხატი გამორჩეულია სიდიადით, სირთულით და ის უძვირფასესია მსოფლიოს საგანძურში. ხატის შექმნის ისტორიაში თითოეულ ადამიანს შეეძლო მონაწილეობის მიღება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

7 კომენტარი »

  • მანანა ორბელიანი says:

    სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ ხატის შექმნას. ჩვენი ეპოქის საქართველომ ამით უდიდესი წვლილი შაეიტანა მსოფლიოს საგანძურში . შეიძლება ითქვას , რომ ამით მსოფლიო ხალხთა საგანძურში ინტეგრაციასაც ვახდენთ. ეს მარტო ისტორიული რელიგია და რწმენა არ არის. ეს ხალხის იმედია მომავალ მცოფლიოში საკუთარი ღირსეული ადგილის დასაკავებლად. ჩვენ ეს შევძელით….დიდება უფალს.
    მანანა ორბელიანი
    23.12.2011 წელი.
    ქ. თბილისი

  • ოთო says:

    დიდება უფალს!!!

  • ელისაბედი says:

    ვულოცავ ყელას საქართველოს იმედის შექმნას.იმედი და უფლის წყალობა არ მოკლებოდეს ჩვენს ქვეყანას.ამინ!

  • ნინო says:

    ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ დიდებულ დღეს. ღმერთო გააძლიერე და გაამთლიანე საქართველო და დაიფარე ჩვენი უწმინდესი…

  • გიორგი says:

    ცოდვა გამხელილი სჯობს, ეხლა შევიტყვე ამ საოცარი ხატის შესახებ, მართლაც რომ სასწაული ხატია, უფალმა ნუ მოგვიშალოს საქართველოს გადარჩენის იმედი,

  • მზაგული says:

    დიდებულია!დიდება უფალს!დაელოცოთ მარჯვენა მის შემქნელთ!

  • ნიკოლოზი(ნოდარი) says:

    ვულოცავ ყელა!
    დიდება უფალს!!!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი