მთავარი » დღესასწაულები

ხარება – სადღესასწაულო ქადაგება (07.04.2013)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.04.2013 3 კომენტარი | 3,490 ნახვა

7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ხარება ქადაგებით მიმართა გარდაბნისა და მარტყოფის მიტროპოლიტმა, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა.

მეუფე იაკობმა ხარების დღესასწაულის მნიშვნელობასა და ქალის დანიშნულებაზე იქადაგა.

“ქალის ძირითადი დანიშნულება დედობაა, ღვთისმშობლის მაგალითზე ვხედავთ, რომ უფალმა ქალი დიდი გონიერებით დააჯილდოვა. ქალი ყოველთვის მზად არის თავი გასწიროს და მზად არის დიდი გმირობისთვის. დღეს ქალებისთვის უდიდესი დღესასწაულია, ამიტომ განსაკუთრებულად ქალებს გილოცავთ. საქართველოს ისტორიაში ნებისმიერ ომში დიდი მსხვერპლი გვქონდა ხოლმე და მუდმივად ვხედავდით, რომ კაცების გასაკეთებელს ხშირად ქალები აკეთებდნენ და სამშობლოს ნამდვილ ვაჟკაცებს უზრდიდნენ. ჩვენ დიდი პატივი უნდა ვცეთ დედებს, ბებიებს, დებს, რადგან მათში ძალიან დიდი რამ არის, ისინი ჭკუით აღსავსე არიან და ეს ჭკუა უნდა მოახმარონ თავიანთ ოჯახსა და ქვეყანას… შევთხოვ უფალს, მამაკაცებსაც ჰქონოდეთ ისეთი მოსიყვარულე გული, როგორიც ქალებს აქვთ…”, – ბრძანა მეუფე იაკობმა.

მეუფემ ასევე ჯვრის თაყვანისცემის დღის შესახებ ისაუბრა, რომელიც წელს ხარების დღესასწაულს დაემთხვა.

“ჯვრის თაყვანისცემა მხოლოდ ჯვარზე მთხვევა არ არის, ჩვენი ჯვარი გოლგოთამდე ყველამ უნდა ვზიდოთ და სიხარულით ველოდოთ აღდგომის დღესასწაულს. ღმერთმა ინებოს ჩვენი ერის გაერთიანება და ღმერთმა ინებოს, რომ ყოველა მოქალაქემ იცხოვროს იმისთვის, რათა ადიდოს უფალი, ქვეყანა და მსოფლიო ცივილიზაციაში შევიდეთ ჩვენი საუკეთესო თვისებებით” ,– აღნიშნა მეუფე იაკობმა.

პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მრევლს შეახსენა, რომ ახლოვდება 9 აპრილი – დღე, რომელიც საქართველოს ისტორიაში მძიმე, მაგრამ ამავდროულად სიხარულის მომტანიც იყო. მეუფემ ისურვა, რომ 9 აპრილს დაღვრილმა სისხლმა ტყუილად არ ჩაიაროს და საქართველო ძლიერ ქვეყანად გადაიქცეს.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

  • tamuna says:

    მიყვარხარ მეუფეო!!!!

  • ნინო ძამაშვილი says:

    ქალის ძირითადი დანიშნულება ისაა რომ პირველ რიგში ნორმალური და სრულფასოვანი ქალი იყოს. დედებად არ იბადებიან არამედ ხდებიან. იმისათვის რომ დედა გახდეს ჯერ ქალად უნდა დაიბადოს და აღიზარდოს.თუ ქალი არ დაიბადა არც დედა იქნება! და მერე ისიც საკითხავია, როცა დედა გახდება, როგორი დედა გახდება, ეს კი სწორედ იმაზეა დამოკიდებული როგორი ქალია! თუ მნიშვნელოვანი მხოლოდ ის არის რომ დედის სტატუსი ”მოიპოვოს”მაშინ გაუმარჯოს იმ ”დედებს” რომლებიც შვილებს აჩენენ და ნაგავში ყრიან, გაუმარჯოს იმ დედებს რომლებიც ნაძირლებს, მკვლელებს ზრდიან, ვულოცავ ამ დედებს ხარების დღესასწაულს,ხარება მათთვის ყოფილა! ისინი ყოფილან უფლის რჩეულნი!

    • ლევანჩო says:

      ქ-ნო ნინო და ეს თქვენი კომენტარი და მისი პათოსი აქ რა შუაშია?
      თუ თქვენ მეუფის ქადაგების კომენტირებას ახდენთ, მეუფე სწორედ ზოგად კონტექსტში მაგას გულისხმობს, რომ ქალი თავისი არსით სიკეთისა და სამშობლოსათვის სრულფასოვანი შვილების აღზრდისათვისაა დასაფასებელი და არა კონკრეტიკით ვინ რა ცოდვა ჩაიდინა და ვინ რისი ღირსია.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი