მთავარი » ხატები და ფრესკები

ხარება – კიევში: მრთველი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.10.2016 ერთი კომენტარი | 1,007 ნახვა

ხარება - კიევში: მრთველი ხარება – კიევში: მრთველი
სოფიის ტაძარში, ორ სვეტზე, რომელთაც საკურთხევლის თაღი ეყრდნობა, შესანიშნავადაა შემონახული ღვთისმშობლის ხარების გამოსახულება. ეს ფრესკა კანკელზეა მოთავსებული. სამხრეთის სვეტზე გამოსახული მთავარანგელოზი გაბრიელი მიისწრაფვის ყოვლადწმინდა ქალწულისაკენ, მისი სახე ღვთისმშობლისკენაა მიმართული, მოსილია თეთრი ქიტონით, რომელსაც სამი წითელი ზონარი ანუ სათაური დაჰყვება, ზონარები მხრებზე და გვერდებზე ოქროს საფუხარებამდე ეცემა. მარცხენა ხელში მას წითელი შროშანი უჭირავს, ხოლო მარჯვენა – მაღლა აქვს აპყრობილი, თითქოსდა საკურთხებლად, თავის ირგვლის შარავანდედის წითელი ანაბეჭდია, ფეხზე – სანდლები, თავის გასწვრივ ბერძნულადაა წარწერილი – მთავარანგელოზი გაბრიელი, ხოლო შემდეგ მარჯვნიდან მარცხნივ არის ხარების სიტყვები: „გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანაა.“ ჩრდილოეთის სვეტზე ყოვლადწმინდა ქალწულია გამოსახული. მას მუქი იისფერი ქიტონი მოსავს, ამავე ფერის თავსაბურს ოქროს არშია ევლება და მისი ბოლო მარცხენა მუხლამდე სწვდება. ქიტონი წითელი, წვრილი ქამრითაა შეკრული. თავზე და მხრებზე ოქროს ჯვრებია. ხელებზე ოქროსავე საფუხარები, მაღლა აპყრობილ მარცხენა ხელში წითელი ნართის გორგალი უჭირავს, რომელიც მარჯვენა ხელში თითისტარიდან არის აჭიმული. წითელი ფეხთსამოსი ოქროს ბალთებითაა შეკრული. ღვთისმშობელი ოქროს მუქზოლებიან ფარდაგზე დგას, რომელიც გასწვრივ ჯვრის სახის ხაზებითაა მორთული.

თავის გარშემო გვირგვინი მოზაიკის ლურჯი ზოლებითაა მოვლებული. სახის სიმაღლეზე მარჯვენა მხარეს მონოგრამაა MP .θγ. მარცხენა მხარეს ბერძნული წარწერა, მონოგრამის მსგავსად შავი მოზაიკით შესრულებული: „აჰა მხევალი უფლისა, მეყავ მე სიტყვისაებრ შენისა“. ძველი საეკლესიო გადმოცემა ხარების სამგვარ გამოსახვას აღგვიწერს: პირველი, როდესაც წმინდა ქალწული ტაძრის კრეტსაბმელის ქსოვითაა დაკავებული. მეორე – როდესაც იგი წყალს იღებს ჭიდან და მესამე – ხარება – რომელიც სახარებაშია აღწერილი. ხარების ეს ფრესკა მოზაიკითაა შესრულებული და ატარებს სახელს: „მრთველი“.

წყარო: “ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია”, თბილისი, 2001 წ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ადამიანისათვის უმაღლეს ბედნიერებას სხვა ადამიანისთვის სიხარულის მინიჭება წარმოადგენს,"- ილია მეორე.