მთავარი » სხვადასხვა

ხანძთა ნელ-ნელა ინგრევა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.07.2010 2 კომენტარი | 4,338 ნახვა

ხანძთაალბათ, ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვინც თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ტაძრების ნახვისას გულდაწყვეტილი არ დარჩება. ქართული ტაძრები განადგურების გზაზეა…

ერთ-ერთი ხანძთის სამონასტრო კომპლექსია, რომელიც დღითიდღე კარგავს თავის იერსახეს.

ეს ძეგლი ძნელად მისადგომ კლდეზეა აგებული და თურქეთის საზღვრებში მოქცეულ ბევრ ქართულ ტაძრების მსგავსად გაქრობის პირასაა. თუ ხანძთის დღევანდელ მდგომარეობას წინა წლების ფოტოებს შევადარებთ, ამაში უფრო დავრწმუნდებით.

ხანძთის მონასტერი გრიგოლ ხანძთელმა მერვე საუკუნის ბოლოს დაახლოებით 782 წელს დააარსა. თავდაპირველად, ააგეს ხის ეკლესია, შემდეგ კი ადგილობრივი ფეოდალის გაბრიელ ლაფანჩულის დახმარებით დაიწყო ქვის ტაძრის მშენებლობა. ხანძთამ საბოლოო სახე მიიღო 918-941 წლებში.

გრიგოლ ხანძთელის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი – ხანძთა ქართული მწიგნობრობის მნიშვნელოვან კერად იქცა. გრიგოლ ხანძთელი იყო მის მიერ დაარსებულ მონასტრებში გაჩაღებული მრავალმხრივი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის სულისჩამდგმელი.

გრიგოლ ხანძთელმა ეს ადგილი ღმერთის კარნახით იხილა, აქ მარტოდმყოფი ბერი ხუედიოსი ცხოვრობდა. ბერმა გრიგოლს სთხოვა, მის გარდაცვალებამდე დაეცადა და მხოლოდ შემდეგ წამოეწყო აქ სამონასტრო მშენებლობა. გრიგოლი ასეც მოქცეულა, ორი წელი მან ოპიზაში დაჰყო, შემდეგ კი ოპიზელი ბერების მიერ მიცემული იარაღებით და დახმარებით შეუდგა უკვე საკუთარი მონასტრის მშენებლობას. მერჩულეს თანახმად, მათ საეკლესიოდ ადგილი დაავაკეს და პირველი ძელის, ხის ეკლესია ააშენეს. შემდეგ ძმათა სენაკები და ბოლოს – გრიგოლის საყუდელი და სატრაპეზო. მალევე, აშოტ კურაპალატის სიცოცხლეშივე, ეს ეკლესია შეცვალეს პირველი ქვის ეკლესიით, რომელიც ადგილობრივი დიდებულის გაბრიელ დაფანჩულის მატერიალური და მორალური შეწევნით აიგო. სამაგიეროდ, ხანძთა დაფანჩულთა საგვარეულო საძვალე უნდა გამხდარიყო, ხოლო დაფანჩულთა ოჯახის ხსენება ლოცვის დროს სამუდამო ვალდებულებად იქცა.

ხანძთის სამრეკლოხანძთის სამონასტრო კომპლექსში საკმაოდ ბევრი შენობის ნაშთია შემორჩენილი. რა თქმა უნდა, ბევრი მათგანი არაა გრიგოლისდროინდელი, მონასტერი XVI საუკუნემდე განაგრძობდა სიცოცხლეს და შესაბამისად განახლებას.

რაც შეეხება ყველაზე ადრეულ ნაგებობებს, გრიგოლისდროინდელად შეიძლება მივიჩნიოთ ქვის დიდი სატრაპეზო, რომელმაც ალბათ, პირველი ხის სატრაპეზო შეცვალა, გალავნის ნაწილი, ეკლესიის დასადგმელად ბაქანისათვის ამოყვანილი კედლის ქვედა ნაწილი, სატრაპეზოსთან არსებული სენაკების ნაშთები, ასევე, არქაული ფორმებით გამორჩეული და დიდი მასიური ქვის ლოდებით ნაგები პატარა დარბაზული ეკლესია წყაროს თავზე.

სამრეკლოების მშენებლობა საქართველოში XIII საუკუნიდან იწყება, ხანძთის სამრეკლო ერთ-ერთი ადრეულია და საკმაოდ კარგად შემორჩენილიც. აქ დაცულ წარწერაში მოხსენიებულია სამრეკლოს მაშენებელი მარკოზი.

ხანძთის მთავარი ეკლესია – მთავარმოწამის გიორგის სახელზე აგებული გუმბათიანი ტაძარია, რომლისადმი ინტერესი დღეს ძალიან დიდია; ის ერთ-ერთი ყველაზე სრულად დაფიქსირებული ქართული ძეგლია თურქეთის ტერიტორიაზე.

ხანძთის ეკლესია თვალნათლივ გვიჩვენებს კლარჯეთის არქიტექტურის განვითარების ახალ ეტაპს. ის წინამორბედია არა მხოლოდ ოპიზისა და დოლისყანისა, არამედ დავით კურაპალატის მიერ ტაოში აგებული დიდი ტაძრებისაც. ამასთან, ხანძთის ეკლესია მკაფიო ინდივიდუალურობით აღბეჭდილი ნაგებობაა, რომელიც ცოცხლად გვიხასიათებს მის “სიბრძნით სრულიად მაშენებელ” ხუროთმოძღვარს.

ქეთი ჭელიძე
თბილისი-ტაო-კლარჯეთი
10.07.2010


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • ნათია says:

    უსაზღვროდ გულდასაწყვეტია ჯერ ასეთი ტერიტორიის დაკარგვა და შემდეგ იმის გაგება რომ ასეთი საოცარი ტაძარი დანგრევის პირასაა. იმედი მაქვს რომ ღვთის შეწევნით გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც შეძლებენ ამ პროცესის შეჩერებას. ეს ხომ ჩვენი ისტორიაა, რითიც უსაზღვროდ ვამაყობ და მინდა იამაყოს ჩემმა შთამომავლობამ.

  • ბელა says:

    უსაზღვროდ გულდასაწყვეტია ჯერ ასეთი ტერიტორიის დაკარგვა და შემდეგ იმის გაგება რომ ასეთი საოცარი ტაძარი დანგრევის პირასაა. იმედი მაქვს რომ ღვთის შეწევნით გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც შეძლებენ ამ პროცესის შეჩერებას. ეს ხომ ჩვენი ისტორიაა, რითიც უსაზღვროდ ვამაყობ და მინდა იამაყოს ჩემმა შთამომავლობამ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი