მთავარი » ქრისტიანობა

ხალხური მედიცინა ვირუსისგან თავის დასაცავად

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.03.2020 | 7,962 ნახვა

კორონავირუსის (COVID – 19) გავრცელებამ პანიკური შიში გამოიწვია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გამონაკლისი ამ მხრივ არც ქართული საზოგადოება აღმოჩნდა. მას შემდეგ რაც ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა, ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა როგორც არამოწმუნე, ასევე მორწმუნე მრევლისთვის. ვრცელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, უსაფრთხოებისა და ვირუსისგან თავის დაცვის შესახებ. თუმცა, ყოველი ახალი შემთხვევის დადასტურებისას, ვირუსის გავრცელებისა და თითოეული ადამიანის დაუცველობის რისკი უფრო და უფრო იმატებს.

გაჩნდა უამრავი კითხვა ეკლესიის წინაშე ზიარებისა და ტაძრების დეზინფექციის მიმართულებით. ამ კითხვებზეც საქართველოს ეკლესიამ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების მიხედვით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები. აქტიურად მიმდინარეობს ტაძრების დეზინფექცია სადეზინფექციო ხსნარების საშუალებით. იწმინდება იატაკები, სკამები, კარის სახელურები, რაც შეეხება ხატებსა და სხვა სიწმინდეებს, მათ ისედაც ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე ასუფთავებენ სპირტნარევი ვარდის წყლით. რაც შეეხება ქრისტეს წმ. სისხლსა და ხორცთან ზიარების თემას. საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, ღვთისმსახურება ტაძრებში აღევლინება ჩვეული წესით, თუმცა დასაშვებად მიჩნეულია, ზიარების შემდგომ სასმელის (,,სიტკბოების“) მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით.

თბილისის წმ. მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დათუაშვილი მიიჩნევს, როდესაც ამ თემებზე ასე აქტიურად მსჯელობენ, ამ ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ პირადი ჰიგიენის დაცვა.

დეკანოზი დავით დათუაშვილი: „სისუფთავის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ადამიანმა უნდა იცოდეს და მშობლები უნდა იყვნენ შვილებისთვის მაგალითის მიმცემნი. ქრისტიანი ადამიანი არ უნდა მოდიოდეს ტაძარში მოუწესრიგებელი, არა მარტო ამ ვირუსის დროს, არამედ ყოველთვის ასე უნდა იყოს. ამ საკითხზე ხშირად ვქადაგებ და ჩემმა მრევლმა იცის, რამდენად მნიშვნელოვანია სისუფთავეზე ზრუნვა. როდესაც ხატს მივეახლებით, ჯვარს თაყვანს ვცემთ, თავადაც მოწესრიგებულნი უნდა ვიყოთ…

ჩვენი სპეციალისტები მოგვიწოდებენ და ვრცელდება რეკომენდაციები რა წესების დაცვაა საჭირო ვირუსის პრევენციის მიზნით. თუ ყველა დავემორჩილებით ამ წესებს და გამოვიჩენთ მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, დავიცავთ თვითიზოლაციისა და კარანტინის წესებს ეს ვირუსი მალე გაივლის…

ნუ ავყვებით პანიკას, შიშს, ნუ ჩავვარდებით სასოწარკვეთილებაში, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და რწმენა იმისა, რომ უფალი არ მიგვატოვებს. ვილოცოთ ერთმანეთისთვის!

გთხოვთ, ყველამ მიიღოთ ნაკურთხი წყალი, აკურთხოთ თქვენი სახლი, სამუშაო ადგილი და იმეორეთ „იესოს ლოცვა“ და „უფალო შემიწყალე“. უწმინდესობისა და უნეტარესობის თხოვნაა, ყოველმა მორწმუნემ ყოველდღიურად წაიკითხოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი, – ,,ზესთამბრძოლისა ჩემისათვის,“ რომელსაც არაერთგზის უხსნია ხალხი დიდი განსაცდელისგან.

ამასთან ერთად, ხალხურ მედიცინაში არსებობს იმუნიტეტის ასამაღლებელი, ანტისეპტიკური საშუალებები, რომლებიც ამ პირობებში გარკვეულ შეღავათებს მისცემს ადამიანებს.

შეგიძლიათ მოამზადოთ ევკალიპტის, პიტნის, გვირილისა და ფარსმანდუკის ნაყენი, შემდეგნაირად: ავიღებთ დასახელებულ, კარგად გაშრობილ მცენარეებს თანაბარი რაოდენობით. კარგად დავფშვნიტავთ და შეურევთ ერთმანეთში. ავიღებთ ერთ სუფრის კოვზ ნარევს, ერთ ჭიქაში ვყრით და ვასხავთ მდუღარეს წყალს. ჭიქას ვახურებთ თავსახურს და ვაცდით 20 წთ-ს, შემდეგ გადავიღებთ მარლის გამოყენებით სხვა ჭიქაში. თბილი დამზადებული ნაყენი მიიღეთ დღეში ერთხელ პროფილაქტიკის მიზნით. თუ ფიქრობთ რომ რაიმე ნიშნები გაქვთ, შეგიძლიათ დღეში ორ-სამჯერაც მიიღოთ.

ამასთან, სასურველია ნაყენის მიღების წინ წარმოვთქვათ ორი ლოცვა, – ,,მამაო ჩვენო“ და ,,ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ“ . შემდეგ მივიღოთ ჭამის წინ 15-20 წთ-ით ადრე.

მართლმადიდებელი ეკლესია გულმხურვალედ ლოცულობს კორონა ვირუსით დაავადებულთათვის და მათთვის, ვინც თავდაუზოგავად შრომობს დასნეულებულთა გამოსაჯანმრთელებლად. გისურვებთ სულიერ და ფიზიკურ სიჯანსაღეს. “




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი