მთავარი » ქრისტიანობა

ხალხური და არასახარებისეული ქრისტიანობა – ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ღვთის ნებაა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.01.2019 | 484 ნახვა

თამაზ ლომიძე დეკანოზი თამაზ ლომიძე: ესაა ხალხური და არასახარებისეული ქრისტიანობა, როცა ხშირად დაუფიქრებლად ვამბობთ: ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ღვთის ნებაა.

სახარება კი გვასწავლის, რომ შეიძლება ნებავდეს უფალს რაიმე, მაგრამ, მაინც არ აღსრულდეს ღვთის ნება.
როდის და ვისთან მიმართებაში ხდება ეს?

ლუკას სახარების მე-7 თავი გვასწავლის: იესო ეუბნებოდა იუდეველებს, რომ იოანე ნათლისმცემლის ნათლისღება ღვთისაგანაა და იოანეზე დიდი არავინ დაბადებულიყო ჯერ წინაწარმეტყველთა შორის. ამის მოსმენისას ბევრმა მებაჟემ და ცოდვილმა ირწმუნა ღმერთი, წავიდნენ და მოინათლნენ იოანეს ნათლისცემით. “ხოლო ფარისევლებმა და რჯულის მოძღვრებმა უგულებელჰყვეს (უარჰყვეს) ღმრთის ნება მათ მიმართ, და არ მოინათლნენ მისგან.” ე.ი. ღვთის ნება იყო, რომ ფარისევლებიც და რჯულისმოძღვრებიც მონათლულიყვნენ, მაგრამ, მათ არ ისურვეს და შესაბამისად არ მოხდა ისე, როგორც ნებავდა უფალს.

სახარება გვასწავლის, რომ ადამიანს შეუძლია უგულებელჰყოს ღვთის ნება საკუთარ თავთან მიმართებაში და ამით ავნოს და დაიღუპოს თავი, რამეთუ ჭეშმარიტად კარგი და სიკეთის მომტანი მხოლოდ ღვთის ნებაა.

ასე რომ, ნუ ვიტყვით ბრმად: “ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ღვთის ნებაა.” გავიაზროთ მტკიცედ, რომ ასე მხოლოდ მაშინ მოხდება თუ გვეცოდინება რა არის ღვთის ნება და მთელი სულით, გულით და გონებით მივიღებთ და ვირწმუნებთ მას.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.