მთავარი » ქრისტიანობა

წყევლის ძალა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.06.2011 23 კომენტარი | 12,168 ნახვა

სიტყვას უდიდესი ძალა აქვს. ის გარკვეულ ენერგეტიკას ატარებს და თითოეულ ნათქვამ სიტყვას დადებითი, ან უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია. სიტყვით შეიძლება ადამიანის განკურნება და პირიქით, მისთვის გულისტკენა, რაც ყველაზე რთულად მოშუშებადი ჭრილობაა.

წყევლასულხან–საბა ორბელიანის იგავში “ენით დაკოდილი” სწორედ სიტყვის ძალაზეა საუბარი. დათვს მეფის ცოლის ნათქვამი სიტყვით დაკოდილი გული ვეღარ გაუმთელდა, ნაჯახით მიყენებული ჭრილობისგან კი კვალიც აღარ დარჩა. მეიგავე დათვს ათქმევინებს: “- ეჰა, მეფეო, ენით მოკვდება კაცი, სხვით არა. უდღეოდ ენით მკვდარი ენამ ვეღარ აღადგინოს და აღარც ენით წყლულს ელხინოს. არაკად თქმულა: შენს იქით კაცის ისარის კვრა ბუხუას ცემას დაადარეო!”

ლოცვა არის სიტყვა, რომელიც ადამიანზე დადებით გავლენას ახდენს. მისი საწინააღმდეგოა წყევლა, რაც გარკვეული თხოვნაა და შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიიყვანოს არა მხოლოდ დაწყევლილი და მაწყევარი, არამედ მათი შთამომავლობაც.

ლოცვის დროს ადამიანი ისეთ ენერგეტიკას იღებს, რომ მის ფსიქიკაზე, სულსა და ფიზიკურ სხეულზე დადებითად მოქმედებს. წყევლა კი უარყოფითი ენერგეტიკისაა და თუ ადამიანი არ არის დაცული, რაც ეკლესიურ ცხოვრებას, მუდმივ ლოცვას, აღსარებასა და ზიარებას გულისხმობს, მასზე შეიძლება გავლენა მოახდინოს.

მამა დავით დათუაშილის თქმით, ეკლესიას აქვს განჩინება და კურთხევანში წერია სპეციალური ლოცვა, რომელიც იძლევა საშუალებას, წყევლისგან გათავისუფლდეს როგორც დაწყევლილი ადამიანი, ასევე მაწყევარიც, როცა მიხვდება, რომ წყევლით ცუდი რამ გააკეთა და მოინანიებს.

წყევლის ძალას შთამომავლობაც განიცდის, თუმცა მამა დავითის თქმით, ეს პასუხისგება არაა სხვის ცოდვაზე: “საქმე ის არის, რომ ჩვენ ამ საკითხს ისე არ უნდა მივუდგეთ, თითქოს შთამომავლობა პასუხს აგებს, ისჯება ამ ცოდვისთვის. ეს ასე არ გახლავთ, მაგრამ დაწყევლის გამო ზეგავლენა წუთისოფელში გადმოდის მომავალ თაობაზე. ანუ ჩვენ კი არ ვაგებთ პასუხს, არამედ ის ფიზიკური ზემოქმედება ჩვენზე გადმოდის”.

“ჩემს მრევლში არის ერთი ადამიანი, რომელმაც ეკლესიური ცხოვრება ასეთი შემთხვევით დაიწყო. მან მიამბო იმის შესახებ, რომ მის გვარში მამაკაცები 18 წლის ასაკს ვერ აღწევდნენ, ყველა იღუპებოდა. ამ საგვარეულოდან მამაკაცი თითქმის აღარ დარჩა. ეჭვი გამიჩნდა, ხომ არ ჰყავდა ისეთი პიროვნება წინაპრებში, რომელმაც ცოდვა ჩაიდინა და ამის გამო ვინმემ დაწყევლა?! ამ ქალბატონმა ძირეულად გამოიკითხა. აღმოჩნდა, რომ მის პაპას მოუკლავს 18 წლის მამაკაცი და მოკლულის მშობლებს ის საგვარეულო ხატზე დაუწყევლიათ, რომ მამაკაცს მათ გვარში 18 წლამდე არ მიეღწია. წყევლა ცუდია თავისთავად, მაგრამ ეს გამწარებული ადამიანის თხოვნა იყო და ახდა კიდეც. შეიკრიბა საგვარეულო, ჩავატარეთ დიდი პარაკლისი, ლოცვა წყევლის გახსნისა. მას შემდეგ 7 წელია გასული და მსგავსი რამ აღარ მომხდარა,” – გვიამბო მამა დავითმა.

ადამიანი ყველანაირად უნდა შეეცადოს, გადაეჩვიოს წყევლას. ცოდვების ჩამონათვალში წერია, რომ ეს ერთ–ერთი მომაკვდინებელი ცოდვაა. ამიტომ უნდა იფიქროს ამის შესახებ ყველამ და მადლობა ღმერთს, ეკლესიას აქვს ის მადლი და ძალა, რომ განაქარვოს წყევლის ძალა და ადამიანები გაათავისუფლოს მისი უარყოფითი ზემოქმედებისაგან.

ანა შეშაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

23 კომენტარი »

  • მარი says:

    რომელ ტაძარშია მამა დავით დათუაშვილი?

  • ლელა says:

    საინტერესო სტატიებისტთვის მადლობას გიხდით ასევე დიდი მადლობა მამა დავითს .

  • ლია says:

    დიდი მადლობა მამა დავიტს.მეც მაინტერესებს რომელ ეკლესიასჰია.საუბედუროდ მეც გამოვცადე ორივე მწყევლიდნენ მტელი ცხოვრება სჰინაური,და ალბატ გენეტიკურია,რაც ყველასე დზალიან მეზარებოდა,მე ვაკეტებ.საქმე ისაა,რომ არ მინდა დავიწყევლო მაგრამ ვიწყევლები.არ იფიქროტ მარტო სხვებს ვწყევლი,საკუტარ ტავსაც.უცნაურია,რომ როგორც კი დავიწყევლები სრულდება.აგჰსარებასჰიც ვტქვი,სჰევეცადე კიდეც,მაგრამ ტიტქმის უსჰედეგოდ.როგორც კი დავიწყევლები იმ წუტსჰივე გჰმერტს პატიებას ვტხოვ,დზალიამ მიწჰირს.ვიწყებ იმ წუტსჰივე ლოცვას მაგრამ მესჰინია,რომ უკვე გვიანაა.გჰმერტო სჰემინდე და დამეხმარე ამ ცჰვეულებისაგან ამინ.

  • დეკანოზი დავით დათუაშვილი მსახურობს გლდანის რაიონში, ლომისის წმიდა გიორგის ეკლესიაში. ის, ამავდროულად, ხელმძღვანელობს გლდანის რაიონში წმიდათა მთავარანგელოზთა დასის სახელობის მშენებარე ეკლესიას.

  • თეა says:

    მამაო დაგვლოცე…ჩემ მამიდაშვილებს ააქვთ ანალოგიური პრობლემა ოგონდ მათ ჯადო აქვტ გაკეტებული, 32წლამდე ვერცრტი ვერ აგწევს გვარიდან. თუ შეგიდზლიატ რამე გვირჩიოთ

  • სალომე says:

    ბებიაჩემი იწყევლება:( ძალიან მინდა რომ გადაეჩვიოს.. ერთხელ მომიყვა რომ მისი ბაბუა დაუწყევლია ვიგაცას.

  • სალომე says:

    სადაც ეხლა ვცხოვრობ,ამ სახლის წინა პატრონს დაუწყევვლია -არ გაეხაროთ აქ ვინც იცხოვრებს აწიო. და მართლაც რაც აქ ცხოვრობენ ჩემი ახლობლები ,არავის გაუხარებია და ბედნიერები ამ ოჯახში ერთხელაც არ ყოპილან. ძალიან ცუდი აურა აქვს ამ სახლს. ამჯამად ვინც არის სახლის პატრონი მას ვსტხოვე რომ აკურტხოს ეს სახლი და დამტანხმდა,მაგრამ ჯერ ვერ მოიცალა..არადა 10 წელია რაც აქ ცხოვრობენ ჩემი ახლობლები.

  • ნინო says:

    წყევლა ძალიან დიდი ცოდვაა,და ალბათ ვინც ხშირად იწყევლება არ იცის რომ ოდესმე მას მიუბრუნდება

  • qetevani says:

    orsuli qalis dawyevlam sheidzleba tu ara cud shedegamde migviyvanos

  • მარუსა says:

    დამლოცე მამაო გთხოვ მიუხედავად იმისა ვცდილობ, აღსარებაში ვამბობ,მინდა თავი ხელში ავიყვანო და არ დავიწყევლო, მაგრამ…. ვგრძნობ უკან მიბრუნდება, როცა მდგომარეობიდან გამოვდივარ უმართავი ვხდები ამ დროს……… მისჰველეთ გთხოვთ,ძალიან ვწუხვარ, მაპატიეტ.

  • თინიკო says:

    მეც ვიწყევლები ხოლმე.ვერ გადავეჩვიე.თანაც გურულად.საზღვარგარეთ ვმუშაობ და უფროსი ქალია და მისი ქალიშვილი.ორივე აუტანელია და უსამართლო.როცა მომიშლიან ნერვებს ,ვწყევლი თითქმის ყოველდღე.სხვა პერსპექტივა რომ მქონდეს ერთი წამი არ გავჩერდებოდი მაგათთან.,მაგრამ მეშინია ეს სამსახურიც რომ დავკარგო მშიერი დავრჩებით 9 სული ოჯახში.არადა დანახვა არ მინდა ორივესი და მეზიზღებიან.საშინელებაა ქალი უფროსი თანაც ორი ქალი.

  • nata says:

    მე ის მაინტერესებს წყევლისგან თავი როგორ დავიცვათ?

  • nino says:

    მე მითხრეს რომ საგვარეულო წყევლა მაქვს,ჩემს ცხოვრებაში ტანჯვის მეტი არაფერი ყოფილა,პრობლემა არ არსებობს მე რო არ მქონდეს.თანაც ეკლესიური ცხოვრებით ვცხოვრობდი,ვეზიარებოდი,გვარის დალოცვასაც დავესწარი რუისში 2 ჯერ,არაფერი მე არ მშველის.რაგა გავაკეთო მირჩიეთ,ნუთუ ასეთი საშინელი ძალა აქვს???მარა საშველი ხო უნდა იყოს?უკვე ვეღარ ვუძლებ,გული გამიტყდა ყველაფერზე.გამომეხმაურეთ გთხოვთ

  • ნინო says:

    მუცელი მომეშალა ორჯელ ..ერტი დგის გაკეტებული მქონდა აბორტი დედამთილმა დაგვწყევლა მე და ჩემი ქმარი,,შვილი არ გეღირსოთო..ეკლესიაში დავდივარ ხოლმე მაგრამ მაინც მეშინია ისე განვიცდი ასე მგონია ისევ შემიწყდება ორსულობა ამ წყევლის გამო…როგორ დავივიწყო ან როგორ შეიძლება რომ მომეხსნას ეს წყევლა

  • მარიამი says:

    წყევლის მეშინია, მაგრამ ისე წავიდა ჩემი საქმე ამ მარხვის დღეებში, რომ წყევლის გარდა არაფერი ამომდის პირიდან.ვიცოდი ჩემს ქმარს საყვარელი ჰყავდა. სანამ ახალგაზრდები ვიყავით ვნერვიულობდი, მაგრამ შვილები მყავდა გასაზრდელი და მაგისთვის არ მეცალა. ახლა ასაკში ვართ. არც მიეჭვიანია, რომ არა მის ჯიბეში, მანქანაშიც, ვიაგრა არ მენახა. ვიჩხუბე, სახლიდან გავაგდე, მეორე დღეს ისევ მოვიდა. კარები გავუღე, არ მინდა ჩემმა შვილმა ინერვიულოს. ამას წინათ მეგობრები დაპატიჟა. ყური მოვკარი წამოცდაო თან გაიცინეს და მეორე ოთახში მე გამომხედეს. მე ვუთხარი ვიცი ყველაფერი მეთქი და არაფერი არ შევიმჩნიე. ის ქალიც ბებიაა. ერთად მუშაობენ.მე სხვა არაფერი შემიძლია.ეკლესიაში შევდივარ თუ სახლში ვარ ასე ვამბობ; ვერ გაიხარე შენი გულის ტკივილით, შენი ,,შორენასგან” მიტოვებულს გეტიროს–თქო. არ მინდა მაგრამ რომ გამახსენდებიან თავს ვერ ვიკავებ.ხანდახან ვფიქრობ არ შევიშალო და თავის მოკვლაზე არ ვიფიქრო–თქო. ჯერ ჩემს შვილს დედა სჭირდება.

  • სოფია says:

    ჩემო საყვარელო ქმარო, გული გეტკინოს, სული გეტკინოს, ლელასგან უარყოფილს სიმწრის ცრემლებით გეტიროს!

  • მარიამი says:

    არაფერიც არ სცოდნია წყევლას.თითქმის ერთი წელია ერთსადაიგივეს ვიმეორებ,მაგრამ ტყუილად. მე ჩემი ნერვები შევჭამე, ჩემი ქმარი კი ნებივრობს საყვარელთან.ზურგი არა მაქვს, არავინ მყავს ისეთი, გვერდით რომ დამიდგეს,თორემ მაგნაირი კაცი რა გასაჩერებელია სახლში. დღეს ფერისცვალებაა. ორ ეკლესიაში ვიყავი, ორივეგან დავანთე სანთელი,თან ღმერთს ვეხვეწებოდი ,,მიუზღევ მურმანის ჩემი და ჩემი შვილის ღალატისთვის–მეთქი”.შვილის ღალატიც არის აბა რა, როცა კაცი ვიაგრაში ფულს დახარჯავს, საყვარელთან წავა. საჩუქარიც ხომ უნდა?

  • nato says:

    P.P>> DZALIAN GTXOVT BOLOMDE WAIKITXET….
    vinmem damexmaret gtxovt, momecit rame rcheva, dzalian cud mdgomareobashi var,ra mchirs ar vici, minda tavis shekaveba, minda ar viwyevlebode,maqvs ojaxi, myavs 3wlis shvili, rodesac vbrazob an shvili ar mijerebs da ar cherdeba roca veubnebi vwyevli, ratom vaketeb amas ar vici, ara da chemi shvili isets arafers ar ashavebs, chveulebrivi bavshvia rogorc sxvedbi, yvelaze da yvelaferze metad miyvars magram dzalauneburad memarteba xolme es yvelaferi. mere rodesac maxsendeba chemi saqcieli dzalian vnanob da gmerts patiebas vtxov romelic ar mepatieba, vcdilob ar vtqva . magram nerviulobios dros memarteba es yvelaperi, gtxovt damexmaret, me ara chems shvils daexmaret rom me mas ase agar veqceode, is chemi sicocxlis ertaderti nawilia

  • mzia says:

    რა ვქნათ ამ სუსტმა ქალებმა, ჩვენი ბოღმა როგორ ამოვანთხიოთ მაშ? არ მიხარია მარა ხან ისე გამწარებული ვარ და როდესაც არაფრის გაკეთება არ შემიძლია დიდი გულისტკივილით ვიწყევლები. გულისტკივილით იმიტო რომ არ მინდა, ნამდვილად არ მინდა დაწყევლა მარა ეს ერტადერთი საშუალებაა ბოღმის გულიდან ამოღებისა

  • შორენა says:

    . . . ადრე ბევრჯერ დამიწყევლია, ზოგჯერ ეგრევე მისვლიათ, მეორე დღესვე (იმიტომ რომ მართლები არ იყვნენ), ზოგჯერ თვეების ან წლების მერე,. . . მეც მოვყოლილვარ წყევლის ქარცეცხლში. . .
    ეხლა აღარ ვიწყევლები, მადლობა უფალს, წარსულს ჩაბარდა ეს მავნე ჩვევა. როგორ ვახერხებ? როცა ვინმე შეურაცხყოფას მაყენებს, გულს მტკენს, . . . გულში იესოს ლოცვას ვიმერებ: “უფალო, ისე ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი”. ვიმეორებ გაუთავებლად, და ჩემზე აღარ მოქმედებს მეორე ადამიანი ცუდს რას მეტყვის, ცუდს რას გააკეთებს, ის საბრალო და საცოდავი.

  • მარიამი says:

    როგორ მესმის შენი მზია, მართლა რა ვქნა ამ დაუცველმა ქალმა. არავინ არ მყავს, ვის შევჩივლო ჩემი გასაჭირი. გიჟად ვარ ქცეული, დავდივარ და ვიწყევლები, ქუჩაშიც კი და მიმოვიხედავ, ვინმე ხომ არ მისმენს–თქო.

  • მარიამი says:

    არ გეღირსოს ჩემო მეუღლევ მომდევნო ახალი წლის შემოსვლა. რა იქნებოდა დღეს მაინც დაგდებულიყავი სახლში? როგორც მე მიკლავ გულს და მისპობ სიხარულს, ისე მოგესპოს სიცოცხლე.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.