მთავარი » ქრისტიანობა

წყევლა – წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.08.2016 | 5,785 ნახვა

“ღმერთის სახელით კაცის შეჩვენება, ანუ წყევლა ქრისტიანული ზნეობის საწინააღმდეგო და ყოვლთა უსაშინელესი ცოდვაა. წყევლა ზოგიერთი წყევლასა და შეჩვენებას ისეა მიჩვეული, რომ თითქმის ყოველ წამს, მცირე რაიმეზე გული თუ მოუვიდა, მაშინვე საშინელ სიტყვებს იმეორებს: დასწყევლოს ღმერთმა; დალახვროს წმინდა გიორგიმ და სხვ. მისთ. ეს სამწუხარო ჩვეულება მრავალი ახალნდელი ქრისტიანის გულში იმისათვის არის დანერგილი, რომ ისინი დაუფიქრებლად ლაპარაკობენ და ცხოვრობენ, თავიანთ ცხოვრებასა და ხასიათს არ განსჯიან და არ განიხილავენ, თვისთა ენათა და ცუდი ზნისათვის აღვირსხმა არ შეუძლიათ. ზოგიერთი კაცი ისეთი სუსტი და საცოდავია, რომ მისი ჭკუა კი არ მართავს ენას, არამედ მის ჭკუას ენა წარიტაცებს და ჯურღმულში აგდებს. კაცი, რომელიც თავის მოყვარეზე იტყვის „დასწყევლოს ღმერთმაო“, ამით იგი თვით ღმერთს სთხოვს, რომ ის კაცი გააუბედუროს, დასაჯოს და მოკლას. მაშასადამე, რა უგნური უნდა იყოს ის კაცი, რომელიც თავის მოყვასს წყევლის! მას ჰგონია, რომ ღმერთი ბოროტ საქმეში შეწევა და მის ბოროტ თხოვნას აღასრულებს, ერთი სიტყვით, მისი ამხანაგი შეიქნება და მისი ცოდვის მოზიარე! მოიშალეთ ყოველგვარი ამაოდ ხსენება ღმრთის სახელისა, უმეტასად კი – წყევა და შეჩვენება. ღმერთი გვიბრძანებს ჩვენ: აკურთხევდით მაწყევართა თქუენთა, კეთილს უყოფდით მადევართა თქუენთა, შეიყვარეთ მოძულენი თქუენნი. მაშასადამე, კიდეც რომ ემართლებოდე ვინმეს, კიდეც რომ გავნოს ვინმემ, მაინც იგი არ უნდ დაწყევლო”- წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებათაგან (გამოკრებილნი სწავლანი).


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი