მთავარი » ეკლესია-მონასტრები

წუღრუღაშენი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.04.2011 9 კომენტარი | 4,130 ნახვა

წუღწუღაშენი, XIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლია. წმიდა გიორგის სახელობის ჯვარ-გუმბათოვანი ტიპის ეკლესია ბოლნისის რაიონში, სოფელ ქვემო ბოლნისიდან ორიოდე კილომეტრში, მთის ფერდზე მდებარეობს. ტაძარი მდინარე ფოლადაურის ხეობის მარჯვენა მხარეს დგას.
წუღრუღაშენი
ძეგლზე ცნობები თითქმის არ მოგვეპოვება. ტაძარზე მხოლოდ სამი ვრცელი წარწერაა, სამწუხაროდ, არც ერთი მათგანი არ მიუთითებს ზუსტ ცნობებს- ტაძრის აგების თარიღისა და ამგების შესახებ. თუმცა წარწერებში მოხსენიებულია ,,მეფეთა მეფე გიორგი’’, რომელიც მეცნიერთა ვარაუდითა და ტაძრის სტილისტური ანალიზით, მეფე ლაშა-გიორგია. ე.ი ძეგლი თამარ მეფის ძის მოღვაწეობისას 1212-1222 წლებში აშენებულა. მოგვიანებით, უკვე XVIII საუკუნეში ვახუშტი ბატონიშვილი წუღრუღაშენის ეკლესიას მონასტრად იხსენიებს. „პირისპირ ამ ეკლესიისა (ბოლნისის სიონი) არის მონასტერი წუღრუღაშენისა, გუმბათიანი, მშვენივრად ნაშენი მშვენიერს ადგილას და აწ უქმ არს“.

ტაძრის მაღალღეროვან გუმბათის ყელს საქართველოში მსგავსი არ მოეძებნება. გამორჩეულია ფასადების დეკორით. წუღრუღაშენი გეგმით ბეთანია-ქვათახევ-ფიტარეთის ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ უფრო პატარაა და გუმბათის ყელსაც ძლიერ აზიდული პროპორციები აქვს. შიგა სივრცე შექმნილია ჯვრის 4 მკლავისაგან. ჯვრის მკლავები დასავლეთით და აღმოსავლეთით გრძელია, სამხრეთით და ჩრილოეთით კი მასზე მოკლე. ჩრდილოეთის მხარეს ეკლესიას მოგვიანო ხანის მინაშენი აქვს, როგორც ჩანს, საგავარეულო საძვალე-ეკვდერი. მინაშენის კედლები და კამარა ნაგებია სხვადასხვა ზომის ყორექვით, თლილი ქვა კი გამოყენებულია ისეთ ადგილებში როგორიცაა: თაღები, პილასტრები, აფსიდის და დასავლეთი კარის წირთხლები. ეკლესიაში სამხრეთ კედელში, კარის გვერდით არის ნიში, ე.წ სამალავი, სადაც ჩადგმულ ქვაზე გამოსახულია ბოლნური ჯვარი მოჩუქურთმებულ წრეში და ქართული წარწერა.

ეკლესიის შენებისას დიდი სიფაქიზით გამოუყენებიათ ბუნებრივად ფერადი ქვები. ძეგლი უხვადაა შემკული მდიდრული ჩუქურთმებით. ტაძარი გარედან მოპირკეთებულია თლილი კვადრებით.

ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებზე უცხო არ არის შინაურ და გარეულ ცხოველთა, ლომის, ცხვრის, ირმის.. გამოსახულებების აღმოჩენა. წუღწუღაშენის ტაძარზე კი გამოსახულია სახედარი ტვირთით, რაც შეიძლება იმის მაუწყებელი იყოს, რომ ტაძრის მოსაპირკეთებელ მასალებს სახედრით ზიდავდნენ.

წუღრუღაშენის ტაძარი წლების მანძილზე უკაცრიელი გახლდათ. ამ პერიოდში საგრძნობლად დაზიანდა ტაძარი. დღეს კი აქ მამათა მოქმედი მონასტერია და ბოლნისის ეპარქიას ექვემდებარება.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

9 კომენტარი »

  • მაია says:

    წუღრუღაშენი მართლაც თვალსაჩინო ძეგლია,საერთოდ ქვემო ქართლში ძალიან ბევრი ხუროთმოძღვრების ძეგლია უცნობი და უკაცრიელი,დანგრეული.სამწუხაროა, მაგრამ ამ კუთხის ისტორია ბევრმა არ იცის,აქ ხომ თითქმის ყველა ნაბიჯზე საქართველოს ისტორია იკითხება.

  • ძალიან მოხარული ვარ, რომ წავაწყდი ინტერნეთში მწირე ინფორმაციას მაინც წუღრუღაშენის თაობაზე. ამასთან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო თეონა ნოზაძეს.

    მე მჭიდრო კავშირში ვარ ამ მამათა მონასტერთან. ხელს უწყობ ვენახის გაშენებაში. საუკუნოების განმავლობაში ეს ადგილი იყო მიტოვებული. ეხლა დიდი პიროვნების მამა სერაფიმეს მეთაურობით ხდება მონასტრის აღორძინება.

    გაშლილია დიდი მეურნება. მონასტერში მუდმივად არიან მამა სერაფიმეს გარდა ორი ბერი და ერთი მორჩილი. გარდა ამისა ყოველთვის თქვენ ნახავთ არანაკლებ 20 კაცს, რომლებიც ჩამოდიან რათა მიიღონ მადლი და თავისი წვლილი შემოიტანონ მონასტრის აღორძინებაში.

    ყველას შეგიძლიათ ნახოთ ეს ყველაფერი. ნავთლუღიდან გადის მარშრუტკა ყოველდღეს დილის 11 საათზე.

  • qeti says:

    cuia rom mwiri informaciaa magram warrmodgena shegveqmneba masze me yvelaze dzalian mainteersebs tu ratom hwvia mas sarkis wmida giorgi tu vinmes amaze informacia mogepovebat gtxovt am komentarebshi gamoaqveynot

  • ქეთი, იხილეთ ლინკი სარკის წმიდა გიორგის მონასტრის შესახებ

    http://www.ambioni.ge/sarkis-wminda-giorgis-monasteri/

  • Natii says:

    ძალიან ლამაზი ადგილია. მაქვს სურათები:))

  • გიორგი(გრატო) says:

    მართლაც და იმდენად დიდებული ტაძარია თავის შემოგარენით, რომ ვისაც ერთხელ მაინც უნახავს შეუძლებელია არ აღფრთოვანებულიყო მისი სიდიადით

  • თუ შეუძლია ვინმეს მითხრას წუღრუღაშენის მამათა მონასტერს როგორ დავუკავშირდე, ტელეფონი მინდა სასწრაფოდ, ბავშვს უკბინა მონასტრის ეზოში ძაღლმა, ექიმთან ვერ მოვახერხეთ მისვლა და მინდა გავიგო ის ძალები ცოცხლები თუ არიან..წინასწარ გიხდით მადლობას

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.