მთავარი » საზოგადოება

წულუკიანი ID ბარათებზე წმიდა სინოდს უახლოეს დღეებში მიმართავს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.04.2013 10 კომენტარი | 5,072 ნახვა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გორში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას ID ბარათების შესახებ ისაუბრა:

წულუკიანი “ახალი პირადობის მოწმობებიის საკითხზე მე პირადად ჩართული ვიყავი შიდა უწყებრივ კვლევაში და დავადგინე, ყველა ის ინფორმაცია და ინფორმაციის ნაწილი, რომელიც დაცულია ID ბარათის ჩიპზე, ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც ID ბარათზე წერია და პლუს მოქალაქის მისამართი, მეტი არაფერი ამ ჩიპზე დღეს შენახული არ არის. ჩემი და მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომ ID ბარათზე სხვა დამატებითი ინფორმაცია არ უნდა შეინახოს.

მე შესაბამის ვიდეორგოლს გამოვაქვეყნებ, ეს ალბათ ჟურნალისტებს განსაკუთრებით დაგაინტერესებთ, თუ რას გეგმავდა წინა ხელისუფლება რომ მიება ID ბარათის ჩიპზე. ის ინფორმაცია, რაც დღეს ინახება ამ ბარათზე საკმარისია.

ამ კვლევის შედეგებით, თუ რას მოიცავს დღევანდელი აიდი ბარათი, რა ჰქონდა დაგეგმილი წინა ხელისუფლებას, მაგრამ ვერ მოასწრო, მომავალ დღეებში მივმართავ წმიდა სინოდს და მათგან მოვითხოვ რელიგიურ შეფასებას და მინდა მათგან მოვისმინო კვალიფიციური აზრი, თუ რამდენად შეიძლება მონაცემთა ეს ნუსხა ეწინააღმდეგებოდეს რელიგიურ დოგმებს და ჩვენს მართლმადიდებლურ რწმენას.

იგივე შეკითხვით მინდა მივმართო რელიგიურ უმცირესობებს, თუ მათ სურთ ამ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი აზრიც მიაწოდონ სახელმწიფოს. მას შემდეგ რაც მიღებული იქნება პასუხი, ჩვენ პარალელურად დასრულებული გვექნება მასშტაბური სოციოლოგიური კვლევა საქართველოს მოქალაქეების განწყობების შესახებ აიდი ბარათთან დაკავშირებით და შეგვეძლება ზაფხულისთვის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება,”-აღნიშნა თეა წულუკიანმა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

10 კომენტარი »

  • papuna says:

    tu wina mtavroba gegmavda sxva informaciis damatebas, araa gamoricxuli amis shemdgomma mtavrobamac moindomos, amitom mimachnia, rom sinodis mimartva mainc safuzvliania, tavidanve miecet saqartvelos moqalaqeebs archevanis ufleba, amastanave agsanishnavia, rom id baratze bevri sxva informaciac weria da am sakitxis ganxilvac sheizleba…

    • ლევანჩო says:

      აბსოლუტურად გეთანხმებით ბატონო პაპუნა. ბევრი ჩვენი მოქალაქე, რომლის პირადობასაც ვადა გაუვიდა, არ იღებს ჩიპიან ბარათს და ამით მათ ექმნებათ უამრავი პრობლემა და უხერხულობა სახელმწიფოსთან ურთიერთობაში. ამიტომ სახელმწიფო ვალდებულია შექმნას ისეთი ალტერნატიული პირადობის მოწმობა, რომელიც არ იქნება ჩიპის მატარებელი და სრულად დააკმაყოფილებს ასეთი პიროვნებების სოციალურ და რელიგიურ მოთხოვნებს.
      ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას აქვს უალტერნატივო ვალდებულება ამ ხალხისათვის შექმნას ისეთი პირობები, რომლებიც მათ არ დათრგუნავს!

  • ლაშა says:

    ესენი ან ბრმები არიან ან თავს იბრმავებენ შე დალოცვილო მაგ ბარათს სხვა ფუნქციების მიბმის საშუალება რომ გააჩნია იმიტომ ვითხოვ ალტერნატივას მარტო იმ პერიოდზე რატომ ფიქრობ შე კაი ქალო სანამ შენ ხარ ხელისუფლებაში? დღეს წულუკიანია ხვალ სხვარაღაციანი იქნება მინისტრი და იმან ისევ რომ მოინდომოდ მიბმა?. ასე ძნელია რომ უბრალოდ ალტერნატივა დაუშვან. აუ ისე ავღელვდი რომ ლამის გინებები ჩავამატე ამ ჩემს წერილს. ფუუუუუუუუუუუუუუ რა მართლა სვანია ეს ქალი

    • ნანა says:

      გეთანხმები ლაშა, ლაშა ჩიპზე აქვთ გართულება რააა?! თუ მართლაც არ იქნება მაგაზე მეტი ინფორმაცია ,ეგეთი ხომ ჩვენრომ გვაქვს ისეთი პირადობებია,ხოდა დატოვონ 2 ვარიანტი თუ გართულება ააქვთ აიღონ მათ ვინც აბოდებს მაგაზე,და ჩვენ ვისაც მეუფე იობისთანა ხალხის უფრო გვჯერა და არა თიასნაირის დაგვიტოვონ არჩევის უფლება…
      მე კი გავიგე რომ ვითომ დატოვებენ მაინც ამ ბარათებსო მაგრამ, უფალო! შენ მიხედე მაგათ გონებას ვისაც გზააბნეული ხალხის გაბოროტება უნდათ..

  • david says:

    უნდა შეცვალოს და დაამთავროს ძველი მთავრობი ხრიკები ამ ქალმა რა!!!

  • მარიამ–ხათუნა says:

    ამ პასპორტებს თავს ვერავინ შემოგვახვევს… ვერც “ძველი” და ვერც “ახალი”! თუმცა ორივე სხვადასხვანაირად, მაგრამ ერთი ამოცანის ამოხსნას ცდილობს!

  • მარიამ–ხათუნა says:

    და კიდევ ერთი, თუ ახალი პრეზიდენტის არჩევნებამდე “ახალი” მთავრობა “ვადაგასულ” პრეზიდენტს პრეზიდენტად ცნობს, მაშინ უნდა ვადაგასული პირადობის მოწმობებიც ძალაში იყოს სანამ ახალ “ალტერნატიულ” პირადობებს დაამტკიცებდეთ!
    ასე რომ მოქალაქეებო, თქვენი ვადაგასული პირადობები ძალაშია!

  • ზაზა 2 says:

    რა მნიშვნელობა აქვს ამ წუთში რა ფუნქციები გააჩნია მაგ ჩიპიან ბარათს? მანდ აუცილებლად იქნება ცარიელი ველი, რომელშიც მოგვიანებით რასაც უნდათ, იმას ჩაამატებენ. მთავარი თავად ამ ბარათის ნ ე ბ ა ყ ო ფ ი ლ ე ბ ი თ მ ი ღ ე ბ ი ს ა ქ ტ ი ა. რომ ადამიანი ამას ნებაყოფილობით იღებს
    თუ მიიღებ ერთს, მიგაღებინებენ სხვასაც. ჭაობში ერთი ნაბიჯით თუ შეხვალ, შემდეგ მეორესაც გადადგავ, მესამე ნაბიჯის გადადგმა კი საერთოდ აღარ დაგჭირდება – ისედაც ჩაიძირები.

  • გიორგი says:

    რა სოციოლოგიურ კვლევაზეა კონკრეტულად საუბარი და რა მასშტაბებით ვრცელდება ეს კვლევა ხო არავის აქვს დაწვრილებითი ინფორმაცია, ვრცელდება თუ არა საზღვარგარეთ მყოფ ქართველებზე, ან კვლევის ზუსტი დასახელება? (“სოციოლოგიური კვლევა საქართველოს მოქალაქეების განწყობების შესახებ აიდი ბარათთან დაკავშირებით “)

    რატო ტოვებენ შანსს საფრთხისას გაუგებარია, ნეტა ასე რთულია ჩვეულებრივი პირადობის მოწმობის გამოშვება?

  • ირმა says:

    რად უნდა ამდენი განხილვა დაუშვან ალტერნატივა და ვისაც რომელი უნდა ის აიგოს.რა გახდა ეს ბარათები მოკლედ აქილევსის ქუსლად იქცა

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი