მთავარი » ეკლესია-მონასტრები

წრომის ტაძრის სახურავის სარებილიტაციო სამუშაოები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.10.2020 | 84 ნახვა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვის საფუძველზე და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით 2019 წ. დაიწყო წრომის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სახურავის სარებილიტაციო სამუშაოები, რომელიც 2020 წელსაც გაგრძელდა.

ტაძარი დახურული იყო ბაზალტის მეორადი გამოყენების ქვის გათლილი ლორფინის ქვით. ოთხმოცდათიან წლებში ადგილობრივ მღვდელთმთავარს ეს ლორფინი ქოზიფას მონასტრიდან ჩამოუტანია და ტაძარზე დაუფარებია. უხარისხო გადახურვის გამო სახურავი რამოდენომე ადგილზე წყალს ატარებდა.

სამუშაოების დიდი მოცულობის გამო 2019 წ მოხერხდა მხოლოდ ტაძრის დასავლეთ ნაწილის დაზიანებული სახურავის გამოცვლა.
ჩატარდა დაზიანებული სახურავის სრული დემონტაჟი: მოიხსნა ლორფინი, აიყარა დაზიანებული და წყლით გაჟღენთილი ბეტონის ფენილი.
ხალი ფენილი მოწყობა ჩატარადა საბჭოს მიერ დამტკიცებული ტექნოლოგიური პროექტის მიხედვით.

მოეწყო კალმატრონის ჰიდოსაიზოლაციო მასალით დამუშავებული კირ-ცემენტის მოჭიმვა. შემდგომში დამუშავდა სპეციალური ხსნარით,შემდგომში მოხდა ბაზალტის გათლილი ქვით( ქვა გაითალა ინდივიდუალურად სპეციალური ჩამკეტებით,ქვის ქვეშ საცრემლეებით და წყლის გადამყვანი მიმრთველებით) სპეციალური ყინვაგამძლე წებოცემენტზე სახურავის ფენილი მოწყობა.შოვები შეივსო,ასევე ყინვაგამძლე პოლიმერული ხსნარით და სილიკონით.

2019წ დაიფარა სახურავი 97 მ2 ზე,გადახურვამ გაუძლო, როგორც შემოდგომის წვიმიან ამინდს,ასევე თოვლიან ზამთარსაც.
2020 წელს სამუშაოები ცნობილი მოვლენების გამო,ივნისში დაიწყო და მიმდინარეობს ზემოთ აღწერილი ტექნოლოგიური მეთოდის მიხედვით.
ამ ეტაპზე, დახურულია 200 კვადრატი,სამუშაოები გაგრძელდება მის სრულ დასრულებამდე.

არქ-რესტავრატორი: პაატა ნუცუბიძე.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი