მთავარი » ქრისტიანობა

“წმინდანი”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.06.2015 | 1,313 ნახვა

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

“წმინდანები კეთილმსახური, ღმრთისმიყვარე და ღმრთივგანათლებული ადამიანები იყვნენ, რომელნიც სიტყვითა და საქმით, შრომითა და მოღვაწეობით ქრისტიანობის გავრცელებასა და განმტკიცებას, ქვეყანაზე ცათა სასუფევლის დამკვიდრებას ემსახურებოდნენ. წმ.გაბრიელ ეპისკოპოსი ამიტომაც ჩარიცხა ისინი ეკლესიამ წმინდანთა დასში. სახარებაში ამგვარი ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი მოკლედაა გამოხატული მაცხოვრის სიტყვებში: ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდამი წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა. წმინდანები მთელი სიცოცხლის განმავლობაში ყოველი კაცის წინაშე ქრისტეს სჯულს ქადაგებდნენ, როგორც სიტყვით, ასევე საქმით. ზოგიერი მათგანი სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში დადიოდა და ხალხს ჭეშმარიტი სარწმუნოებით ანათლებდა, ხოლო სხვანი თუმცა სიტყვით არ ქადაგებდნენ, მაგრამ მთელი მათი ცხოვრება და საქმიანობა, რამდენადაც სახარების აღსრულებას წარმოადგენდა, ქადაგება იყო. ისინი ამქვეყნად ქრისტეს ცოცხალი ხატნი, ამ სოფლის მნათობნი და მარილნი იყვნენ. წმიდნანები ნათლად გვაჩვენებენ, რა ძალა აქვს ქრისტეს სახარებას, როგორ ცვლის და განაბრწყინვებს იგი ადამიანის ბუნებას. მათ სიწმინდისა და სათნოების ყველა სახის მაგლითი მოგვცეს.

უკეთუ სახარების მცნებებს ვემორჩილებით და ღმრთის შიშითა და სასოებით ვცხოვრობთ, ჩვენც ვაღიარებთ ქრისტეს წინაშე ყოველთა კაცთა, ხოლო თუ პირიქით ვიქცევით, მაშინ უფალს საქმით უარვყოფთ, რომელიც სიტყვით უარყოფაზე უარესია. რომელმან არა აღიღოს ჯვარი თვისი და არ შემომიდგეს მე, არა არს ჩემდა ღირს, – აი, მეორე მცნება, რომელიც წმინდანებმა აღასრულეს. მთელი მათი ცხოვრება დაუსრულებელი შრომა და მოღვაწეობა, ანუ ქრისტეს ჯვრის ტვრითვა იყო. უსახლკარონი, დევნილები, შიშველნი და მშიერნი ყოველგვარ ამასოფლიურ ნუგეშს მოკლებულნი სიკვდილის შიშითაც არ თმობდნენ სოფლის განათლებისათვის ზრუნვას. თუ რას მიიღებდნენ ისინი სანაცვლოდ თავდადებული და ერთგული სამსახურისა, გამოხატულია მაცხოვრის სიტყვებში, რომელიც მან პეტრე მოციქულს უთხრა: რაჟამს დაჯდეს ძე კაცისა საყდარსა დიდებისა თვისისათა, დასხდეთ თქუენცა ათორმეტთა საყდართა განსჯად ათორმეტთა ტომთა ისრაელისათა. ღმერთს შეეძლო კეთილმსახურების საზღაური წმინდანებისათვის ამქვეყნადვე მიეგო, მაგრამ ნაცვლად ამსოფლიური დიდებისა და ნუგეშისა, ზეცაში უმჯობესი მისაგებელი გაუმზადა, რომლითაც ახლა ისინი ტკბებიან. ამიტომ, როცა კეთილ ცხოვრებას შევუდგებით, ღმრთისაგან მაშინვე ჯილდოსა და სარგებელს არ უნდა ველოდოთ და სულმოკლეობა არ უნდა გამოვმაჟღავნოთ.”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი