მთავარი » ქრისტიანობა

წმინდა ნინოს სახელობის საღვთისმეტყველო სასწავლებელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.10.2014 ერთი კომენტარი | 2,285 ნახვა

კულტურულ -საგანმანათლებლო კერა ჯავახეთში

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით 2009 წლის ბოლოს, სასწავლებელი ახალქალაქში წმინდა ნინოს სახელობის საღვთისმეტყველო სასწავლებელი დაარსდა. სასწავლებელი განკუთვნილია სასულიერო პირებისთვის და ისინი აქ მაგისტრატურის საფეხურს გადიან. სასწავლებლის რექტორი გახლავთ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი).

თუ რა მიზანს ემსახურება სასწავლებლის დაარსება და რა პროგრამით მიმდინარეობს სწავლება, “ამბიონს” ამ თემაზე წმინდა ნინოს სახელობის საღვთისმეტყველო სასწავლებლის პრორექტორი, დეკანოზი ალექსანდრე ქასრაშვილი ესაუბრა:

„ეს გახლავთ მისიონერული სასწავლებელი. მისი დაარსების ინიციატივა კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ეკუთვნის. სასწავლებელი 2009 წლის ბოლოს დაარსდა, მაგრამ სასწავლო პროგრამის განხორციელება 2011 წლის ბოლოს დაიწყო. სასწავლებლის მიზანია ხელი შეუწყოს სასულიერო პირების კვალიფიკაციის ამაღლებას. მღვდელი ყოველთვის შრომაშია, მაგრამ განათლება აუცილებლად სჭირდება, რომ გაიზარდოს და თავისი გამოცდილება, ცოდნა მრევლს გადასცეს, იქადაგოს მართლმადიდებლური სარწმუნოება. ჩვენთან სწავლა მხოლოდ სასულიერო პირებს შეუძლიათ, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში კი იმ ადამიანებსაც, რომლებიც უახლოეს პერიოდში სასულიერო პირები გახდებიან. პედაგოგები კი არა მარტო ჩვენი ქვეყნიდან, არამედ რუსეთიდანაც არიან მოწვეულნი. მაგალითად, პედაგოგები დოგმატურ ღვთისმეტყველებაში, რელიგიის ფილოსოფიაში, ლიტურგიკაში …

სასწავლებელი

ჩვენთან სტუდენტებს მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის გავლა შეუძლიათ, რომელიც 2 წლიანია, ყველა საგანში აბარებენ გამოცდას და მესამე წელს კი ხდება დიპლომის დაცვა, რის შემდეგაც მათ ენიჭებათ ღვთისმეტყველების მაგისტრის ხარისხი. იქიდან გამომდინარე, რომ მოძღვრები თავიანთი მსახურების გამო დაკავებულნი არიან, ისინი ყოველდღიური დატვირთული გრაფიკით სწავლებას ვერ შეძლებდნენ. ამიტომ, შერჩეული გვაქვს სწავლების ფორმა, რომლის მიხედვითაც სტუდენტებს 1 წლის განმავლობაში 4-ჯერ, 1 კვირით უხდებათ სასწავლებელში ჩამოსვლა. სასწავლებელი არის კრედიტების სისტემა და მასალა სხვადასხვა საგნებში წელიწადში 4 კვირის სწავლებაზე გვაქვს გადანაწილებული. ლექციები დილის 7 საათიდან ტარდება და საღამოს, 8 საათის შემდეგ ვცდილობთ მათ განტვირთვას სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში ჩართვით. ეწყობა კლასიკური მუსიკის საღამო, მხატვრების გამოფენა, კინოფილმის ჩვენება და ა.შ. სასწავლებელი უზრუნველყოფს სასულიერო პირების საცხოვრებელს. ამ ეტაპზე ძირითადად მცხეთა-თბილისის ეპარქიის მოძღვრები სწავლობენ. სწავლების პროცესს და მთელ პროგრამას საქართველოს საპატრიარქო აფინანსებს.

სასწავლებელი

ჩვენმა სასწავლებელმა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან ერთად, მინისტრთან შეთანხმებით განახორციელა პროექტი. კერძოდ, სასწავლებლის სასულიერო პირები შედიოდნენ ციხეში და ეწყობოდა ფილმების ჩვენება, რომელიც ზნეობრივი თვალსაზრისით გახლდათ შერჩეული. ამას დადებითი შედეგები მოჰყვა, გარკვეული პერიოდის შემდეგ სხვადასხვა ციხიდან დაგვიკავშირდნენ პატიმრები და კვალავ ითხოვეს მსგავსი ჩვენების მოწყობა. პარალელურად, ეს ჩვენი მოძღვრების გამოცდაც იყო. ვინაიდან ისინი ნიშანს იღებდნენ კულტუროლოგიის საგანში, იმის მიხედვით, თუ რამდენად შეძლებდნენ ამ ჩვენებით პატიმრების დისკუსიაში ჩართვას, საუბარს… იმედი გვაქვს აღნიშნულ პროექტს მომავალშიც განვახორციელებთ.

სამომავლოდ გვსურს გავაკეთოთ სასწავლებლის საიტი, რათა დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაცია სწავლების პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომი იყოს“.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • გოჩა says:

    მივესალმები პატრიარქის ნებისმიერ ლოცვა-კურთხევას , მისი უწმინდესის მოწოდებით მრავლად ინთება სანთ₾ები ჩვენს ფანჯრებში – რომელის ბნელს ანათებს და უფალს გვაცნობიერებს…

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი