მთავარი » კულტურა

“წმინდა ნინოს ჯვარი” – ქრისტიანული პოეზიის II ფესტივალი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.02.2012 3 კომენტარი | 6,322 ნახვა

ქრისტიანული პოეზიის II ფესტივალი “წმინდა ნინოს ჯვარი” ყოველწლიურად ივნისის თვეში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ტარდება.

ფესტივალი წმინდა ნინოს ჯვარი ფესტივალის მთავარი პრიზის – წმინდა ნინოს ჯვრის ავტორია მარიკა მაჭავარიანი. კომპიუტერული ვერსია შორენა ოთხოზორიას ეკუთვნის.

აკაკი დაუშვილი (ფესტივალის დირექტორი): “ფესტივალის მიზანია, ქართულ საზოგადოებას გააცნოს მართლმადიდებლური სულისკვეთებით დაწერილი ლექსები და მკითხველი შეახვედროს მართლმადიდებლურ იდეებზე დაფუძნებულ ეროვნულ მწერლობას; ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და სულიერების განმტკიცების საქმეში პოეზიის მნიშვნელობა გაზარდოს; პოეზიის ენით თქმული ღვთის სიტყვა იქადაგოს; მართლმადიდებლურ თემატიკაზე მომუშავე პოეტების მხარი დაუჭიროს და მათთვის შემოქმედებითი სივრცე შექმნას;

ფესტივალი გამოავლენს ახალ ტალანტებს და სტიმულს მისცემს მართლმადიდებლურ თემატიკაზე ლექსების შეთხზვას.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ როგორც პროფესიონალი მწერლები, ისე დამწყები ავტორები, რომლებიც პოეტური სიტყვით ადიდებენ უფალს, მართლმადიდებლურ სარწმუნოებას.

ქრისტიანული პოეზიის II ფესტივალისთვის თითოეული ავტორისაგან მიიღება ერთი გამოუქვეყნებელი ლექსი 2012 წლის 31 მარტის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: festivali2011@yahoo.com; festivali2011@mail.ru. ლექსს თან უნდა ერთვოდეს ავტორის ტელეფონის ნომერი. საფესტივალოდ დაიბეჭდება საუკეთესო 50 ლექსისაგან შედგენილი კრებული. 3 გამარჯვებულს გადაეცემა ფესტივალის მთავარი პრიზი – წმინდა ნინოს ჯვარი. ფესტივალის 5 მონაწილე დაჯილდოვდება წმინდა ნინოს ჯვრის გამოსახულებიანი მედალიონით.

ქრისტიანული პოეზიის II ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ლექსების კრებულის – “წმინდა ნინო ქართულ პოეზიაში” გამოცემა.
ავტორებმა წმინდა ნინოზე დაწერილი ლექსები უნდა გამოგზავნონ 31 მარტის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: cmindanino@mail.ru.”

შეგახსნებთ, ქრისტიანული პოეზიის ფესტივალი “წმინდა ნინოს ჯვარი” პირველად 2011 წლის 23 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა.

ლექსები წარმოადგინა 228 ავტორმა, მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქართველებმა. ჟიურიმ ფესტივალის ლექსთა კრებულისთვის შეარჩია 68 ავტორის თითო ლექსი. კრებულში შევიდა რუსთავის N6 საპყრობილის მსჯავრდებულის ირაკლი გველებიანის ლექსი.

ფესტივალის ჟიურიმ მამა ილიამ (ნუგზარ ჩიკვაიძე), გივი ჩიღვინაძემ და მიხეილ ღანიშაშვილმა ქრისტიანული პოეზიის I ფესტივალის საუკეთესო ლექსებისთვის პრიზით “წმინდა ნინოს ჯვარი” დააჯილდოვა: გივი ილურიძე, მარიამ წიკლაური, ლია რუსიაშვილი, ბესო ხვედელიძე.

საორგანიზაციო კომიტეტმა (თავმჯდომარე ლია დაუშვილი) ღვთის სიტყვის ქადაგებისთვის, ეროვნული ცნობიერების განმტკიცებისა და პატრიოტიზმისთვის პრიზით “წმინდა ნინოს ჯვარი” დააჯილდოვა: ჭაბუა ამირეჯიბი – ბერი დავითი, ჯანსუღ ჩარკვიანი, თინათინ მღვდლიაშვილი, მამა ილია (ნუგზარ ჩიკვაიძე).

ფესტივალის ორგანიზატორები არიან სამშვიდობო ორგანიზაცია “სადაკო”, წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) სახელობის სალიტერატურო ჟურნალი “საქართველოს მოამბე” და სალიტერატურო ჟურნალი “ოლე”.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი