მთავარი » ქრისტიანობა

წმინდა მამები ფსალმუნზე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.07.2022 | 469 ნახვა

„ფსალმუნნი განდევნაა ეშმაკთა. ფსალმუნნი იარაღია შიშისაგან ღამისა. ფსალმუნნი უსაფრთხოებააა ჩვილთათვის. ფსალმუნნი ნუგეშისცემაა მოხუცთა. ფსალმუნნი ყველაზე ღირსეული სამკაულია დედათათვის. ფსალმუნნი საქმეა ანგელოზთა, ზეციური სამკვიდრებელი და სულიერი საკმეველია. ფსალმუნნი განანათლებს გონებას, აღმყვანებელია ზეცად, კაცთ ღვთის თანამოსაუბრედ ჰყოფს. ფსალმუნნი სადაც შემუსვრილებით იგალობება, იქვეა ღმერთი ანგელოზთა თანა“ (წმიდა ეფრემ ასური).

„ფსალმუნი – მყუდროებაა სულისა, მომფენი მშვიდობისა. ის არბილებს მრისხანებას სულისას და უბიწო-ჰყოფს თავშეუკავებლობას. ის აცხრობს მძვინვარე გულის ზრახვებს. ფსალმუნი შუამავალია მეგობრობაში, ერთობაა შორეულთა შორის და შერიგებაა მომტერეთათვის, რამეთუ ვის ძალუძს ჩათვალოს მტრად ის, ვისთანაც ერთად ერთიან ხმას აღუვლენს ღმერთს? ამიტომაც ფსალმუნთა გალობა გვაძლევს ჩვენ ერთ-ერთს უდიდეს სათნოებათაგან – სიყვარულს“ (წმინდა ბასილი დიდი).

„ფსალუნთა გალობა ზეიმია მოხარულთათვის და ნუგეშინისცემა მოწყინებაში მყოფთათვის. ის ათვინიერებს ვნებებს, როგორც ველურ მხეცებს, ლაგამს სდებს თავშეუკავებლობას, აღხოცავს უსამართლობას და გვერდში უდგას სიმართლეს, დაამხობს ღვთისმგმობ ზრახვებს, კლავს ბილწ სურვილებს, გვაწყებს ღვთაებრივ კანონს, გვიქადაგებს ღმერთს, განგვიმარტავს სარწმუნოებას, ბაგეებს დაუხშობს მწვალებლებს, აღაშენებს ეკლესიებს“ (წმიდა იოანე ოქროპირი).

ამიტომ ფსალმუნებს უმნიშვნელოვანესი ადგილი უნდა ეკავოს ქრისტიანის ცხოვრებაში. წმინდა ეკლესია გვირჩევს, ერთი დღეც არ გავატაროთ ფსალმუნთა წაუკითხავად.

წყარო: www.orthodoxy.ge




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი