მთავარი » ქრისტიანობა

როგორ უნდა მივეახლოთ წმინდა ბარძიმს?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.11.2019 | 1,568 ნახვა

თითოეულმა მაზიარებელმა კარგად უნდა იცოდეს წმინდა ბარძიმთან მიახლების ეკლესიის მიერ დადგენილი წესები და ყოველთვის ზედმიწევნით აღასრულოს ისინი. ეს წესები შემდეგია:

  • ზიარების წინ უნდა ვემთხვიოთ ანალოღიაზე (სახატეზე) დაბრძანებულ ხატს. ამის გაკეთება უმჯობესია წინდაწინ, როცა მღვდელი წარმოთქვამს: „შიშითა ღმრთისათა და სარწმუნოებით მოვედით!“
  • როცა სამეუფო კარნი გაიღება, პირჯვარი უნდა გადავისახოთ და ხელები გულმკერდზე დავიკრიფოთ ჯვარისებურად (მარჯვენა ხელი მარცხენის ზემოდან), და ასე, გულზე ჯვარედინად ხელებდაწყობილები მივეახლოთ წმინდა ბარძიმს საზიარებლად (ჯვარისებურად დაწყობილი ხელებით გამოვსახავთ ჯვრის სიმბოლოს);

  • წმინდა ბარძიმს უნდა მივეახლოთ ტაძრის მარჯვენა მხრიდან, ხოლო მარცხენა მხარე თავისუფალი დავტოვოთ.
  • პირველნი ტაძრის მსახურნი (მედავითნე, სტიქაროსანი…) ეზიარებიან, შემდეგ მონაზვნები, ბავშვები, მამაკაცები და მხოლოდ ამის შემდეგ – ქალები, ხოლო მღვდელმსახურნი ეზიარებიან საკურთხეველში, აღსავლის კარის გაღებამდე.
  • არ შეიძლება აჩქარება, სივიწროვის შექმნა და ერთმანეთისთვის წმინდა ბარძიმთან მიახლების გაძნელება, ბიძგება;
  • ყრმები, რომელნიც ზიარების სიმარჯვისათვის ხელში გვყავს აყვანილი, წინდაწინვე უნდა დავიწვინოთ მარჯვენა მკლავზე, რათა დიაკონსა თუ ეკლესიის მსახურს შეეძლოს დაეხმაროს მღვდელს ბავშვის ზიარებაში;
  • ქალები არ უნდა მიეახლონ ბარძიმს საზიარებლად ბაგეებზე პომადაწასმულები;
  • წმინდა ბარძიმთან ხმამაღლა და გარკვევით უნდა წარმოვთქვათ ჩვენი საეკლესიო სახელი, მივიღოთ წმინდა ძღვენი – ვეზიაროთ;
  • არ შეიძლება ბარძიმის ხელით შეხება და მღვდლის ხელზე ამბორი (ასევე, უმჯობესია თავი შევიკავოთ ბარძიმზე მთხვევისაგან, რათა უნებლიე დაჯახებით სიწმინდე არ დაიღვაროს);
  • ბარძიმთან პირჯვრის გადასახვა არ შეიძლება, რათა უნებლიეთ ხელით არ შევეხოთ მას;
  • ხელები ზიარების დროს, როგორც ვთქვით, გულზე ჯვარედინად უნდა გვქონდეს დაწყობილი;
  • მომცრო მაგიდასთან მისულებმა, რომელზეც დასაყოლებელია დაწყობილი, უნდა შევსვათ ცხელწყალგარეული ღვინო (ანუ მდუღარება) და მივიღოთ სეფისკვერი, რომელსაც ეკლესიის მსახურნი მოგვაწვდიან;
  • თუკი წმინდა ძღვენს რამდენიმე ბარძიმიდან აძლევენ მორწმუნეებს, ისინი მხოლოდ ერთი ბარძიმიდან უნდა მივიღოთ. ერთი დღის განმავლობაში ორზიაგზის ზიარება უმძიმესი ცოდვაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი