წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენება
ახალი სტილით 25 დეკემბერი წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეა.
წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი მე-4 საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი ერეტიკოსებისგან ყოვლადწმიდა სამების ერთარსებობის დოგმატს იცავდა.
წმიდა სპირიდონის მთელი ცხოვრება საკვირველი უბრალოებითა და უფლის ძალით აღსრულებული სასწაულებით იყო გაბრწყინებული. ნეტარმა სპირიდონმა სიმართლითა და სიწმიდით გაატარა მიწიერი ცხოვრება და დაახლოებით 348 წელს მშვიდობით მიიცვალა. მან სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა და დღესაც აღესრულება მისი წმიდა ნაწილებიდან.
უფლის რჩეულის წმიდა ნაწილები – გარდა მარჯვენისა, რომელიც რომშია დაცული, – კუნძულ კორფუზე, მისივე სახელობის ტაძარშია დაბრძანებული. წმიდა მღვდელმთავარს ეკლესია ყველიერის შაბათსაც იხსენიებს.
წმიდა მღვდელმთავარი საბერძნეთის მფარველად ითვლება.
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.