მთავარი » პოპულარული

წმიდა სინოდმა ახალი პირადობის მოწმობებზე იმსჯელა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.12.2011 26 კომენტარი | 8,398 ნახვა

საქართველოს საპატრიარქოში დღეს გამართულ სხდომაზე წმიდა სინოდმა ჩვენს ქვეყანაში ახალი პირადობის მოწმობების გაცემის საკითხზე იმსჯელა. ID-ბარათი სხდომის მდივნის, საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელის (დათუაშვილი) თქმით, აღნიშნულ საკითხზე ეკლესიის მოსაზრება საზოგადოებისთვის ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.

წმიდა სინოდის სხდომას უწმიდესი და უნეტარესი, სრულიას საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე თავმჯდომარეობდა.
ახალი თაობის პირადობის მოწმობის გაცემა 2011 წლის 1-ლი აგვისტოდან დაიწყო და სამოქალაქო რეესტრის ინფორმაციით, ამავე წლის ნოემბრის მონაცემებით, ID ბარათების მიღების მსურველებისთვის 72 000–მდე ელექტრონული პირადობის (ბინადრობის) მოწმობა დაიბეჭდა.

საქართველოში სულ ოთხი ტიპის ID ბარათი გაიცემა: საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა, მუდმივი/დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა და დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა ლტოლვილისათვის.

სამოქალაქო რეესტრის ინფორმაციით, ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობის აღება არ არის სავალდებულო, ძველი მოწმობები ვადის გასვლამდე ძალაში რჩება, თუმცა ახალი დოკუმენტების აღების შემთხვევაში მოქალაქე მიიღებს ID ბარათს. ის მაღალტექნოლოგიური, გაყალბებისგან მაქსიმალურად დაცული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია. ID ბარათი ელექტრონული დოკუმენტების ციფრულად ხელმოწერის საშუალებას იძლევა და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ასეთ დოკუმენტებს იურიდიული ძალა აქვს.

საზოგადოების დამოკიდებულება ახალი პირადობის მოწმობების შესახებ არაერთგვაროვანია. მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ID ბარათი მოქალაქეთა კონტროლის მექანიზმად იქცევა, რაც ადამიანთა უფლებების უხეში დარღვევაა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

26 კომენტარი »

  • გიორგი გიო says:

    და სად არის აქ ნაჩვენები რომ სინოდმა იმსჯელა ელექრტრო პირადობების შესახებ?!

    ასევე მეორე, სინოდმა კარგად იცის რომ საქართველოდან იწყებენ ცდების ჩატარებას, თუმცა რატომღაც სდუმს, ან აჩუმებენ! (სხვადასხვა მეთოდებით)

  • დავითი says:

    გიორგი, არასოდეს დაიჯერო რომ ვინმეს სინოდის და ქართული ეკლესიის გაჩუმება დამორჩილება შეუძლია რაღაც მეთოდებით, ასეთ სასოწარქვეთილ და პესიმისტურ შეხედულებებს სპეციალურად ავრცელებენ რომ ხალხს იმედი და ნდობა დაეკარგოს ეკლესიის მიმართ.

    ამას ეკლესიის გახლეჩის მსურველებიც ავრცელებენ.

  • nika says:

    kargit magram posts rom foto daurtet mand ashkarad chans piradi nomeri da saxeli da gavri “fatima todua” da eg mainc moacilet :)

  • ზურაბი says:

    მეც ვერ დავინახე აქ სად იმსჯელეს სინოდმა რა თქვა ეს კიდევ ერთი რეკლამ იყო ჩემი აზრით.მე მოვისმინე გავიგე კერა და არ მინდა რა ბუნება მეუბნება არ აგიოო და როგორ ავიღო აბა?

  • გიგა says:

    აღნიშნულ საკითხზე ეკლესიის მოსაზრება საზოგადოებისთვის ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.<<< თქვენ ბრმები ხართ თუ თავს იბრმავებთ? რას დაინახავ ჯერ არ გამოქვეყნებულა მათი მოსაზრება

  • marusia says:

    magal teqnologiuri sulac ar ari garantia rom ver gayalbdeba zalian advilad yalbdeba eleqtronuli pasporti

  • ელისაბედი says:

    ხალხს არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეს.არ შეიძლება ყველაფერი ჩვენს მაგივრად სხვამ გადაწყვიტოს!

  • ketino says:

    mtavaria rwmenas nu davkargavt, rac ar unda dzala ixmaron ar unda gadagvibiron

  • says:

    სტატიის ავტორი ცვეტში დებილია, “რაგაცა ხომ დავწერე და რა მნიშვნელობა აქვს სათაური რა ექნება” – ს პონტია

  • ნენე says:

    ძვირფასო “შ” ამ სტატიაში და მითუმეტეს სათაურში ვერანაირ სიდებილეს ვერ ვხედავთ, იქნებ სიდებილე ამ უბრალო სტატიის ვერ გაგებაშია??)))

    სანამ შეურაცყოფას მიაყენებთ ვინმეს, ჯერ კარგად დაფიქრდით თავად არ აღმოჩნდეთ თქვენი შეურაცხმყოფელი სიტყვების განმასახიერებელი.. პატივისცემით, ნენე..

  • .... says:

    ძირს აიდი სამი 666 შემცველი დაღ დასმული საბუთები დააბრუნეთ ძველი საბუთები

  • ეშლი says:

    ეხლა გამოფხიზლდა სინოდი”:/კარგი დროა,მანამ სად იყვნენ “წმიიინდა”მამაოები?????

  • ნანა says:

    მეც ვერ გავიგე რა შუაშია აქ სინოდი? განგებ თუა სათაური რო მკითხველი მოიზიდოთ უარესი მოგივიდათ ამდენი ხალხი უაზროდ გააღიზიანეთ, თუ მართლა იცით რა გადაწყვიტა სინოდმა დაწერეთ თუ არა რატომ წერთ ტყუილებს ამ საეკლესიო საიტზე?

  • ანასტასია says:

    და მე რო უკვე ავიღე? :-( მაგრამ რო ვიკითხე მითხრეს რო არ იყო პრობლემა, ეს ის არარიოოო :-)

  • გვანცა says:

    როგორ არ არის აუცილებელი თუ პირადობას ვადა გაუვიდა იმ შემთხვევაში რა უნდა ვქნათ, ძველ პირადობას აღარ გასცემენ………..

  • დარო says:

    მე მჯერა ჩემი პატრიარქის. ის შეცდომას არ დაუშვებს.უფალი ჩვენთანა. ამინ

  • თამარი says:

    მეც მჯერა ჩვენი პატრიარქის,უფალი არ გაგვწირავს… რაც შეეხება სტატიას,სთაურსა და ტექსტის აზრს შორის მართლაც რომ სხვაობაა…

  • ოთო says:

    :))) აუ ხალხო! კითხვა მართლა არ იცით? სათაურში წერია “მსჯელობა გაიმართაო” და სტატიაშიც იგივე წერიაააა!!!! მსჯეობა გაიმართა და სინოდის მოსაზრება მალე იქნება ცნობილიოო…-ეს იმათთვის განვმარტე, ვისაც შინაარსის გამოტანა არ შეუძლია.

  • გიორგი says:

    ისე დროა ეკლესია დადგეს ერთ პოზიციაზე მეუფი იობი წინააღმდეგია. ხოლო ზოგი მეუფე არ არის წინააღმდეგი

  • გიორგი says:

    რატომ აიძულებენ ხალხს ახალი პირადობების აღებას ჩემთვის პირადად გაუგებარია გაიცეს როგორც ძველი ისე ახალი პირადობები აუცილებელი რატომ ხდება ვადის გასვლის შემდეგ ახალი პირადობების აღება? აგნიშნულ პირადობის მოწმობებზე ბევრმა ქვეყანამ ტქვა უარი და რატომ ინერგება ეს ჩვენთან ერთ მუჭა სახელმწიფოში? ეს პირდაპირი დარტყმაა ჩვენზე და მაქსიმალურად შევეწინააღმდეგოთ ე.წ. ახალ პირადობის მოწმობებს.

  • ოთო says:

    ზოგი მეუფე სააკშვილსაც უძღვნის ლექსებს….სამწუხაროდ..

  • დომენიკი says:

    მეუფეები ვინ ვის უძღვნის ლექსებს ეგ ალბათ ჩვენი საფიქრალი არ არის მაგრამ ერთი კი ნათელია რომ რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს წმინდა სინოდი იმას უნდა დავემორჩილოთ მე არ მაქვს პირადობის მოწმობა და სამსახურის გამო ვერც მოძღვართან ვერ მივედი რასაც ის მეტყვის ისე გავაკეთებ. ისე სურვილი არ მაქვს ამ ახალი პირადობის აღების და ალბათ არც ავიღებ

  • ანა says:

    ამ ბარათებზე უარი თქვეს დიდმა ბრიტანეთმა, უკრაინამ, საბერძნეთმა და რიგმა ქვეყნებმა. შედით “ანჩისხატი.გე”-ზე და იქ გაიგებთ დაწვრილებით ყველაფერს.

  • მაკა says:

    გარდა ვადის გასვლისა მგონი სხვა შემთხვევაშიც უქმდება პირადობა-მაგალითად თუ საცხოვრებელს იცვლი.აუცილებელია ალტერნატივის დაშვება.მეც წავიკითხე,რომ სინოდში კომისია შეიქმნა პასპორტებზე.ღმერთმა ყველას გვიშველოს!ჩვენც და მთავრობაც მოაბრუნოს,ვილოცოთ.

  • იკ says:

    და როდის გამოქვეყნდებაო საპატრიარქოს განცხადებაა???? ნახევარმა საქართველომ უკვე აიგოო დააა ამას მსჯელობა რაგად უნდა ყველა ქვეყანაში აკრდზალესს ეგ პირადობებიი ტუნდაც უკრაინაშიი ერტი თქვეს და მთელი უკრაინა გამოვიდა საპატრიარქოსტან ერთად და ვალდებულება მოახსნევინეს.. და ამ საქართველოში რა გვჩჰირს ასეო და ისეოო და ყველა ჩუმადააა და კიდევ დიდხანს ვიკნებით ჩუმად იქამდე სანამ მტელი საქართველო არ აიღბს

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი