მთავარი » ქრისტიანობა

წმიდა სინოდის სხდომის ოქმი (სრული ტექსტი)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.07.2011 6 კომენტარი | 1,937 ნახვა

სხდომის თავმჯდომარე – ილია II – სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი
სხდომის მდივანი – გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) – ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი
სხდომის თანამდივნები – ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) – ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი
საბა (გიგიბერია) – ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი.

საპატრიარქოI. 2011 წლის 5 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა კანონი სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ (დანართი #1). სინოდის სხდომაზე გამოითქვა საერთო უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ, მიუხედავად კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებისა, კანონის მიღება მოხდა საქართველოს საპატრიარქოსთან და საზოგადოებასთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე, რაც საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირთა და მრავალრიცხოვანი მრევლის მღელვარების მიზეზი გახდა. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით წმიდა სინოდმა იმსჯელა და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს კონსტიტუციის და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანი, ისევე როგორც რელიგიური გაერთიანებები, თანასწორია კანონის წინაშე. რელიგიური აღმსარებლობების თავისუფლება არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ რელიგიურ გაერთიანებას ეკუთვნის საქართველოს ესა თუ ის მოქალაქე. საქართველოს კონსტიტუციითა და კონსტიტუციური შეთანხმებით, რომლებიც ქართველი ხალხის ნებას გამოხატავს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსი არ ზღუდავდა სხვა რელიგიურ გაერთიანებათა აღმსარებლობის თავისუფლებასა და კანონის წინაშე თანასწორობას.

2. მიემართოს საქართველოს ხელისუფლებას:

ა) მომავალში რელიგიასთან დაკავშირებული კანონპროექტებისა და სხვა ანალოგიური საკითხების განხილვისას წინასწარი კონსულტაციები გაიმართოს საქართველოს საპატრიარქოსთან, რათა, აღნიშნული თემის სიფაქიზიდან და სპეციფიურობიდან გამომდინარე, თავიდან იქნას აცილებული შესაძლო გართულებები.

ბ) დაიწყოს სამთავრობო მოლაპარაკებები ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ საქართველოს საპატრიარქოს ეპარქიების სტატუსსა და ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

გ) სახელმწიფომ გაააქტიუროს თავისი საქმიანობა საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ეროვნული და სულიერი კულტურის ძეგლების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით.

დ) საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ეკლესიის ავტოკეფალიის დაკარგვის შემდეგ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე განხორციელებული რელიგიური პოლიტიკა და სხვა ქმედებები აღიარებულ იქნას უკანონოდ.

ე) შეიქმნას კომისია, რომელიც მონიტორინგს გაუწევს კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.

3. წმიდა სინოდი მოუწოდებს სასულიერო პირებს და მრევლს სიმშვიდისკენ და, მიუხედავად მღელვარების მიზეზებისა, თავი შეიკავონ ყოველგვარი თვითნებური ქმედებებისგან და გააძლიერონ ლოცვა ერის ერთობისა და მშვიდობისათვის.
II. წმიდა სინოდმა მოისმინა მოხსენება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანტონ II (ბაგრატიონი) ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ და
გ ა ნ ა ჩ ი ნ ა:

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II აღიარებულ იქნას წმინდანად და ეწოდოს მრავალვნებული ანტონ II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მისი ხსენება დაწესდეს 21 დეკემბერს (ახალი სტილით 3 იანვარი).
ასევე დაიწეროს წმიდანის ხატი და შეიქმნას შესაბამისი საღვთისმსახურო განგება.

III. წმიდა სინოდმა იმსჯელა სასულიერო პირთა მიერ ზნეობრივი ნორმების დარღვევის ფაქტებზე და
გ ა ნ ა ჩ ი ნ ა:

შეიქმნას ზნეობრივი ნორმების დარღვევათა შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1. სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)
2. გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი)


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

  • tengo says:

    aba ras piqrobt?

  • ეს შეთანხმება თუ შესრულდა, ძალიან კარგი იქნება და უფრო გაძლიერდება საქართველოში მართლმადიდებლური სწავლება. იმიტომ, რომ კონსტიტუციური შეთანხმება ასევე იმას გულისხმობს, რომ სკოლებში უნდა ისწავლებოდეს რელიგია და სხვა მრავალი…

  • ნინო says:

    სამწუხაროდ,არა მგონია ამ ოქმმა სომხები დააბრკოლოს ეკლესიების მითვისებაში.მთავრობა კი რასაც დაავალებენ,იმას აკეთებს,ღმერთის რ ეშინია.ბიომეტრიის საკითხებში კი ეკლესიაც,სინოდიც დუმს და ამიტომ ვისჯებით.ვაი,ნეტა უარესი არ დაგვემართებოდეს,ვილოცოთ.

  • ani says:

    ხელისუფლება სინოდს დაემუქრა რომ თუკი აქციები გაგრძელდებოდა სისხლს დაღვრიდნენ..ასეთი ინფორმაცია გავრცელდა..

    ადრე თუ გვიან ამ ამბავს მაინც სისხლი მოქყვება.. სვეტიცხოველში და ქართულ ტაძრებში სომხებს არავინ შუშვებს.. მთელი საქართველო დადგება ფეხზე..თავს შესწირავენ და ტაძრებს მაინც დაიცავენ…

  • ნინო says:

    საბოლოოდ,ჩვენს ერს ეგ მისია აქვს,სწორედ მოწამეობრივ გაბრწყინებაზეა საუბარი და არა მატერიალურზე.და რა არაკეთილსინდისიერი გადაწყვეტილებებიც არ უნდა იყოს ყველა მხრიდან,(ერისაც და ბერისაც),არ უნდა შეგვეშინდეს,რადგან ღვთის ხელში ყველა მხოლოდ იარაღია.ის ისე მოაწყობს საბოლოოდ საქმეს,ჩვენთვის საუკეთესო მხრივ იქნება.ღვთისმშობელი მარიამის ქვეყანა ვართ,რამ უნდა შეგვაშინოს? საქართველომ ბოლობოლო თავისი მოწამეობრივი მისია უნდა აღასრულოს.ტაძრების დაცვით იქნება ეს თუ სხვა რამით,ეგ არ ვიცით.რა თქმა უნდა გულდასაწყვეტია,როცა მრევლს აბნევენ და მთავრობაშიც ურწმუნოებაა,მაგრამ უფალი საბოლოოდ გაგვაძლიერებს,მჯერა.სასოწარკვეთილება უნდა განვაგდოთ,ვილოცოთ…,,ამ ქვეყნად იმიტომ არ მოვსულვართ,რომ კარგად მოვეწყოთ”ამბობს მამა პაისი.

  • n says:

    axali rac ar icodit am saqmestan dakavshirebit gaiget?gadawyvetilebis ieri am ganchinebas ar akvs da