მთავარი » პოპულარული

წმიდა სინოდის გადაწყვეტილება ID ბარათებთან დაკავშირებით ცნობილია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.01.2012 25 კომენტარი | 19,437 ნახვა

წმიდა სინოდმა ID ბარათებთან დაკავშირებით 2011 წლის 20 დეკემბერს იმსჯელა და განაჩინა: საკითხის შესასწავლად შექმნილიყო კომისია ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი იობის (აქიაშვილი); ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბასა (გიგიბერია) და რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტის იოანეს (გამრეკელი) შემადგენლობით.

ID აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მეუფე იობმა (ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი) მრევლს ქადაგებით მიმართა: “წმიდა სინოდის სხდომაზე ვიმსჯელეთ ახალი პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით. მღვდელთავართა შორის განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა. მივიღეთ გადაწყვეტილება, მივმართოთ მთავრობას, შეიქმნას ალტერნატიული საბუთები, რომელშიც არ იქნება ჩიპი და რიცხვი 666. ეს არის ღვთის დიდი წყალობა, მადლობა უფალს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. მისი უწმიდესობა დათანხმდა ამ წინადადებას და ახლა მზადდება ტექსტი, რომლითაც უნდა მივმართოთ ხელისუფლებას, გაითვალისწინონ 95% მართლმადიდებელი ქრისტიანის აზრი, რათა ჩვენ მოგვეცეს არჩევანის უფლება და არა იძულებით თავს მოგვახვიონ ელექტრონული ბარათები და ასე იცხოვროს ქართველმა ერმა.

იმის ფონზე, როცა ევროპის წამყვანი ქვეყნები უარს აცხადებენ ელექტრონულ ბარათებზე, მათ შორის: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, უკრაინა, რუსეთი და აშშ-ის 29 შტატი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ექსპერიმენტებს ატარებენ ჩვენს ქვეყანაზე. სურთ, თავს მოგვახვიონ ეს განსაცდელი, რასაც ჰქვია ხალხის მანიპულირება, ზეგავლენა იქონიონ და შეავიწროვონ ჩვენი მრწამსი, სარწმუნოება. მადლობა უფალს, ეს არის ღვთის წყალობა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მივიღეთ. მისმა უწმიდესობამ ისიც კი ბრძანა, გამოიცეს ბროშურები, მთელ საქართველოში დარიგდეს და ინფორმირებული იყვნენ ადამიანები ელექტრონულ ბარათებთან დაკავშირებით. ID ბარათებთან ერთად უნდა შეიცვალოს ბიომეტრიული პასპორტები და მოგვეცეს საშულება, ნებაყოფლობით გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება ამ საბუთებისადმი. (22.01.2012)”

სამოქალაქო რეესტრის 20 იანვარის (2012წ.) მონაცემებით ID ბარათის მიღების სურვილი 120 000 –მა მოქალაქემ გამოთქვა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

25 კომენტარი »

  • ნინო says:

    სად წავიდა უამრავი კომენტარი იდო ამ სტატიაზე

  • ადმინისტრატორი says:

    ძრავის და დიზაინის განახლების შემდეგ სამწუხაროდ გარკვეული კომენტარები დავკარგეთ, ეს არ ეხება მხოლოდ ამ სტატიას, იგივეს შეხვდებით სხვა რამდენიმე სტატიაშიც.

  • ელისაბედი says:

    მადლობა უფალს!არ გვინდა ეს ID ბარათები და ჩიპიანი პასპორტები!!!

  • მიხეილი says:

    და შედეგი?! სად არის შედეგი? განვითარებულ ქვეყანაში პოლიტიკას უნდა კარნახობდეს ხალხი და არა მთავრობა. მთავრობა უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების მოთხოვნასა თუ შეკვეთას, რადგანაც საზოგადოებისთვისაა მთავრობა და არა პირიქით. გადასახადს საზოგადოება იხდის, შესაბამისად ინტერესიც საზოგადოების უნდა ტარდებოდეს. ყოველგვარი არგუმენტაცია უნდა განიხილოს და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნას მიღებული. ეს ყოველივე არ უნდა ძალადობდეს საზოგადოების წევრთა სულიერ ცნობიერებასა და თვიშეგნებაზე. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ საზოგადოების თითოეული წევრის ვალდებულებაა გარდა პირადი ვიწრო ინტერესის გატარებისა, ზრუნვა დანარჩენთა და ზოგადად ერის კეთილდღეობაზე, როგორც სულიერი ასევე მატერიალური თვალსაზრისით. რისთვისაც აუცილებლად არის დასაძლევი პირადი ეგოცენტრიზმი. სხვაგვარად ქვეყანა და ერი, ზოგადად, იქნება ჩამოუყალიბებელი და, დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი – სახეზე გვაქვს არა საზოგადოება (საზოგადოება განიმარტება როგორც ხალხის კრებული, რომელსაც გააჩნია თვითშეფასების უნარი), არამედ ბრბო, რომელზეც მძლავრობს ბოროტი(ხალხის რომელიმე ჯგუფის გამოყენებით).
    ამდენად, ერთმანეთზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია ღვთისა და ერის წინაშე, სადაც, თუნდაც უმცირესობის ინტერესიც არის გასათვალისწინებელი და მისთვის, არა საზიანოდ, არამედ სასიკეთოდაა მისაღები იმგვარი გადაწყვეტილება, სადაც ყველა წევრს მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა ექნება ალტერნატიული არჩევნის გაკეთების უფლება; თუ, რა თქმა უნდა ეს არ იქნება სხვათა საზიანოდ! აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ თანადგომა გადამწყვეტი თუ არა ძალზე მნიშვნელოვანია.
    ფარავდეს ღმერთი სრულიად საქართველოს!

  • სანდრო says:

    არ ვიცი აქ რა ფაქტს ადგილი, მაგრამ წმ.სინოდს ამ პასპორტებთან და პირადობებტან დაკავშრებით ოფიციალურად არაფერი არ გამოუქვეყნებია და შეცდომაშ შეგყავთ თქვენ მკითხველი!!!!!!!!!!!!!!!!!!

    • ნიკა says:

      სანდრო გენაცვალეე ესეაა,,დღეს სინოდი ორ ნაწილადაა გახლეჩილი და იმის მაგივრად რომ იმ მეორე ნაწილმა სულირებისკენ იაროს და არა მატერილიზმისკენ პირიქით აკეთებენ და ბოლომდე არ გამოაქვეყნეს კონტეწსტი ამოიღეს და იობმა კიდევ ეს არ დამალა და თქვაა რომ ილია მეორე ეთანხმებოდა და კდიევ ერთი.. თუ იობი ქადაგებს რომ არ ავიღოთ ეს ბარათები… და მიტროპოლიტი როცა ქადაგებს ესეგი კურთხევა ილია მეორესგან აააქვს.. ხალხს უნდა რომ ილია მეორემ თქვას მაინც და მაინც.. მაგრამ ეს ასე არ არის.. და ჩევენც უნდა გავანძრიოთ თავები.

  • თამარი says:

    მე დამჭირდა ეს პასპორტი და ავიღე.უმაღლესში სხვანაირად ვერ შევიტანდი განცხადებას.არ მინდოდა ნამდვილად,სულ ამის შესახებ ვაგროვებდი ინფორმაციას, საკმაოდ ბევრ სასულიერო პირს ვკითხე,ნება მომცეს.გარდა მაგისა,ინსტრუქცია წავიკიხთხე და ბარატის გადატეხის დროს ყველანაირი ინფორმაცია უქმდება,ასევე ულტრაიისფერი სხივებზე დადებისას.თუ გამოვლენდ ა განაცხადებენ,რომ ეს სატანისტურია უბრალოდ გადავტეხავ.

    ხოდა კიდე,აზროვნება არ შემცვლია და ზიარებასაც დიდი სიხარულით ვიღებ.

  • eka says:

    ყველაპერი გასაგებია, მაგრამ ერთს ვერ ვგებულობ. თუ უფალი გვიყვარს და მუდამ გვეყვარება, რა ეს ბარათები ამ სიყვარულს შეანელებს? ან ვისაც სჭირდება პირადობა რა ქნას იმ ადამიანმა?ამიტომ დროზე მოხდეს ამ საკითხის გადაწკვეტილება გთხოვთ.

  • ნინო says:

    მანდ საქმე ისაა,რომ რაც არ უნდა გადავტეხოთ მგონი ბიომეტრიული მონაცემები თვალის და თითის ანაბეჭდები აღრიცხულია.თვალთვალის და კონტროლის მექანიზმი იხვეწებაა,რაც უფლების შელახვად აღიქვეს სხვადასხვა ქვეყნებში და უარი თქვეს.თან-დიზაინი ქრისტიანისთვის არასურველია,რაც ძალაუნებურად მოქმედებს ფსიქიკაზეო.ეს ყველაფერი არ იქნებოდა საყურადღებო(აღწერა ყველა ეპოქაში ხდებოდა)რომ არა ჩვენი დროის დიდი ბერების შეშფოთება ამ საკითხებით,მით უმეტეს ექსპერიმენტალური დაჩიპვა მსოფლიოში დაწყებულია და ბევრი მოხალისეც არის.სწორედ სხვადასხვა ბერები თვლიან,რომ ამ საკითხში ფრთხილად უნდა იყვნენ ქრისტიანები.და ვისაც სახარება წაკითხული აქვს,ისიც პარალელს ავლებს ვერ იყიდი-ვერ გაყიდისთან(უჩიპოდ,ან ნაკაწრის გარეშე).რა ნაკაწრია ეს-არ ვიცით.ზოგი ამბობს,რომ სურათის გადაღების დროს მექანიკურად ინომრები შუბლზე და ხელზეო ,ზოგი ამბობს მომავალში ნანოტექნოლოგიური ტვიფრს(ანუ პირად ნომერს) შემოიღებენო ჩიპის სახით,მოკლედ დამღლელი და საფრთხილოა ეს ყველაფერი.

  • დათო says:

    თქვენ თუ გგონიათ, რომ ღმერთი გიშველით ძაან ცდებით ის ან არ არსებობს ან სასტიკია ღმერთი მასიური სიგიჟეა.

    • ბაბი says:

      აი, თქვენ ალბათ სიამოვნებით დააჩიპვინებთ თავს.
      მე მგონი რაც ხდება, უფლის სიბრძნეში ლოგიკურად ჯდება. ხომ უნდა განარჩიოს უფალმა ვინ სად უნდა მოხვდეს, ანუ განირჩეს სარეველა კეთილი თესლისგან.

  • sofo says:

    ar gvinda es eleqtronuli baratebi,isedac yvelgan daibuda satanam da kide es baratebi agar gvchirdeba jibeshi.

  • giorgi says:

    ver gavige ra id chipebi xalxno tu gmerti giyvars sda gwams da mudam gmertis msaxurni viqnebit arafaeri da veraferi shegvishlis xels id barats me arasdros da arasodes avigeb ginda tavcis mokvla momicios gmerti yvelganaa dideba ufal gmerti ars chventan amin

  • mariami says:

    arc gadatexva shvelis sakmes da arc rogorc marigeben xolme “aige da sapuleshi xatebs shoris chadeo”,es ubralod tavis damshvidebis sauketeso sashualebaa/ id is ar avigeb. exla swavla id is gareshec shegidzlia, ganatlebis saministrom daushva purceli romelzec yvela is monacemia rac gchirdeba universitetshi chasaricxad,shegidzliat waikitxot gazeti “kvakutxedi”s nomer me10 gamocema,sadac axsnilia potos gadamgeb yutshi shesvlis mere ra xdeba,ra danishnuleba akvs lazers da a.sh

    • თამარ says:

      მარიამ, გაიხარეთ. და როგორ არის შესაძლებელი ამ ბარათების გარეშე სწავლა? რა უნდა გაკეთდეს ამისათვის და სად უნდა მიიღო ეს ფურცელი? და თუ იცით, არის თუ არა ჩიპი საზღვარგარეთის პასპორტში? იდ ბარათზე აშკარად ჩანს ჩიპი და საზღვარგარეთის ახალ პასპორტში ვერაფრით ვერ ვიპოვეთ.

      • mariami says:

        gamocdebis erovnul centrshi mixval da ik agixsnian rodgori saxis purceli unda mogcen iusticiis saxshi.is purceli giwevs piradobis punkcias,gamocdazec magiti gadixar da sabutetis migebis drosac imas adzlev.maia miminoshvilmac am wels gamoacxada er ert gadacemashi roca es kitxva dausves rom vinc ragac ragac mizezebis gamo ar igebs id so mattvis daishva imis gamo rom ar sheperxdneno.martalia ar chans, magram sazgvargaretis pasportshi aris chipi, mec meubnebodnen titkos ar ariso magram gavarkvie am sakitxshi kompetentur pirtan da ariso.

  • mariami says:

    tu am baratis ageba arapers ar nishnavs, dapikrdit ,mashin rato gamodis amdeni kveyana mis winaagmdeg?inglisis premier ministrma devid kemeronma kveyanashi elektronul id baratebze kanonproekti gaaukma,ukrainashi ,kievshi atasobit morwmune gamovida ,saprangetshi da rac yvelaze mnishvnelovania roca saberdznetshi igive problema dadga rac chvens kveyanashia atonis berebma atonis wminda mta datoves da xalxtis gverdze dadgnen,mtavrobam am sakitxis ganxilva vegarc gabeda da daushva alternativa ,visac ar gjerat shegidzliat shexvidet saitze bolojamze.ge da tkveni tvalit naxot videoebi.atonis mtis berebis pozicias ar mesmis rogor unda sheewinaagmdego.

  • mariami says:

    marto chipis gamo ki ar gveubnebian modzgvrebi rom id is ageba er sheidzleba,aramed imitoc rom araprit ar sheidzleba suratis gadageba,radgan lazerit romelic suratis gadagebis dros anatebs pirdapir shublis im wertils romlis ukanac tavisupali nebis ganmgebeli centria is iwveba,magram es patara wertilia da tkivils ver agikvams organizmi. magram piradad chem klasels, romelsac sicilad ar hyopnida id is ar agebis mizezebi, roca gadaigo surati, ramdenime dge tkioda tavi.lazerit xdeba shtrixebis sheyvana adfamianis shublze.specialuri skanerebi agikvamen,kitxuloben tavsaburavis migmac ki am damgas.tvalisatvis ki yxilavi ikneba.es chemi azrebi ki araa aramed berebis winaswrmetyvelebebia.damgis shesaxeb meudabnoe beri dANIELI GVEUBNEBA.VISAC YURNI AKVS ISMINOS AMBOBS UPALI.EXLA SWORED ES DROA. ZOGS ID IS AR AGEBA SICILAD AR YOPNIS.UNDA AIRCHIO AN GMERTI AN AMKVEYNIURI BEDNIEREBA,ROMLIS DASRULEBAS YOVEL WAMS UNDA ELODO .RADGAN AR ICIC RODIS WAXVAL AM KVEYNIDAN.

  • mariami says:

    porma 1 unda aigot iusticiis saxlshi erovnulebze gasasvlelad.mec eg avige da magit gavdivar.5samushao dgeshi mzadaa.uvadoa,amito gamocdebis dros gamocvla ar mogiwevt.gancxadebas wert iusticiashida da me 5 e dges ukve igebt.tu gindat skolidanac aiget sabuti.ganatlebis saministros cxel xazze davreke da ik mitxres zogma eg gindato.amito orive gaaketet.me egec mimak.sakmeta mmartveli aketes magas miitant chveulebriv gadagebul potos 3/4ze da is giketebt sabuts romelzec weria:tkveni saxeli da gvari ,piradi nomeri,mititebuli ekneba rom martla daamtavret esada es skola N it da ikneba tkveni poto.

  • mariami says:

    skolis saatestatoze gasasvlelad igebt chveulebriv surats 3/4 ze da sakmeta mmartveli aketebs sabuts romelzc aris eg surati,saxeli gvari piradi nomeri da weria mieces saatestato gamocdebze gasasvlelad.upreblemod gaxvalt magis wyalobit piradi magalitidan gamomdinare geubnebit

  • mariami says:

    s a b u t e b i s s h e t a n a ro daiwyeba universitetistvis migakvt ik porma 1 ,piradobis magivrad,me upreblemod gavedi erovnulze rac zemot davwere im purclit aam wels. a t e s t a t s upiradobod igebt tu xart arasrulwlovani uproblemod dedas gamoakvs.me ese gamovitane .vinc srulwlovania aketebt mindobilobas da ise igebt atestats upiradobod.

  • Giorgi says:

    Surati romargadavigo im aparatze magshemtxvevashi sheileba avigo aid barati?iqneb vinc erkvevit mipasuxot ra feisbukze giotsikubadze.patara bichis suratia midevs.vada gadis chems piradobas aprilshi da yvelanair gamosavals vezeb rom swori gadawyvetileba mivigo da gtxovt tuvinme shegizliat momawodet tqveni Azri.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი