მთავარი » ქრისტიანობა

წმიდა მეფე მირიანი და დედოფალი ნანა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.05.2020 3 კომენტარი | 21,910 ნახვა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 31 მაისს წმინდა მოციქულთა სწორი მეფე მირიანის და დედოფალ ნანას წმიდა მეფე მირიანი და დედოფალი ნანა ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმინდა მოციქულთა სწორნი მეფე მირიანი და დედოფალი ნანა ქართლის სამეფო ტახტზე მე-4 საუკუნეში მეფობდნენ. დედოფალი ნანა პონტოელი მთავარსარდლის ასული იყო. მეფე მირიანი სარწმუნოებრივი შემწყნარებლობით გამოირჩეოდა: თაყვანს სცემდა ცეცხლსა და ქართულ კერპებს. ბერძნებთან ხანგრძლივი ურთიერთობის გამო ქრისტიანული მოძღვრების შესახებაც გაგებული ჰქონდა. მის ყურამდე მისული იყო წმიდა კონსტანტინე დიდის მიერ მტრის სასწაულებრივი დამარცხების ამბავი.

მოციქულთა სწორის წმინდა ნინოს ქადაგებით მეფე-დედოფალი მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე მოექცნენ. მათი მეფობის ჟამს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა.

მცხეთაში წმინდა ნინოს მეშვეობით მოძიებულ უფლის კვართის ადგილას მეფე-დედოფლის მეშვეობით სვეტიცხოვლის პირველი ტაძარი აიგო. წმინდა მეფე მირიანი და წმინდა დედოფალი ნანა მცხეთაში, სამთავროს ეკლესიაში არიან დაკრძალული.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი