მთავარი » პოპულარული

წმიდა მატრონას პურის შესახებ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.01.2012 2 კომენტარი | 11,592 ნახვა

ბოლო დროს საქართველოში წმიდა მატრონას სახელობის მონასტრის სახელით იყიდება ცომი (ან პური). საქართველოს საპატრიარქო მოსახლეობას აფრთხილებს, გამოიჩინოს სიფხიზლე და არ მიიღოს ამ საეჭვო წარმომავლობის ცომეული.

ნეტარი მატრონა საქართველოს საპატრიარქო: “როგორც შეგვატყობინეს, საქართველოს ტერიტორიაზე (უმეტესად თბილისში) ვრცელდება ცომი (ან პური, თავისი გამოცხობის თანდართული რეცეპტით) თითქოსდა წმიდა მატრონას სახელობის მონასტრიდან. წმიდა მატრონას სავანე თავის ოფიციალურ საიტზე მორწმუნეებს აფრთხილებს, რომ ეს სიცრუეა და ამ ცომსა და პურთან მონასტერს არავითარი კავშირი არ აქვს ( www.pokrov-monastir.ru ).

გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფხიზლე და ნუ მიიღებთ ამ საეჭვო წარმომავლობის ცომეულს; ასევე გააფრთხილეთ სხვებიც.” (06.01.2012)

ნეტარი მატრონა (1881–1952წწ.) – რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდანი სიცოცხლეშივე აღიარეს, როგორც წინასწარმეტყველი და სასწაულთმოქმედი. წმიდანი მატრონა გულმხურვალე ლოცვებით კურნავდა ხალხს სხვადასხვა სნეულებებისაგან.

წმიდანმა დატოვა ანდერძი: “ჩემი სიკვდილის შემდეგ ჩემს საფლავზე ივლიან მხოლოდ ახლობლები, როდესაც ისინი აღესრულებიან, საფლავი გაუკაცრიელდება, იშვიათად თუ ვინმე მოვა… მაგრამ მრავალი წლის შემდეგ ადამიანები გაიგებენ ჩემს სახელს და გუნდ – გუნდად ივლიან გასაჭირში ჩავარდნილები დახმარებისთვის, რათა ვილოცო მათთვის უფლის წინაშე, მე ყველას მოვუსმენ და ვინც მომმართავს დახმარებისთვის, დავეხმარები”.

ნეტარი მატრონას მიერ აღსრულებული სასწაული – ჩემს ნაცნობ ქალს ათი წლის შვილიშვილი – გოგონა გაუხდა ავად. ბავშვი რეანიმაციაში იწვა. იმდენად კრიტიკული იყო ბავშვის მდგომარეობა, რომ ექიმები მშობლებს გადარჩენის იმედს არ აძლევდნენ. მშობლები, ბებია, ბაბუა, ამას, ცხადია, მტკივნეულად განიცდიდნენ. და… ბებია ნეტარი მატრონას საფლავისკენ გაეშურა. შევნიშნავ, რომ ეს ქალი მთელი თავისი სიცოცხლე ურწმუნო იყო, თანაც – მოუნათლავი. მრავალი წელი სკოლაში ისტორიისა და ათეიზმის პედაგოგად მუშაობდა. და აი, საფლავზე მიიღო კურთხევა: სასწრაფოდ მონათლულიყო ტაძარში და ქრისტიანული ცხოვრების ყველა წესი შეესრულებინა. ამით ის დაეხმარებოდა ავადმყოფ შვილიშვილს. ყოველივე ეს მატრონას საფლავზე მომსახურე მონაზონმა უთხრა, მან ზედმიწევით შეასრულა. ბავშვი გამოჯანმრთელდა, სკოლაში დადის, ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობს და ახლობლების გულს ახარებს. გმადლობთ, მატრონა. (ო. მარკინა. მოსკოვი. 1997 წ.)

წმიდანის საფლავზე უამრავი მომლოცველი მიდის.

იხილეთ: ნეტარი მატრონა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • თამუნა says:

    მე მომცეს (ცომი) წესებით იყო დასამზადებელი,შემდეგ გამოვაცხვე და მეც ვჭამე და ოჯახის წევრებსაც გავუნაწილე. ცომიც გავავრცელე როგორც მითხრეს.ახლა რა ვქნა? ცუდი არაფერი გამიკეთებია , მამაოჩვენო ვთქვი და სურვილი ჩავიფიქრე.ახლა რა ვქნა? დავაშავე რამე?

  • ნათია says:

    მეც იგივე დამემართა და ვუთხარი ჩემი შვილის ნათლიას რომელიც ეკლესიაში მსახურობს და მან მირჩია დიდი სინანულით აღსარება ჩამებარებინა ჩემს მოძღვართან და გულით მომენანიებინა, მაგრამ მანამდე კარგად გამარკვია იმაში რომ როდესაც ადამიანი იშვიათად დადის ეკლესიაში, იშვიათად ესაუბრება მოძღვარს ვარდება ასეთ ცოდვაში უმეცრების გამო, უცოდინარობის გამო და ურწმუნოების გამო…ვინც ხშირად დადის ეკლესიაში უსმენს და ესწრება სისტემატიურად წირვა ლოცვებს,ესაუბრეაბა მოძღვარს და ისმენს მის ქადაგებებს და რჩევა დარიგებებს (ითვალისწინებს)იმას ეს არ ემართება…მივხვდი რომ ეს ჩემი სიაზრმაცის ბრალი იყო და ასეც მოვიქეცი,დიდება უფალს ამას არაფერი ცუდი არ მოჰყოლია ღმერთის მადლით

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი