მთავარი » ეკლესია-მონასტრები

წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია (ახოსპირელის ქუჩაზე)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.01.2013 3 კომენტარი | 3,156 ნახვა

თბილისის ახოსპირელის ქუჩაზე მდებარე წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია დიდი ხანია სავალალო მდგომარეობაშია და ინგრევა…

წმიდა გიორგის ეკლესია ახოსპირელზე წმ.გიორგის სახელობის ეკლესია XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე აიგო. ტაძარი მეფე დავით VIII ბაგრატიონმა (1293-1311წწ.), დიმიტრი თავდადებულის ძემ სომხეთში, შირაქის ოლქში სოფელ მოღნის ეკლესიიდან -ჰოვჰანავანქიდან გამდობრძანებული წმიდა გიორგის ნაწილების საპატივსაცემოდ ააშენა და იქ დააბრძანა.

ჰოვჰანავანქი აირარატში, ანბერდადწოდებულ გავარაში მდებარეობს, რომლის შემადგენლობაშიც კარიბის ოლქიც შედის. ქართველი მეფეებიდან ამ რეგიონებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება დავით VIII ბაგრატიონისა და მისი ძეების შემთხვევაში დასტურდება.

ტაძრის ჩამონგრევის შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, 2010 წელს წმიდა გიორგის სახელობის ტაძარს არქეოლოგიური შესწავლა ჩაუტარდა.

თუ რა გახდა ტაძრის ჩამონგრევის მიზეზი და შესაძლებელია თუ არა ნაგებობის აღდგენა, ამ თემის შესახებ “ამბიონს” საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გურამ მირცხულავა ესაუბრა:

“2010 წელს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ წმიდა გიორგის ტაძრის ჩამონგრევის შემდეგ მიიღო ზომები შესაძლო გამაგრების შესახებ. დადგა საკითხი, თუ რომელი ძეგლი იყო, რომელზეც სომხები პრეტენზიას აცხადებდნენ.

ცნობილი გახლდათ, რომ “მოღნისის„ წმიდა გიორგის ტაძარი ადრეულ ქართულ ეკლესიაზე აიგო.
განახლების, რესტავრაციის სამუშაოების სურვილის შემთხვევაში, ბუნებრივია, ნაგებობა პერიმეტრების გათხრას მოითხოვს, განსაკუთრებით – დანგრეული ნაწილის.

ტაძარი გუმბათიანია, რაც ქართული ეკლესიის არქიტექტურის ტრადიციაა -ოთხ ბოძზე მოთავსებული გუმბათი. ამას თავისუფლად მდგარი სვეტები ჰქვია. ორი სვეტი დღესაც დგას გადარჩენილ ნაწილში, რომელიც მიწის დონეზეა დასული.

წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია (ახოსპირელის ქუჩაზე)

დარჩენილია ტაძრის დასავლეთის ნახევარი და აღმოსავლეთის აბსიდების გამდონგრეული ნაწილი. იმისთვის, რომ გაგვეგო, რატომ ინგრევა ტაძარი, საჭირო იყო გვენახა გრუნტი, მიწის ქანი, რაზეც ტაძარი დგას. სამუშაო პროცესში გეოლოგები ჩავრთეთ.

გაირკვა, რომ ტაძრიდან 5 მეტრით ქვემოთ წყალია და ეს გრუნტის წყალი საძირკველს უთხრის და ანგრევს ეკლესიას. ეს ტერიტორია ამ სიმძიმის ნაგებობებს ვერ უძლებს, რადგან წყლიანია.

ენგელსის ქუჩა სოლოლაკის ხევზე დგას. ქუჩის ქვემოთ სანიაღვრე მოდის. ამ წყალმა გრუნტი გამოუთხარა პირველ ტაძარს და დაანგრია. XVIII საუკუნეში ახალი ტაძარი დააშენეს ზემოდან, რომელიც საძირკველში გასკდა და ამჟამად ჩამონგრეულია. შესაბამისად, ტაძრის რესტავრაცია შეუძლებელია. საძირკველი უკვე დაძრულია.

ტაძრის კედლები დაახლოებით 4-5 მეტრი სიმაღლისაა. ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს, კედლები უნდა დადაბლდეს დაახლოებით ორ მეტრამდე, საძირკველი სადამდეც გაუძლებს. ტაძრის მთელი პერიმეტრი უნდა გაითხაროს. დადგინდეს პირველი ტაძრის ტიპი, რომელზეც მეორე ტაძარი აშენდა, წინამდებარე ტაძრის არქიტექტურა უცნობია. მთლიანი გათხრა არ მოხერხდა, რადგან დაზიანებულია ტაძარი.

გადმოცემა არსებობს, რომ ტაძარი დემეტრე თავდადებულის შვილის დავით VIII ბაგრატიონის მიერაა 1293-1311 წლებში აშენებული წმიდა გიორგის წმიდა ნაწილების დასავანებლად.

ჰოჰანავანქი, კარბის ტერიტორია და მთელი ეს მხარე იმ პერიოდში საქართველოს სამეფოში შემოდიოდა, სომხური სამეფო გაუქმებული იყო. ამიტომ დავით VIII ბაგრატიონმა წმიდა ნაწილების ნაწილი საქართველოში ჩამოაბრძანა, დანარჩენი დატოვა. შემდეგ თურქები, ირანი და ოსმალები შემოვიდნენ ამ რეგიონში, საშიში გახდა სიწმინდეების იქ შენახვა და ჰოჰანავაქიდან კარბის რეგიონში გადმოიტანეს. შემდეგ აქაც შემოვიდნენ თურქები. ბოლო პუნქტი მოღნისი იყო, საიდანაც საბოლოოდ სიწმინდეები მთლიანად თბილისში ჩამოაბრძანეს და წმიდა გიორგის ტაძარში დაავანეს.

წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია (ახოსპირელის ქუჩაზე)“მოღნისი” არაბული სიტყვაა და წყლიან ადგილს ნიშნავს. მართლაც, ის ადგილიც წყლიანია, სადაც ტაძარი აიგო.

1810 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმეს, სომეხი მოსახლეობის ნაწილმა ტაძარი თვითნებურად დაიკვეს და გადააკეთეს.

ეკლესიას აქვს ქართული ტაძრისთვის დამახასიათებელი მოხატულობის ნიშნები და გარეთ განზიდული აფსიდები.
შემორჩენილია ფილაქნით დაგებული იატაკიც.

კედლები უნდა დადაბლდეს, გამაგრდეს, გაილესოს, ლითონ-კონსტრუქციით გადაიხუროს. სასურველია გათხრა, ძველი ტაძრის სრული პერიმეტრის წარმოჩენა. უნდა დადასტურდეს, პირველმდებარე ტაძრის არქიტექტურა რომელ ტიპს მიეკუთვნება, გაიწმინდოს იატაკი, სადაც თამარ მეფის მონეტები გვაქვს. ტაძრის გათხრისას აღმოვაჩინეთ კერამიკაც.

გათხრები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დაფინანსებით ჩატარდა. გაიწმინდა ტერიტორია, მაგრამ საბოლოო შესწავლას თანხები ვერ გასწვდა, მხოლოდ წარმოდგენა შეგვექმნა.

საბოლოოდ, თბილისი მიიღებს ძეგლს, სადაც მკვეთრად გამოჩნება ქვედა XIV საუკუნის ძეგლი თავისი კედლებითა და იატაკით. ტაძარი ქართულია და ამაში მოდავე არ შეიძლება გვყავდეს”.

წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია (ახოსპირელის ქუჩაზე)დავით VIII ბაგრატიონის უფლისწულობის პერიოდში საქართველო სამხრეთი რეგიონების გარდა ისტორიულ სომხეთსაც ფლობდა. 1285 წლის ავანის სომხურენოვანი წარწერა ადასტურებს დიმიტრი თავდადებულის მეფობის დროს მისი შვილის – დავით უფლისწულის მფლობელობას სომხეთის ამ ტერიტორიებზე. ისტორიული წყაროებით დგინდება, რომ ამ პერიოდში საქართველოს სამეფოში შემოდიოდა აირარატის თემი, ანისისა და კარის მხარე და სხვ. დავითის ბატონობა მთავარი საფუძველია 1311 წელს მისი შთამომავლებისათვის სომხურ პროვინციებში სამფლობელოების მოსაპოვებლად. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად ჰოვჰანავანქის მონასტრის ეგვტერის სომხური წარწერა (1320-1321წწ.) ადასტურებს აქ დავით VIII ბაგრატიონის მემკვიდრეთა მფლობელობას.

დავითის სამფლობელოში, უფლისწულობისა და მეფობის პერიოდში, სომხური პროვინციების არსებობამ შექმნა შესაძლებლობა შემდეგშიც აქ მის შთამომავალთა მფლობელობისათვის. ეს ისტორიული ფაქტები მიგვითითებს XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე, როცა აირარატი, კარბის ოლქი, სადაც ჰოვჰანავანქი მდებარეობს, ანბერდის გავარი დაშირაკის ოლქი ქართველ მეფეთა – დავით VIII ბაგრატიონისა და მის ძეთა – ალასტანელთა ხელშია.

მონღოლთა ბატონობის იმ მძიმე პერიოდში, რომელშიც დავით VIII ბაგრატიონი მოღვაწეობდა, ყურადღებას იქცევს მისი აღმშენებლობითი მოღვაწეობა და ღვაწლი კულტურის სფეროში. დავით VIII ბაგრატიონი გახლავთ იერუსალიმის ჯვრისმონასტრის განმათავისუფლებელი(1306წ.) და მეორედ აღმშენებელი. მან ააგებინ ათბილისისწმ. გიორგის კალოუბნის ეკლესია და სხვა…

მთავარმოწამის სხვა ნაწილები საქართველოში გაცილებით ადრე იყო დაცული და სხვადასხვა კუთხეში ინახებოდა.
გვიან პერიოდის (XVIII- XIXსს.) თბილისში ამ სახელობის ორი ეკლესია იდგა – დიდი და პატარა წმიდა გიორგის ტაძარი.

თბილისის წმიდა ადგილზე მდგარი წმ. გიორგის სახელობის ტაძარი, სადაც მთავარმოწამის წმიდა ნაწილები ინახებოდა, დღეისათვის უმძიმეს მდგომარეობაშია და აღდგენას საჭიროებს.

მოამზადა ქეთი ჭელიძემ ჟურნალ “მნათობის” მასალებზე დაყრდნობით


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.