მთავარი » ქრისტიანობა

წმიდა გიორგის დახმარება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.04.2018 | 1,011 ნახვა

წმ.გიორგი გიორგი მთაწმინდელი ათონის წმიდა მთას მიემგზავრებოდა. დიდი მდინარე გადაეღობა გზად. ბერმა ადიდებული წყლის გადალახვა ვერ შეძლო – მღვრიე ტალღები დანთქმას უქადდა.

მაშინ გამოეცხადა მას თეთრ ცხენზე ამხედრებული მშვენიერი ჭაბუკი და უთხრა: „შემოდი მდინარეში, ნუ გეშინია!“ – მოჰკიდა ხელი და მშვიდობით გადაიყვანა მეორე ნაპირზე, თვითონ კი უმალ უჩინო იქმნა.
„რომელმან წყალთა შინა სიკვდილისაგან მიხსნა, დიდებული მთავარმოწამე გიორგი იყო“ – მადლიერებით იხსენებდა შემდგომ ღმრთის დიდი სათნომყოფელი ბერი, რომელზეც მომავალში იტყვის მთელი ქართველობა: „კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან მოგვივლინა ესევითარი კაცი მაცხოვნებლად სულთა ჩვენთა“.

ქრისტიანული მოთხრობები საქართველოს ისტორიული წარსულიდან, თბილისი, 2002 წ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.