მთავარი » ეკლესია-მონასტრები

წმიდა აბო თბილელის სახელობის ტაძარი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.01.2019 2 კომენტარი | 13,195 ნახვა

რამდენიმე წლის წინ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გადაწყდა მეტეხის კლდის ძირში, ახალი ხიდის მიმდებარედ, წმიდა აბო თბილელის ეკლესიის მშენებლობა. 1994 წლიდან ეკლესიის პროექტზე მუშაობას აწარმოებდა საპატრიარქოს საეკლესიო ხუროთმოძღვრების ცენტრი. პროექტის ავტორია რეზო ჯანაშია, კონსულტანტები – დეკანოზი ბესარიონ მენაბდე და ქეთევან აბაშიძე.

წმიდა აბო თბილელის სახელობის ტაძარი

როდესაც მეტეხის კლდის მიმდებარე ტერიტორიას სამშენებლოდ ამზადებდნენ და იქაურობის გაწმენდა მიმდინარეობდა, წმ. აბოს ნიშის მიწაყრილით დაფარულ ტერიტორიაზე მოჭრეს მომცრო ზომის ფიჭვის ხე. თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტერში ფიჭვის მორი გადახერხეს და გადანაჭერზე სასწაულებრივად გამოსახული ჯვარი აღმოჩნდა. ქართულმა ეკლესიამ იგი ჭეშმარიტ ხელთუქმნელ ჯვრად, ღმრთის ნებით, მოხდენილ სასწაულად აღიარა (წლების განმავლობაში ჯვარი დაცული იყო კრწანისის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში, ახლა კი დაბრძანებულია წმ. აბოს სახელობის ტაძარში).

1996 წლის 17 მარტს ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაულზე წმ. აბო თბილელის ტაძრის საძირკველი იკურთხა. კურთხევა აღასრულა კრწანისის წმიდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ბესარიონ მენაბდემ.

ახალი ტაძრის მშენებლობა ნიშის უკან გაწმენდილ ტერიტორიაზე დაიწყო. არქიტექტორთა მთავარი მიზანი, წმ. აბოს ნიშის განახლება-აღდგენასთან ერთად, მისი ახალ ტაძართან გაერთმთლიანება და ამ კომპლექსის მეტეხის კლდის ისტორიულ განაშენიანებაში ორგანულად ჩართვა იყო. ნაშთი “სამარტვილესა-დილეგოსი” იმ სახით, როგორითაც ის გადარჩა და რისი დანგრევაც უფალმა არ ინება, ხელუხლებლად დარჩა (ცხადია, შესაბამისი გამაგრებით). იგი პროექტის ხასიათის განმსაზღვრელ ბირთვად იქცა.
ახლადაშენებული ტაძარი მხატვრულ-კომპოზიციურად ისე გაერთმთლიანდა ორივესთან – კლდესთან და წმ. სადილეგო-სამლოცველოსთან, რომ კლდეს მიბჯენილი სადილეგო-სამლოცველო და ტაძარი ერთ მთლიანობად იქცა.

ტაძრის ინტერიერში კლდის მონაკვეთი სამხრეთ კედლად გვევლინება და თავისი ბუნებრივი სახითაა დატოვებული, ხოლო ეკლესიის დასავლეთი კედლის საძირკველი და ქვედა ნაწილის დიდი მონაკვეთი, წმიდა ნიშის დღეისათვის შემორჩენილი ნაშთი ხელუხლებლადაა ჩაყოლებული. ფაქტობრივად, დასავლეთი კედელი მასზე ეყრდნობა და მის უშუალო გაგრძელებას წარმოადგენს. დასავლეთ კედელში ჩაყოლებული წმ. აბოს ნიშის ფასადი ძველებურად კვლავ თბილისისკენ არის მომართული.

წმიდა აბოს სახელობის ტაძარი 2007 წლის 13 იანვარს აკურთხა გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსმა, მაღალყოვლადუსამღდელოესმა ექვთიმემ (ლეჟავა) კრწანისის წმიდა ნიკოლოზის ტაძრის სამღვდელოებასთან ერთად. ტაძარი წარმოადგენს ორნავიანი ტიპის, შვერილ-აფსიდიან მცირე ზომის ბაზილიკას, უშუალოდ კლდეს უერთდება და ორგანულად ერწყმის მას. სამშენებლო მასალა შერჩეულია მდინარე მტკვრის ხეობიდან. იგი ფერითაც კარგად შეეხამება მეტეხის კლდეს. ტაძრის სახურავადაც ქვაა გამოყენებული. სამრეკლოც მარტივი ტიპისაა: ეს არის კლდეში ჩამაგრებულ ლითონის საკიდზე შებმული ზარი.
ასევე კომპლექსში შედის უშუალოდ წმ. აბოს დაწვის ადგილას, ძველ ნიშში წმ. აბოს მოზაიკური ხატი.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • ლია says:

    ვიცი დზლიერია აბო ტბილელი,მისი მადლი სჰეგვეწიოს ყველას…ეკლესიაც დზალიან ლამაზია.ვიცი ცჰემი ახლობელიც მუსჰაობს.მამა ისააკის კარგი მოდზგჰვარია.ვიცი,რომ ხატავს დზალიან კარგად.მისი დახატულია იქ მდებარე ბევრი ხატები.აბო ტბილელის მადლი მოეფინოს საქარტველოს და მტელს ქარტველობას.

  • lasha says:

    rogor vnaxo mitxarit abos tvis midzgvnili sagaloblebio

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი