მთავარი » ქრისტიანობა

წმიდა სპირიდონი ზრუნავს დღესასწაულისათვის

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.06.2020 | 728 ნახვა

ერთხელ, როცა კუტლუმუსიოსის მონასტრის წმიდა სპირიდონის სახელობის კერკირელთა სენაკში მოახლოვდა წმიდანის დღესასწაული, მამები წუხდნენ, რადგან ვერ იშოვეს თევზი. მონაზვნებმა შესთავაზეს უხუცესს, რაკი ახალი თევზი ვერ იშოვეს, ხმელი ტარანი ეყიდათ. უხუცესმა უთხრა:

მოითმინეთ, წმიდა სპირიდონი მოგვიტანს თევზს – და განუწყვეტლივ სკვნილზე ლოცულობდა.

როდესაც მონაზვნებს გამოელიათ მოთმინება და ძალიან შეწუხდნენ, რადგან უკვე მოახლოვდა დრო და სამზადისს უნდა შედგომოდნენ, უეცრად ესმით კარზე კაკუნი, აღებენ კარს და რას ხედავენ! ორი მეთევზე თევზით სავსე ორი გოდრით კითხულობს უხუცესს. მორჩილებმა მოუხმეს უხუცესს, მაგრამ მეთევზეებმა თქვეს:ეს ის უხუცესი არ არის, ჩვენთან სხვა უხუცესი მოვიდა და გვითხრა: „წაიღეთ თევზი წმიდა სპირიდონის სენაკში, სადაც დღესასწაულია და კარგ საზღაურსაც მიიღებთ. თუ გინდათ, წინდსაც დაგიტოვებთ“.

უხუცესი მიხვდა, რომ სასწაული მოხდა და მეთევზეები ტაძარში მოსალოცად წაიყვანა. მეთევზეებმა დაინახეს თუ არა წმიდა სპირიდონის ხატი, თქვეს:აი, ეს არის ის უხუცესი, რომელმაც გვითხრა, რომ აქ მოგვეტანა თევზი!

მაშინ მათ ბერმა უპასუხა:

ეჰ, შვილებო, რატომ არ აიღეთ წმიდანისაგან წინდი, კურთხევად რომ გვქონოდა!




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი