მთავარი » ეკლესია-მონასტრები

წმ. სერაფიმე საროველის ეკლესია – ბორჯომის მუნიციპალიტეტი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.01.2018 | 2,566 ნახვა

ღირსი სერაფიმე საროველი მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი წმიდანია. ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მეუფე სერაფიმეს (ჯოჯუა) ლოცვა-კურთხევით რამდენიმე წელია წმ. სერაფიმე საროველის ტაძარია აგებული. წმ.სერაფიმე საროველის ეკლესია ტაძრის მახლობლად კელია დგას. კელიის შესასვლელში წერია: “ეს კელია არის ასლი იმ კელიისა, რომელშიც სიცოცხლის უკანასკნელი წლები გატარა ღირსმა მამა სერაფიმე საროველმა. კელია აშენდა 1903 წლის გადაღებული ფოტოსურათით “ახლომდებარე უდაბნო”.

“ახლომდებარე უდაბნო” იყო წმინდა სერაფიმე საროველის მონასტრიდან სამი ვერსიის დაშორებით. კელია აშენდა 1825 წელს. ამ კელიაში მას ეცხადებოდა ღვთისმშობელი, ზოგჯერ ღირსი მამა აქ სამი ათასამდე ადამიანს ღებულობდა, განჭვრეტდა მათ წარსულსა და მომავალს. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობას პირველად ხედავდა, იცოდა მათი სახელები.

ღირსი მამა სერაფიმე საროველი ატარებდა თეთრ კვართს, ყელზე ეკიდა დედა აღათიას ნაჩუქარი სპილენძის ჯვარი, მხარზე გადაკიდებული ჰქონდა ჩანთა, რომელიც სავსე იყო ქვებით და ქვიშით, ზევიდან კი იდო წმინდა სახარება, ღირს მამას ხელში ეჭირა სკვნილი, იგი ყველას ხვდებოდა სიტყვებით-ჩემო სიხარულო, ქრისტე აღსდგა! მის კელიაში იყო ღვთისმშობლის ხატი მავედრებელი, რომლის წინაშე ლოცვისას მუხლებზე მდგარი აღესრულა.

მისი ლოცვით უფალი შეგვეწიოს ჩვენ, ამინ!

დაე, ამ ახალმა კელიამ მოგცეთ თქვენ ყველას სიყვარული ღვთისა და წმინდა სერაფიმე საროველის მიმართ”!

ტაძრის ტერიტორიაზეა უზარმაზარი ქვა, რომელიც ანალოგიური მამა სერაფიმეს ქვისა. როცა ბოროტი ცდილობდა მამა სერაფიმეს გონების ამღვრევას, წმ. მამა კიდევ უფრო ამკაცრებდა ღვაწლს – ყოველ ღამით ის უზარმაზარ ქვაზე ადიოდა და ხელაპყრობით წარმოსთქვამდა იესოს ლოცვას: “უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.” ასე ლოცულობდა წმიდანი 1000 დღე-ღამის განმავლობაში.

ფოტო: თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.