მთავარი » ქრისტიანობა

ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქის ინიციატივით კაიროში წმინდა ნინოს სახელობის სამლოცველო აიგო

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.08.2022 | 391 ნახვა

ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპისა და პატრიარქის თეოდორე II-ის კურთხევითა და ინიციატივით, ძველი კაიროს ბერძნული სასაფლაოს წმიდა გიორგის სახელობის საპატრიარქო მონასტერში, ღვთისმშობლის ტაძრის მოპირდაპირედ, გამოიყო ადგილი მოციქულთასწორისა და ქართველთა განმანათლებლის, წმ. ნინოს სახელობის სამლოცველოსთვის, რომლის მშენებლობაც უკვე დასრულდა; კურთხევა კი ოქტომბრის თვეში განხორციელდება.

აღნიშნული ინფორმაცია მოგვაწოდა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე).

ჩვენის მხრიდან გვსურს, დიდი მადლობა გადავუხადოთ ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის უნეტარეს პაპსა და პატრიარქ თეოდორეს, რომელმაც ამ აქტით გამოხატა თავისი სიყვარული და პატივისცემა საქართველოს ეკლესიისადმი.

ვფიქრობთ, ეს სამლოცველო დიდ სიხარულს მიანიჭებს ქართველ მომლოცველთ, რომლებიც ხშირად სტუმრობენ ეგვიპტეს, განსაკუთრებით კი წმიდა გიორგის სახელობის საპატრიარქო ტაძარს, რათა თაყვანი-სცენ წმიდა გიორგის სასწაულმოქმედ ხატს.

26.08.2022




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი